საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტში საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა
დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტში საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას ყვე­ლა გა­მომ­სვლელ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი იყო.

"ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი იყო კო­მი­ტეტ­ში გან­ხილ­ვა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში დღე­ი­დან და­ი­წყო პრო­ცე­დუ­რა. პირ­ვე­ლი გან­ხილ­ვა შედ­გა და გან­ხილ­ვა იყო უაღ­რე­სად პო­ზი­ტი­უ­რი. ყვე­ლა გა­მომ­სვლელ­მა - მთა­ვარ­მა მომხსე­ნე­ბელ­მა, ევ­რო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ - უაღ­რე­სად პო­ზი­ტი­უ­რად შე­ა­ფა­სეს ის გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ გას­წია სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ მხა­რი და­უ­ჭი­რეს, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა მი­ა­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია", - აღ­ნიშ­ნა ზალ­კა­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გან­ხილ­ვა და­ი­წყო. "დღეს იყო კო­მი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი გან­ხილ­ვა, სა­დაც მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და ამ სა­კი­თხზე მთა­ვა­რი მომხსე­ნე­ბე­ლი მა­რია გაბ­რი­ე­ლი, რო­მელ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას. მას ჰქონ­და ორი კი­თხვა ევ­რო­კო­მი­სი­ას­თან გან­მარ­ტე­ბის­თვის. ევ­რო­კო­მი­სი­ამ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გას­ცა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ვი­ზა­ზე უა­რის თქმის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით და ასე­ვე, სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა ნა­ბი­ჯებს დგამს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ეს ორი­ვე პა­სუ­ხი იყო ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ურ კონ­ტექ­სტში იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ძა­ლი­ან მცირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ვი­ზა­ზე უა­რის თქმის სტა­ტის­ტი­კა და სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კის სრულ­ყო­ფის თვალ­საზ­რი­სით, რაც მა­რია გაბ­რი­ე­ლის მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი იყო პო­ზი­ტი­უ­რად", - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დგომ პრო­ცე­დუ­რებს, რო­გორც ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, შემ­დგო­მი გან­ხილ­ვა ისევ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და სა­ში­ნაო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. "შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი არის, რომ მომხსე­ნე­ბელ­მა უნდა მო­ამ­ზა­დოს მოხ­სე­ნე­ბა, რო­მელ­საც გა­მო­ი­ტანს ისევ ამა­ვე კო­მი­ტეტ­ში და მას შემ­დეგ, რაც კო­მი­ტე­ტი მხარს და­უ­ჭერს, ის გავა უკვე კენ­ჭისყრა­ზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ვფიქ­რობ გა­დამ­წყვე­ტი და, სა­ბო­ლო­ოდ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის­გან მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში. შემ­დგო­მი სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვის თა­რი­ღი უც­ნო­ბია ამ დრო­ის­თვის, მაგ­რამ იმე­დი მაქვს ეს შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში მოხ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და სა­ში­ნაო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა გა­ი­მარ­თა. კო­მი­ტე­ტის წევ­რებს მოხ­სე­ნე­ბით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა მა­რია გაბ­რი­ელ­მა მი­მარ­თა.

ევ­რო­კავ­შირ­თან ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც ბი­ო­მეტ­რუ­ლი პას­პორ­ტი აქვთ, შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, შენ­გე­ნის ზო­ნა­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ევ­რო­კავ­ში­რის 22 წევრ ქვე­ყა­ნას, ევ­რო­კავ­ში­რის 4 არა­წევრ ქვე­ყა­ნას და შენ­გე­ნის ზო­ნის 4 კან­დი­დატ ქვე­ყა­ნას, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი (90 დღე ნე­ბის­მი­ე­რი 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში) უვი­ზოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტში საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა

დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტში საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტში, საკომიტეტო განხილვაზე, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკომიტეტო განხილვა ძალიან პოზიტიური იყო.

"ძალიან პოზიტიური იყო კომიტეტში განხილვა. ევროპარლამენტში დღეიდან დაიწყო პროცედურა. პირველი განხილვა შედგა და განხილვა იყო უაღრესად პოზიტიური. ყველა გამომსვლელმა - მთავარმა მომხსენებელმა, ევროკომისიის წარმომადგენელმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ - უაღრესად პოზიტიურად შეაფასეს ის გაწეული საქმიანობა, რომელიც საქართველომ გასწია სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. მათ მხარი დაუჭირეს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს სავიზო ლიბერალიზაცია", - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილვა დაიწყო. "დღეს იყო კომიტეტში პირველი განხილვა, სადაც მოხსენებით გამოვიდა ამ საკითხზე მთავარი მომხსენებელი მარია გაბრიელი, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას. მას ჰქონდა ორი კითხვა ევროკომისიასთან განმარტებისთვის. ევროკომისიამ ამომწურავი პასუხები გასცა იმასთან დაკავშირებით თუ რა მდგომარეობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის თქმის პროცენტული მაჩვენებლის შემცირების კუთხით და ასევე, საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება. ეს ორივე პასუხი იყო ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იმ მიმართულებით, რომ ძალიან მცირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის თქმის სტატისტიკა და საქართველო ყველაფერს აკეთებს საემიგრაციო პოლიტიკის სრულყოფის თვალსაზრისით, რაც მარია გაბრიელის მხრიდან მიღებული იყო პოზიტიურად", - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, შემდგომი განხილვა ისევ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში გაიმართება. "შემდგომი ნაბიჯები არის, რომ მომხსენებელმა უნდა მოამზადოს მოხსენება, რომელსაც გამოიტანს ისევ ამავე კომიტეტში და მას შემდეგ, რაც კომიტეტი მხარს დაუჭერს, ის გავა უკვე კენჭისყრაზე ევროპარლამენტში. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იქნება ვფიქრობ გადამწყვეტი და, საბოლოოდ, ევროპარლამენტისგან მიღებული რეზოლუცია გადაიგზავნება ევროკომისიაში. შემდგომი საკომიტეტო განხილვის თარიღი უცნობია ამ დროისთვის, მაგრამ იმედი მაქვს ეს შემჭიდროებულ ვადებში მოხდება", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გაიმართა. კომიტეტის წევრებს მოხსენებით ევროპარლამენტის დეპუტატმა მარია გაბრიელმა მიმართა.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."