მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრულთან დაკავშირებით გავრცელებული „სკანდალური“ ვიდეო რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული - შს მინისტრის საგანგებო განცხადება და პასუხი ყველა ბრალდებაზე
პატრულთან დაკავშირებით გავრცელებული „სკანდალური“ ვიდეო რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული - შს მინისტრის საგანგებო განცხადება და პასუხი ყველა ბრალდებაზე

დღეს გავ­რცელ­და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტია გა­და­ღე­ბუ­ლი.

გავ­რცელ­და ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვი­დე­ო­კად­რე­ბი ბა­თუმ­ში წელს, 16 აპ­რილს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რა დრო­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ირაკ­ლი ჯაში და ირაკ­ლი ბჟი­ლა­ვა და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

თუმ­ცა, თუ კად­რებს კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, მივ­ხვდე­ბით, რომ ვი­დეო რამ­დე­ნი­მე წლის წინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უნი­ფორ­მე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც. გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო დროს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის დაკ­ნი­ნე­ბის მცდე­ლო­ბაა, რა­საც ის არ და­უშ­ვებს.

"მე, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვა­ცხა­დებ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია!

მე არ და­ვუშ­ვებ ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დაკ­ნი­ნე­ბის მცდე­ლო­ბას! არ და­ვუშ­ვებ, რომ ჩემი კო­ლე­გე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას ყო­ველ დღე რის­კის ქვეშ აყე­ნე­ბენ, რათა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი მი­სია - და­იც­ვან ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა - გახ­დნენ სის­ტე­მა­ტუ­რი თავ­დას­ხმი­სა და მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლის მსხვერ­პლნი.

დიახ, ჩვენ გა­მო­ვუ­ცხა­დეთ უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა კრი­მი­ნალს. ამ ბრძო­ლა­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მზად არი­ან, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გას­წი­რონ. გან­სხვა­ვე­ბით წინა პე­რი­ო­დის­გან, სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან კრი­მი­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი ბრძო­ლა არ ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ხარ­ჯზე.

სრუ­ლი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ზო­გა­დო­ბა­სა და და­სავ­ლურ სტან­დარ­ტებ­ზე ისე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რო­გორც დღეს. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვა­ლა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ცია გახ­და დე­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი, სრუ­ლად და­ექ­ვემ­დე­ბა­რა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ ნორ­მებს, რაც არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­თაც და­დას­ტურ­და.

სწო­რედ და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუხმგებ­ლო­ბის ნა­წი­ლია, პა­ტი­ვი სცე და მხა­რი და­უ­ჭი­რო შენი ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ას.

თუმ­ცა, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გახ­შირ­და და სა­ვა­რუ­დოდ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფონ­ზე, კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შე­ტე­ვა პო­ლი­ცი­ის იმიჯ­ზე, რისი ერთ-ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი დღეს მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბია. ამ კად­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტი ცდი­ლობს, მა­ყუ­რე­ბე­ლი და­არ­წმუ­ნოს, რომ კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­ფირ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ცი­ის მიერ მო­ქა­ლა­ქე­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტია აღ­ნუს­ხუ­ლი.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ ასა­ხავს დღე­ვან­დე­ლო­ბას. ის გა­და­ღე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რებ­რენ­დინ­გამ­დე. ვი­დე­ო­ში კარ­გად ჩანს, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ძვე­ლი ფორ­მე­ბი აც­ვი­ათ. ასე­ვე, ფიქ­სირ­დე­ბა ძვე­ლი მარ­კის და შე­ფე­რი­ლო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა "შკო­და". ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, 23 აპ­რილს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო 2016 წლის 16 აპ­რილს ქ. ბა­თუმ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბას ასა­ხავ­დეს.

სრუ­ლი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ თი­თო­ე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან გა­დაც­დო­მის შე­საძ­ლო ფაქ­ტი პი­რად კონ­ტროლ­ზე მაქვს აყ­ვა­ნი­ლი და შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია, ასე­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ კუ­თხით დიდ სა­მუ­შა­ოს სწევს. პირ­ველ რიგ­ში, ეს სწო­რედ ჩემი ინ­ტე­რე­სია, რომ 38000-იან კო­ლექ­ტივ­ში ზუს­ტად გა­მო­ვავ­ლი­ნო სის­ტე­მის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი, გა­მო­ნაკ­ლი­სი პი­რე­ბი, რათა მათ კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხი აგონ.

თუმ­ცა, არამც და არამც და­ვუშ­ვებ, რომ ათა­სო­ბით კე­თილ­სინ­დი­სი­ერ, გუ­ლან­თე­ბულ პო­ლი­ცი­ელს, რომ­ლე­ბიც მუხლჩა­უხ­რე­ლად მუ­შა­ო­ბენ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად, სა­მარ­თლებ­რი­ვად გამ­ყა­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, ჩრდი­ლი მი­ად­გეთ და ვინ­მე, სა­კუ­თა­რი კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, მათ დაკ­ნი­ნე­ბას შე­ე­ცა­დოს. მე ყო­ვე­ლი ასე­თი პო­ლი­ცი­ე­ლის გვერ­დით ვიდ­გე­ბი!

დიახ, არ და­ვუშ­ვებ, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­დეს კრი­მი­ნა­ლე­ბის, მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი­სა და მა­ვან­თა არა­ჯან­სა­ღი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მსხვერ­პლი!

ჩვე­ნი პო­ლი­ცია აპო­ლი­ტი­კუ­რი უწყე­ბაა. მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქვეყ­ნი­სა და მისი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სიმ­შვი­დი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია და აღ­კვე­თაა.

თუმ­ცა, ეს ამო­ცა­ნა ვერ შეს­რულ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბით, თუკი პო­ლი­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა არ ექნა, თუკი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მკა­ფი­ოდ არ გა­მიჯ­ნა ერ­თმა­ნე­თის­გან ტყუ­ი­ლი და მარ­თა­ლი. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ პო­ლი­ცი­ის უსა­ფუძ­ვლო დის­კრე­დი­ტა­ცია და მისი დაკ­ნი­ნე­ბის მცდე­ლო­ბა - პირ­და­პირ სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­შვი­დე­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას. ეს ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბაა, რა­ზეც ყო­ველ ჩვენ­განს ადეკ­ვა­ტუ­რი პო­ზი­ცია უნდა გვქონ­დეს.

ჩემო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბო, დებო და ძმე­ბო, მე მჯე­რა თქვე­ნი და მსურს, კი­დევ ერთხელ და­გი­დას­ტუ­როთ ჩემი თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა! ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, დავ­დგეთ უფრო მაღ­ლა, ვიდ­რე მა­ვან­თა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მიზ­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბია და პირ­ნათ­ლად მო­ვი­ხა­დოთ ჩვე­ნი ვალი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

პატრულთან დაკავშირებით გავრცელებული „სკანდალური“ ვიდეო რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული - შს მინისტრის საგანგებო განცხადება და პასუხი ყველა ბრალდებაზე

პატრულთან დაკავშირებით გავრცელებული „სკანდალური“ ვიდეო რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული - შს მინისტრის საგანგებო განცხადება და პასუხი ყველა ბრალდებაზე

დღეს გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების ფაქტია გადაღებული.

გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ვიდეოკადრები ბათუმში წელს, 16 აპრილს არის გადაღებული, რა დროსაც სამართალდამცველებმა მოქალაქეები ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟილავა დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

თუმცა, თუ კადრებს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ვიდეო რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული. ამაზე მეტყველებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უნიფორმები და ავტომობილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრმაც. გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბოლო დროს პოლიციელების საქმიანობის დაკნინების მცდელობაა, რასაც ის არ დაუშვებს.

"მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!

მე არ დავუშვებ ჩვენი პოლიციელების დაკნინების მცდელობას! არ დავუშვებ, რომ ჩემი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველ დღე რისკის ქვეშ აყენებენ, რათა კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი მისია - დაიცვან ყოველი ჩვენგანის უსაფრთხოება - გახდნენ სისტემატური თავდასხმისა და მორალური ზეწოლის მსხვერპლნი.

დიახ, ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს. ამ ბრძოლაში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენი პოლიციელები მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე გასწირონ. განსხვავებით წინა პერიოდისგან, საქართველოს შს სამინისტროს მხრიდან კრიმინალის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე.

სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არასდროს ყოფილა საზოგადობასა და დასავლურ სტანდარტებზე ისე ორიენტირებული, როგორც დღეს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ძირეულად შეიცვალა ღირებულებები და ჩვენი ქვეყნის პოლიცია გახდა დეპოლიტიზირებული, სრულად დაექვემდებარა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითაც დადასტურდა.

სწორედ დასავლური ღირებულებისა და მოქალაქეობრივი პასუხმგებლობის ნაწილია, პატივი სცე და მხარი დაუჭირო შენი ქვეყნის პოლიციას.

თუმცა, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა და სავარუდოდ, წინასაარჩევნო ფონზე, კიდევ უფრო გააქტიურდება მიზანმიმართული შეტევა პოლიციის იმიჯზე, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დღეს მედიით გავრცელებული კადრებია. ამ კადრების მეშვეობით, ჟურნალისტი ცდილობს, მაყურებელი დაარწმუნოს, რომ კონკრეტულ ვიდეოფირზე თანამედროვე პოლიციის მიერ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტია აღნუსხული.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არ ასახავს დღევანდელობას. ის გადაღებულია საპატრულო პოლიციის რებრენდინგამდე. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ძველი ფორმები აცვიათ. ასევე, ფიქსირდება ძველი მარკის და შეფერილობის ავტომანქანა "შკოდა". ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამორიცხულია, 23 აპრილს გავრცელებული ვიდეო 2016 წლის 16 აპრილს ქ. ბათუმში მოქალაქეების დაკავებას ასახავდეს.

სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ თითოეული პოლიციელის მხრიდან გადაცდომის შესაძლო ფაქტი პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი და შსს-ს გენერალური ინსპექცია, ასევე, პროკურატურა ამ კუთხით დიდ სამუშაოს სწევს. პირველ რიგში, ეს სწორედ ჩემი ინტერესია, რომ 38000-იან კოლექტივში ზუსტად გამოვავლინო სისტემისთვის ზიანის მომტანი, გამონაკლისი პირები, რათა მათ კანონის წინაშე პასუხი აგონ.

თუმცა, არამც და არამც დავუშვებ, რომ ათასობით კეთილსინდისიერ, გულანთებულ პოლიციელს, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, დაუსაბუთებლად, სამართლებრივად გამყარებული მტკიცებულებების გარეშე, ჩრდილი მიადგეთ და ვინმე, საკუთარი კერძო ინტერესების გამო, მათ დაკნინებას შეეცადოს. მე ყოველი ასეთი პოლიციელის გვერდით ვიდგები!

დიახ, არ დავუშვებ, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს კრიმინალების, მათი მხარდამჭერების ინსინუაციებისა და მავანთა არაჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანიის მსხვერპლი!

ჩვენი პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა. მისი მთავარი ამოცანა ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის სიმშვიდისა და უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის პრევენცია და აღკვეთაა.

თუმცა, ეს ამოცანა ვერ შესრულდება წარმატებით, თუკი პოლიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნა, თუკი საზოგადოებამ მკაფიოდ არ გამიჯნა ერთმანეთისგან ტყუილი და მართალი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის უსაფუძვლო დისკრედიტაცია და მისი დაკნინების მცდელობა - პირდაპირ საშიშროებას უქმნის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას. ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რაზეც ყოველ ჩვენგანს ადეკვატური პოზიცია უნდა გვქონდეს.

ჩემო პოლიციელებო, დებო და ძმებო, მე მჯერა თქვენი და მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა! ჩვენ ვალდებულები ვართ, დავდგეთ უფრო მაღლა, ვიდრე მავანთა არაკეთილსინდისიერი მიზნებით განხორციელებული პროვოკაციებია და პირნათლად მოვიხადოთ ჩვენი ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე!"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ