ცნობილი ხელოვანისა და რეჟისორის ჯულიან შნებელის ვაჟი, 29 წლის ვიტო შნებელი ნიუ-იორკში თანამედროვე ხელოვნების კურატორი და დილერია. მისი ორგანიზებით პირველი გამოფენა ნიუ-იორკში 2003 წელს შედგა, როცა ვიტო ჯერ კიდევ 16 წლის იყო. მას შემდეგ ვიტო ამერიკასა და ევროპაში ცნობილ გალერეებში გამოფენებს კურატორობს, მისი ერთ-ერთი ამბიციური პროექტი ტერენს კოხის ნამუშევრების გამოფენა იყო. ასევე 2011 წელს, როცა "სოთბის" სააუქციონო სახლმა ნიუ-იორკის სათავო ოფისში საგამოფენო სივრცე გახსნა, შნებელმა პირველ ოფიციალურ გამოფენას უხელმძღვანელა.
თუმცა, მდიდარი, პოპულარული, მაღალი წრის წარმომადგენელი ვიტო საკუთარ საქმეზე მეტად იმით გახდა ცნობილი, რომ თავის ასაკთან შედარებით გაცილებით უფროს მოდელებსა და მსახიობებს ახვევს თავბრუს. ვიტოს პირველი ცნობილი შეყვარებული გამოცემა Sports Illustrated-ს მოდელი ფრენკი რაიდერი იყო, რომელიც მასზე 12 წლით უფროსი გახლდათ. მართალია, ასაკი გადამწყვეტი არაა ურთიერთობებში, თუმცა როდესაც წყვილი ეთმანეთს ხვდებოდა, ვიტო ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობდა.
როდესაც ვიტო 21 წლის იყო, 44 წლის სუპერმოდელ ელ მაკფერსონთან ჰქონდა რომანი. ორი წლის შემდეგ, მსახიობ ლივ ტაილერს ხვდებოდა, რომელიც მასზე 9 წლით უფროსი გახლდათ, 26 წლის ასაკში კი 50 წლის დემი მურთან გააბა რომანი. ამჟამად კი 29 წლის ვიტო სუპერმოდელ ჰაიდი კლუმის შეყვარებულია, რომელიც 12 წლითაა უფროსი საყვარელ მამაკაცზე.
მომზადებულია famously.com-ს მიხედვით