მეტრო "პოლიტექნიკურში" მომხდარი ინციდენტის დეტალებს თვითმხილველები ჰყვებიან. როგორც მეტროს თანამშრომელი ქალბატონი ამბობს, 15 წლის გოგონას ფეხი დაუცურდა და ლიანდაგებში ამიტომ ჩავარდა.
"ამბობენ ფეხი გაუცურდა და იმ დროს გადავარდა ლიანდაგებში, მატარებელი რომ შემოდიოდაო. ლიანდაგის ნაპირზე ცურაობა ხომ უყვართ ბავშვებს... მატარებელი შეეხეო, ამბობენ. როგორც ვიცი გადარჩა... მე ინციდენტის დროს მაღლა ვიყავი", - ამბობს მეტროს თანამშრომელი.
გოგონა, რომელიც მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას იაშვილის კლინიკაში
გადაჰყავს. არსებული ინფორმაციით, მატარებელი მეტრო "ვაჟა-ფშაველადან" ვაგზლისკენ მოძრაობდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცურდა და ლიანდაგში ჩავარდა. ამჟამად მეტრო "პოლიტექნიკურში" მოძრაობა შეჩერებულია.