მომღერალ ეროს რამაზოტიმ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, თბილისი ძალიან სუფთა ქალაქია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რამაზოტის თქმით, მან ჯერ ვერაფრის ნახვა მოასწრო, თუმცა ქალაქში ჩამოსვლისას შენიშნა, რომ აქ სისუფთავეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ასეთივე ხალხი ცხოვრობს.
იხილეთ ვიდეო| შეშინებული ეროს რამაზოტი - რის გამო შეხტა მომღერალი პრესკონფერენციაზე
მომღერალი განმარტავს, რომ ის გეგმავს სხვადასხვა ადგილების ნახვას, ვინაიდან ამას მოითხოვს დოკუმენტური ფილმი, რომელსაც მომღერლის საქართველოში ვიზიტის შესახებ იღებენ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე მცირე უხერხულობაც მოხდა. მომღერალმა ქართველ ჟურნალისტებს და საზოგადოებას მადლობა რუსულ ენაზე გადაუხადა.
პრესკონფერენციის შემდეგ უხერხული ინციდენტის გამოსწორება მომღერლის პირადმა თარჯიმანმა სცადა. ეროს რამაზოტის მან ფურცელზე დაუწერა, რომ სიტყვა "სპასიბა" ქართულად მადლობას ნიშნავს.
მომღერალმა ჟურნალიტებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, ავტოგრაფები დაარიგა და შეხვედრის ოფიციალური ნაწილიც ქართულად ნათქვამი მადლობით დააგვირგვინა.
ინგა მურუსიძე