გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 21 აპრილს მომხდარი კონფლიქტიდან რამდენიმე წუთში სოციალურად დაუცველი, 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. სიტყვიერი დაპირისპირება ეკატერინე პეტრიაშვილსა და გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტს მანანა ჯანჯიბუხაშვილს შორის მოხდა. ველისციხეში მცხოვრები მარტოხელა ეკატერინე პეტრიაშვილი გამგეობაში მედიკამენტების შესაძენად აუცილებელი 100 ლარის გამოყოფის სათხოვნელად იყო მისული.
პეტრიაშვილმა 21 აპრილს სოფელში გამგებლის წარმომადგენელს ნუკრი ბახლიშვილს მიმართა და შუამდგომლობა სთხოვა, რომ გამგეობას მისთვის ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწია. შუამდგომლობის მიღების შემდეგ ეკატერინე პეტრიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურს მიმართა.