პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ" - დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე
"ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ" - დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე

ხში­რად ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტებს სა­ჭი­რო­ზე მეტ წა­მალს უწე­რენ, ამას­თან წა­მა­ლი ძა­ლი­ან ძვი­რია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ხაზს უს­ვამს, რომ "მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სიძ­ვი­რე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა".

"ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე მო­დის, 40%-დან 50%-ს ზე­მოთ ტრი­ა­ლებს. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი წამ­ლებ­ზე 15%-დან 25%-მდე მერ­ყე­ობს. ჩვენ ორ­ჯერ მეტი და­ნა­ხარ­ჯი გვაქვს, რად­გან ხში­რად ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტებს სა­ჭი­რო­ზე მეტ წა­მალს უწე­რენ, ამას­თან წა­მა­ლი ძა­ლი­ან ძვი­რია. სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის სამი გზა არ­სე­ბობს - 1. ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს სა­ხელ­მწი­ფო უწე­სებს მო­გე­ბის გა­და­სა­ხადს ანუ ზღუ­დავს ბიზ­ნესს; 2. სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­რე­ბას იწყებს და ხალ­ხის­თვის წამ­ლებს ყი­დუ­ლობს; 3. შე­მო­აქვს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გად სა­ხელ­მწი­ფო შე­მო­ტა­ნი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხს აკონ­ტრო­ლებს და ბა­ზარს მიმ­ზიდ­ველს ხდის სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის", - აცხა­დებს სერ­გე­ენ­კო.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის კონ­კუ­რენ­ცია სა­ვა­რა­უ­დო ოლი­გო­პო­ლი­ურ წარ­მო­ნაქ­მნებს მო­გე­ბის მა­დას უმ­ცი­რებს. "ჩვენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან შე­რე­უ­ლი მო­დე­ლი ავი­ღეთ. სუბ­სი­დი­რე­ბას აქამ­დეც ვე­წე­ო­დით, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტებს ყი­დუ­ლობს. და­ვი­წყეთ კონ­კუ­რენ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი გა­ვაძ­ლი­ე­რეთ, რათა ჩვე­ნი ლო­ბი­რე­ბის გა­რე­შე სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბიც შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ ბა­ზარ­ზე", - აღ­ნიშ­ნავს მი­ნის­ტრი.

სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, რე­ფორ­მის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე წამ­ლე­ბის ფას­მა იკლო. "ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბა და­აჩ­ქა­რა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად წამ­ლის ფა­სე­ბის სა­გან­გა­შო ზრდამ. რე­ფორ­მის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ფა­სებ­მა იკლო. კონ­კუ­რენ­ცია კი უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი. ვიდ­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ას შევ­ქმნით, ახალ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს და­ვუ­წე­სეთ ხა­რის­ხის ბა­რი­ე­რი, ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტს უნდა ახ­ლდეს მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრეკ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი",- გან­მარ­ტავს სერ­გე­ენ­კო.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 25 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში ან გახ­დით გა­ზე­თის ხელ­მომ­წე­რი ამ ბმულ­ზე

"ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ" - დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე

"ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ" - დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე

ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან წამალი ძალიან ძვირია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. ჯანდაცვის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ "მედიკამენტების სიძვირე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა".

"ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის, 40%-დან 50%-ს ზემოთ ტრიალებს. განვითარებული ჯანდაცვის სისტემები წამლებზე 15%-დან 25%-მდე მერყეობს. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან წამალი ძალიან ძვირია. სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარების სამი გზა არსებობს - 1. ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფო უწესებს მოგების გადასახადს ანუ ზღუდავს ბიზნესს; 2. სახელმწიფო სუბსიდირებას იწყებს და ხალხისთვის წამლებს ყიდულობს; 3. შემოაქვს რეგულაციები, რომელთა შედეგად სახელმწიფო შემოტანილი და ადგილობრივი პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს და ბაზარს მიმზიდველს ხდის სხვა მოთამაშეებისთვის", - აცხადებს სერგეენკო.

მისივე თქმით, აღნიშნული ტიპის კონკურენცია სავარაუდო ოლიგოპოლიურ წარმონაქმნებს მოგების მადას უმცირებს. "ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან შერეული მოდელი ავიღეთ. სუბსიდირებას აქამდეც ვეწეოდით, სახელმწიფო პროგრამების გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს ყიდულობს. დავიწყეთ კონკურენციის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი გავაძლიერეთ, რათა ჩვენი ლობირების გარეშე სხვა მოთამაშეებიც შემოსულიყვნენ ბაზარზე", - აღნიშნავს მინისტრი.

სერგეენკოს განმარტებით, რეფორმის დაწყებისთანავე წამლების ფასმა იკლო. "ჩვენი მოქმედება დააჩქარა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად წამლის ფასების საგანგაშო ზრდამ. რეფორმის დაწყებისთანავე ფასებმა იკლო. კონკურენცია კი უზრუნველვყავით, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. ვიდრე ლაბორატორიას შევქმნით, ახალ ფარმაცევტულ კომპანიებს დავუწესეთ ხარისხის ბარიერი, ნებისმიერ მედიკამენტს უნდა ახლდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი",- განმარტავს სერგეენკო.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად "კვირის პალიტრის" 25 აპრილის ნომერში ან გახდით გაზეთის ხელმომწერი ამ ბმულზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია