პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს 7 საუკეთესო შეფ-მზარეული, რომელთა შესახებ ყველა გურმანმა უნდა იცოდეს
მსოფლიოს 7 საუკეთესო შეფ-მზარეული, რომელთა შესახებ ყველა გურმანმა უნდა იცოდეს

სამ­ზა­რე­უ­ლოს ამ ჯა­დოქ­რებს შე­უძ­ლი­ათ რეს­ტორ­ნის შემ­თხვე­ვი­თი სტუ­მა­რი მუდ­მივ და ერ­თგულ კლი­ენ­ტად აქ­ცი­ონ, ისი­ნი სა­კუ­თა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი არი­ან, მათ­ზე იღე­ბენ ფილ­მებს... აი ისი­ნიც - ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, თა­ვი­ანთ სამ­სა­ხურ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი - მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი:

ჯე­ი­მი ოლი­ვე­რი

ბრი­ტა­ნე­ლი რეს­ტო­რა­ტო­რი, შეფ-მზა­რე­უ­ლი, შო­უ­მე­ნი, ცნო­ბი­ლია რო­გორც "შიშ­ვე­ლი მზა­რე­უ­ლი". სწო­რედ ამ სა­ხელ­წო­დე­ბით გა­მო­ვი­და მისი პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა და შემ­დგომ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი წიგ­ნი ჯან­საღ და გემ­რი­ელ კვე­ბა­ზე. ჯე­ი­მი აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის ერის სი­ჯან­სა­ღის­თვის, მი­იჩ­ნევს, რომ სწო­რედ ბრი­ტა­ნე­ლე­ბის კუ­ლი­ნა­რუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის­გან იწყე­ბა იგი. წიგ­ნე­ბი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მოს­ვლე­ბი - ეს გახ­ლავთ ჯე­ი­მის უდი­დე­სი წვლი­ლი ჯან­სა­ღი კვე­ბის მსოფ­ლიო ფი­ლო­სო­ფი­ა­ში. ოლი­ვე­რი სა­მე­ფო სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯის სა­პა­ტიო სტი­პენ­დი­ან­ტია, ასე­ვე ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "მან­ჩეს­ტერ სი­თის" შეფ-მზა­რე­უ­ლი გახ­ლავთ.

გორ­დონ რამ­ზი

ცნო­ბი­ლი კუ­ლი­ნა­რუ­ლი ტე­ლეპ­როგ­რა­მე­ბის "ჯო­ჯო­ხე­თუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო", "დუ­ღი­ლის წერ­ტი­ლი", "კოშ­მა­რე­ბი რამ­ზის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში" ავ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი. სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რის მიღ­მა, რამ­ზი 10 რეს­ტორ­ნი­სა და 3 ბა­რის მფლო­ბე­ლია ინ­გლის­ში, ასე­ვე 12 რეს­ტორ­ნის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. მზა­რე­უ­ლის პირ­ველ­მა რეს­ტო­რან­მა - Gordon Ramsay at Royal Hospital Road - გახ­სნი­დან 3 წე­ლი­წად­ში მიშ­ლე­ნის 3 ვარ­სკვლა­ვი მი­ი­ღო. სხვა რეს­ტო­რან­მა Pétrus კი გახ­სნი­დან 1 წე­ლი­წად­ში მიშ­ლე­ნის 1 ვარ­სკვლა­ვი. ასე­ვე გორ­დონ რამ­ზი არა­ერ­თი წიგ­ნის ავ­ტო­რია, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ბესტსე­ლე­რი გახ­და.

ალენ დი­უ­კა­სი

ალენ დი­უ­კას­მა ბორ­დოს ერთ-ერთი სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ო­ბი­დან ცნო­ბილ შეფ-მზა­რე­უ­ლამ­დე გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა. ის პრო­ვან­სუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სპე­ცი­ა­ლის­ტი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რეს­ტო­რა­ტო­რი გახ­ლავთ. დი­უ­კა­სის რეს­ტორ­ნე­ბი ტო­კი­ო­ში, მო­ნა­კო­ში, პა­რიზ­ში, ნიუ იორკსა და ბე­ი­რუთ­ში მდე­ბა­რე­ობს. სწო­რედ ალე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მა­ღა­ლი წრე­ე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი გახ­და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ბო­ჰე­მის­გან შორს არი­ან.

ალენ დი­უ­კა­სის ფი­ლო­სო­ფია გახ­ლავთ ტრა­დი­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით იგი საფ­რან­გე­თის უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს - სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნის მფლო­ბე­ლია.

მა­რიო ბა­ტა­ლი

ამე­რი­კე­ლი მა­რიო ბა­ტა­ლი იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს სპე­ცი­ა­ლის­ტი, უამ­რა­ვი წიგ­ნი­სა და კუ­ლი­ნა­რუ­ლი გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი გახ­ლავთ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მა­რიო რეს­ტო­რან­ში Stuff Yer Face ჭურ­ჭლის მრე­ცხა­ვად მო­ე­წყო, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­წი­ნა­ურ­და და მზა­რე­უ­ლი გახ­და.

1985 წელს ბა­ტა­ლი სან-ფრან­ცის­კო­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და სუში-ბა­რის შეფ-მზა­რე­უ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სან­ტა ბარ­ბა­რას ცნო­ბილ რეს­ტო­რან­ში La Marina-ში და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მა­რიო ბა­ტა­ლის კუ­ლი­ნა­რულ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა მთელ ამე­რი­კა­ში გა­ით­ქვა სა­ხე­ლი და მას ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ რეს­ტორ­ნებ­ში იწ­ვევ­დნენ სა­მუ­შა­ოდ. 1993 წელს მა­რი­ომ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა, სა­ხელ­წო­დე­ბით Pо, ამ­ჟა­მად მას რეს­ტო­რან­თა დიდი ქსე­ლი აქვს.

ნო­ბუ­ი­უ­კი "ნობუ" მა­ცუ­ჰი­სა

ნობუ ცნო­ბი­ლია რო­გორც ფი­უ­ჟენ-სამ­ზა­რე­უ­ლოს აპო­ლო­გე­ტი. ის თა­ვის კერ­ძებ­ში კლა­სი­კურ ია­პო­ნურ მო­ტი­ვებს არ­გენ­ტი­ნუ­ლი და პე­რუ­ა­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბის ინ­გრე­დი­ენ­ტებს უთავ­სებს. შეფი ია­პო­ნი­ა­ში, პე­რუ­სა და არ­გენ­ტი­ნა­ში მუ­შა­ობ­და და დღემ­დე იყე­ნებს დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად მოღ­ვა­წე­ობს. პირ­ვე­ლი­ვე რეს­ტორ­ნის Matsuhisa გახ­სნის­თა­ნა­ვე, ნო­ბუ­ი­უ­კი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მზა­რე­უ­ლე­ბის ათე­ულ­ში მოხ­ვდა. დღეს ყვე­ლა კრი­ტი­კო­სი და მა­ღა­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს მზა­რე­უ­ლი ქმნის კერ­ძებს, რომ­ლის ანა­ლო­გი არ არ­სე­ბობს.

რეს­ტო­რან­თა ქსე­ლი Nobu, რო­მე­ლიც მა­ცუ­ჰი­სამ რო­ბერტ დე ნი­როს­თან ერ­თად გახ­სნა, მსოფ­ლი­ოს 17 ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სტუმ­რო­ბენ და ამით რეს­ტო­რანს მე­ტად პო­პუ­ლა­რულს ხდი­ან. ნო­ბუმ 2 წიგ­ნი გა­მოს­ცა, იგი რამ­დე­ნი­მე ფილმშიც გა­და­ი­ღეს.

პოლ ბო­კი­უ­ზი

ეს ფრან­გი შეფ-მზა­რე­უ­ლი ცნო­ბი­ლია რო­გორც კუ­ლი­ნა­რუ­ლი კონ­კურ­სის "ოქ­როს ბო­კი­უ­ზი" ხელ­მძღვა­ნე­ლი და ფრან­გუ­ლი მა­ღა­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მა­არ­სე­ბე­ლი. მისი სამ­ზა­რე­უ­ლოს ფი­ლო­სო­ფი­ის ძი­რი­თა­დი არსი გახ­ლავთ პრო­დუქ­ტე­ბის ნა­ტუ­რა­ლუ­რი გემო, ახა­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, უბ­რა­ლო­ე­ბი­სა და პი­კან­ტუ­რო­ბის შე­თავ­სე­ბა თი­თო­ე­ულ კერ­ძში, უარი სო­უ­სებს, რომ­ლე­ბიც პრო­დუქ­ტე­ბის გე­მოს ცვლი­ან.

პოლ ბო­კი­უ­ზი ღვი­ნოს აწარ­მო­ებს, არის რეს­ტორ­ნე­ბის მფლო­ბე­ლი, ატა­რებს ლექ­ცი­ებს, ხში­რად გა­მო­დის ტე­ლე­ვი­ზი­ით. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მას სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნი მი­ა­ნი­ჭეს ფრან­გულ გას­ტრო­ნო­მი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის. 1989 წელს სა­რეს­ტორ­ნო სა­პა­ტიო გიდ­მა Gault Millau ბო­კი­უზს სა­უ­კუ­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

ვოლ­ფ­ჰანგ პაკი

ავ­სტრი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის შეფ-მზა­რე­უ­ლი ცნო­ბი­ლი გახ­და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის არას­ტან­დარ­ტუ­ლი მიდ­გო­მით. ვოლ­ფ­ჰანგ პაკს აშშ-ში, ია­პო­ნი­ა­სა და კა­ნა­და­ში 20-ზე მეტი რეს­ტო­რა­ნი აქვს, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ბრენ­დი, მათ შო­რის Cut და ფასთფუ­დის ქსე­ლი Wolfgang Puck Express. მისი ორი­გი­ნა­ლუ­რი ბუ­ტერბრო­დე­ბი მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლეს აე­რო­პორ­ტებ­ში იყი­დე­ბა.

პაკი გრან­დი­ო­ზულ ვახ­შმებს აწყობს კი­ნოპ­რე­მი­ე­რე­ბის­თვის, მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის­თვის. სწო­რედ ვოლ­ფ­ჰანგ პა­კია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ოს­კა­რის და­ჯილ­დო­ე­ბის შემ­დგომ გა­მარ­თულ ვახ­შამ­ზე. შეფ-მზა­რე­ულ­მა 6 კუ­ლი­ნა­რუ­ლი წიგ­ნი გა­მოს­ცა, აწარ­მო­ებს ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს და სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­წყო­ბი­ლო­ბას.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მსოფლიოს 7 საუკეთესო შეფ-მზარეული, რომელთა შესახებ ყველა გურმანმა უნდა იცოდეს

მსოფლიოს 7 საუკეთესო შეფ-მზარეული, რომელთა შესახებ ყველა გურმანმა უნდა იცოდეს

სამზარეულოს ამ ჯადოქრებს შეუძლიათ რესტორნის შემთხვევითი სტუმარი მუდმივ და ერთგულ კლიენტად აქციონ, ისინი საკუთარი სატელევიზიო შოუების წამყვანები არიან, მათზე იღებენ ფილმებს... აი ისინიც - ყველაზე ნიჭიერები, წარმატებულები, თავიანთ სამსახურზე უზომოდ შეყვარებულები - მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულები:

ჯეიმი ოლივერი

ბრიტანელი რესტორატორი, შეფ-მზარეული, შოუმენი, ცნობილია როგორც "შიშველი მზარეული". სწორედ ამ სახელწოდებით გამოვიდა მისი პირველი სატელევიზიო გადაცემა და შემდგომ ერთ-ერთი პირველი წიგნი ჯანსაღ და გემრიელ კვებაზე. ჯეიმი აქტიურად იბრძვის ერის სიჯანსაღისთვის, მიიჩნევს, რომ სწორედ ბრიტანელების კულინარული მისწრაფებებისგან იწყება იგი. წიგნები, სატელევიზიო გადაცემები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოსვლები - ეს გახლავთ ჯეიმის უდიდესი წვლილი ჯანსაღი კვების მსოფლიო ფილოსოფიაში. ოლივერი სამეფო სამედიცინო კოლეჯის საპატიო სტიპენდიანტია, ასევე ის საფეხბურთო კლუბის "მანჩესტერ სითის" შეფ-მზარეული გახლავთ.

გორდონ რამზი

ცნობილი კულინარული ტელეპროგრამების "ჯოჯოხეთური სამზარეულო", "დუღილის წერტილი", "კოშმარები რამზის სამზარეულოში" ავტორი და წამყვანი. სატელევიზიო კარიერის მიღმა, რამზი 10 რესტორნისა და 3 ბარის მფლობელია ინგლისში, ასევე 12 რესტორნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მზარეულის პირველმა რესტორანმა - Gordon Ramsay at Royal Hospital Road - გახსნიდან 3 წელიწადში მიშლენის 3 ვარსკვლავი მიიღო. სხვა რესტორანმა Pétrus კი გახსნიდან 1 წელიწადში მიშლენის 1 ვარსკვლავი.  ასევე გორდონ რამზი არაერთი წიგნის ავტორია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ბესტსელერი გახდა.

ალენ დიუკასი

ალენ დიუკასმა ბორდოს ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში დამხმარედ მუშაობიდან ცნობილ შეფ-მზარეულამდე გრძელი გზა გაიარა. ის პროვანსული სამზარეულოს სპეციალისტი და წარმატებული რესტორატორი გახლავთ. დიუკასის რესტორნები ტოკიოში, მონაკოში, პარიზში, ნიუ იორკსა და ბეირუთში მდებარეობს. სწორედ ალენის დამსახურებაა, რომ მაღალი წრეების სამზარეულო გაცილებით მარტივი და გასაგები გახდა ადამიანებისთვის, რომლებიც ბოჰემისგან შორს არიან.

ალენ დიუკასის ფილოსოფია გახლავთ ტრადიციებზე დაფუძნებული შემოქმედება. დღესდღეობით იგი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს - საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელია.

მარიო ბატალი

ამერიკელი მარიო ბატალი იტალიური სამზარეულოს სპეციალისტი, უამრავი წიგნისა და კულინარული გადაცემის ავტორი გახლავთ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარიო რესტორანში Stuff Yer Face ჭურჭლის მრეცხავად მოეწყო, მაგრამ მალევე დაწინაურდა და მზარეული გახდა.

1985 წელს ბატალი სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად და სუში-ბარის შეფ-მზარეულად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი სანტა ბარბარას ცნობილ რესტორანში La Marina-ში დაიმკვიდრა ადგილი. დროთა განმავლობაში მარიო ბატალის კულინარულმა შესაძლებლობებმა მთელ ამერიკაში გაითქვა სახელი და მას ყველაზე პრესტიჟულ რესტორნებში იწვევდნენ სამუშაოდ. 1993 წელს მარიომ თავისი პირველი რესტორანი გახსნა, სახელწოდებით  Pо, ამჟამად მას რესტორანთა დიდი ქსელი აქვს.

ნობუიუკი "ნობუ" მაცუჰისა

ნობუ ცნობილია როგორც ფიუჟენ-სამზარეულოს აპოლოგეტი. ის თავის კერძებში კლასიკურ იაპონურ მოტივებს არგენტინული და პერუანული სამზარეულოების ინგრედიენტებს უთავსებს. შეფი იაპონიაში, პერუსა და არგენტინაში მუშაობდა და დღემდე იყენებს დაგროვილ გამოცდილებას ლოს-ანჯელესში, სადაც ამჟამად მოღვაწეობს. პირველივე რესტორნის Matsuhisa გახსნისთანავე, ნობუიუკი ქვეყნის საუკეთესო მზარეულების ათეულში მოხვდა. დღეს ყველა კრიტიკოსი და მაღალი სამზარეულოს მოყვარული აღნიშნავს, რომ ეს მზარეული ქმნის კერძებს, რომლის ანალოგი არ არსებობს.

რესტორანთა ქსელი Nobu, რომელიც მაცუჰისამ რობერტ დე ნიროსთან ერთად გახსნა, მსოფლიოს 17 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ ცნობილი ადამიანები სტუმრობენ და ამით რესტორანს მეტად პოპულარულს ხდიან. ნობუმ 2 წიგნი გამოსცა, იგი რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს.

პოლ ბოკიუზი

ეს ფრანგი შეფ-მზარეული ცნობილია როგორც კულინარული კონკურსის "ოქროს ბოკიუზი" ხელმძღვანელი და ფრანგული მაღალი კულინარიის საზოგადოების დამაარსებელი. მისი სამზარეულოს ფილოსოფიის ძირითადი არსი გახლავთ პროდუქტების ნატურალური გემო, ახალი ინგრედიენტები, უბრალოებისა და პიკანტურობის შეთავსება თითოეულ კერძში, უარი სოუსებს, რომლებიც პროდუქტების გემოს ცვლიან.

პოლ ბოკიუზი ღვინოს აწარმოებს, არის რესტორნების მფლობელი, ატარებს ლექციებს, ხშირად გამოდის ტელევიზიით. რამდენიმე წლის წინ მას საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭეს ფრანგულ გასტრონომიაში შეტანილი წვლილისთვის. 1989 წელს სარესტორნო საპატიო გიდმა Gault Millau ბოკიუზს საუკუნის შეფ-მზარეულის წოდება მიანიჭა.

ვოლფჰანგ პაკი

ავსტრიული წარმოშობის შეფ-მზარეული ცნობილი გახდა კერძების მომზადების არასტანდარტული მიდგომით. ვოლფჰანგ პაკს აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში 20-ზე მეტი რესტორანი აქვს, ასევე რამდენიმე კულინარიული ბრენდი, მათ შორის Cut და ფასთფუდის ქსელი Wolfgang Puck Express. მისი ორიგინალური ბუტერბროდები მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტებში იყიდება.

პაკი გრანდიოზულ ვახშმებს აწყობს კინოპრემიერებისთვის, მოდების ჩვენებებისთვის. სწორედ ვოლფჰანგ პაკია პასუხისმგებელი ოსკარის დაჯილდოების შემდგომ გამართულ ვახშამზე. შეფ-მზარეულმა 6 კულინარული წიგნი გამოსცა, აწარმოებს ნახევარფაბრიკატებს და სამზარეულოს მოწყობილობას.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს