მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს..." - ლევან მურუსიძე არასამთავრობოებს ემუქრება?
 "აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს..." - ლევან მურუსიძე არასამთავრობოებს ემუქრება?

"აგ­რე­სი­უ­ლი ტონი არ გვინ­და, თო­რემ მეც ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, ვინ ვის უკან დგას, ვინ და რო­გორ და­ა­ფი­ნან­სა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი არ არის სა­ლა­პა­რა­კო" - ასე უპა­სუ­ხა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვან­მა, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კრი­ტი­კულ ან­გა­რიშს, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ე­ხე­ბა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვა-და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში, რო­მელ­საც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­სა და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ნინო გვე­ნე­ტა­ძეს სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინ"-ში გა­აც­ნეს.

"ან­გა­რიშ­ში მოყ­ვა­ნი­ლია სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და რამ­დე­ნად გა­მოვ­ლინ­და საბ­ჭოს მიერ მო­სა­მარ­თლე­თა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პრინ­ცი­პის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა, რაც შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვა-და­ნიშ­ვნის პრო­ცესს უკავ­შირ­დე­ბა - რო­გორც ჩანს, მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვა-და­ნიშ­ვნა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, თუ რა­ტომ და­ი­ნიშ­ნა ესა თუ ის კან­დი­და­ტი მო­სა­მარ­თლედ და რა­ტომ არ და­ი­ნიშ­ნა სხვა კან­დი­და­ტი", - აღ­ნიშ­ნა საია-ს იუ­რის­ტმა ეკა ცი­მა­კუ­რი­ძემ.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით შეხ­ვედ­რე­ბი­სა და დის­კუ­სი­ე­ბის გა­მარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს: "შევ­თან­ხმდეთ და შევ­ხვდეთ, გან­ვი­ხი­ლოთ ყვე­ლა სა­კი­თხი. არ გვინ­და აგ­რე­სი­უ­ლი ტონი, თო­რემ მეც მაქვს ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი აქ არ ით­ქმე­ბა. მეც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვინ დგას ვის უკან, სა­ი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რა და რო­გორ მოხ­და, ვინ და­ა­ფი­ნან­სა და ა.შ. ამი­ტომ შევ­ხვდეთ და და­ვი­ლა­პა­რა­კოთ. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით რა ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს..." - ლევან მურუსიძე არასამთავრობოებს ემუქრება?

 "აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს..." - ლევან მურუსიძე არასამთავრობოებს ემუქრება?

"აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს, ვინ ვის უკან დგას, ვინ და როგორ დააფინანსა, მაგრამ ყველაფერი არ არის სალაპარაკო" - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ ანგარიშს, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობას შეეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გააცნეს.

"ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და რამდენად გამოვლინდა საბჭოს მიერ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრინციპის უგულვებელყოფა. ძირითადი პრობლემა, რაც შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს უკავშირდება - როგორც ჩანს, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა ვერ განხორციელდა ისე, რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო, თუ რატომ დაინიშნა ესა თუ ის კანდიდატი მოსამართლედ და რატომ არ დაინიშნა სხვა კანდიდატი", - აღნიშნა საია-ს იურისტმა ეკა ციმაკურიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისკენ მოუწოდებს: "შევთანხმდეთ და შევხვდეთ, განვიხილოთ ყველა საკითხი. არ გვინდა აგრესიული ტონი, თორემ მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება. მეც მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ვის უკან, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა და როგორ მოხდა, ვინ დააფინანსა და ა.შ. ამიტომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ყველამ ყველაფერი ვიცით რა ხდება", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები