პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც რესტორნებს ფლობენ
მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც რესტორნებს ფლობენ

ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს უყ­ვართ ლა­მა­ზად და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად ცხოვ­რე­ბა. სა­კუ­თა­რი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ისი­ნი ხში­რად თა­ვი­ანთ რეს­ტორ­ნებ­ში ახ­დე­ნენ.

ბონ ჯოვი

მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში ჯონ ბონ ჯოვი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ერთ-ერთი უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი. ამას ადას­ტუ­რებს ფაქ­ტი, რომ მან ქა­ლაქ რედ ბენკში (ნიუ ჯერ­სის შტა­ტი) გახ­სნა საქ­ველ­მოქ­მე­დო რეს­ტო­რა­ნი The Soul Kitchen, სა­დაც ფა­სე­ბი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის. კლი­ენტს შე­უძ­ლია გა­და­ი­ხა­დოს იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც მო­ე­სურ­ვე­ბა. ამით მომ­ღე­რალს სურს, უპო­ვარ ოჯა­ხებს მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი საკ­ვე­ბი. პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მომ­ღე­რალ­მა თა­ვი­სი ნიუ იორ­კუ­ლი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი ბინა 45 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რეს­ტორ­ნის გახ­სნამ­დე ბონ ჯო­ვი­სა და მის მე­უღ­ლე დო­რო­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­სა­დი­ლო ჰქონ­დათ, სა­დაც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უსახ­ლკა­რო­ებს უფა­სოდ უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ.

ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლა

ცნო­ბი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში რეს­ტო­რან­თა ქსელს ფლობს: Cafe Zoetrope, Cafe Rosso&Bianco და Rustic Francis’ Favorites. უკა­ნას­კნე­ლი, რე­ჟი­სო­რის მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში, ნა­პას ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. რეს­ტო­რა­ნი Rustic Francis’ Favorites ("ფრენ­სი­სის საყ­ვა­რე­ლი კერ­ძე­ბი") კლი­ენ­ტებს იტა­ლი­ურ პი­ცას, ხორ­ცის დე­ლი­კა­ტე­სებს, აგ­რეთ­ვე ახ­ლომ­დე­ბა­რე ნაკ­ვეთ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ბოსტნე­უ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს სთა­ვა­ზობს. რეს­ტო­რან­ში ორი სა­დე­გუს­ტა­ციო დარ­ბა­ზია, სა­დაც კო­პო­ლას ღვი­ნის შე­ძე­ნა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. აქვე ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლას ფილ­მე­ბი­სა და ღვი­ნის პა­ტა­რა მუ­ზე­უ­მია გახ­სნი­ლი.

რო­ბერტ დე ნირო

რო­ბერტ დე ნირო რამ­დე­ნი­მე რეს­ტორ­ნის თა­ნამ­ფლო­ბე­ლია, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი Rubicon-ის სან-ფრან­ცის­კო­ში. "რუ­ბი­კო­ნის" ღვი­ნის მე­ნიუ 1500-მდე სა­ხე­ო­ბას მო­ი­ცავს. ამის გარ­და, ლე­გენ­და­რულ­მა მსა­ხი­ობ­მა ია­პო­ნელ შეფ-მზა­რე­ულ­თან ნობუ მატ­სუ­ჰი­სას­თან ერ­თად შექ­მნა ია­პო­ნუ­რი ინო­ვა­ცი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს რეს­ტო­რან­თა ქსე­ლი Nobu, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 19 ქა­ლაქ­ში არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც რესტორნებს ფლობენ

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც რესტორნებს ფლობენ

ცნობილ ადამიანებს უყვართ ლამაზად და გემოვნებიანად ცხოვრება. საკუთარი გასტრონომიული მისწრაფებების რეალიზებას ისინი ხშირად თავიანთ რესტორნებში ახდენენ.

ბონ ჯოვი

მუსიკალურ სამყაროში ჯონ ბონ ჯოვი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უკეთილშობილესი ადამიანი. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ მან ქალაქ რედ ბენკში (ნიუ ჯერსის შტატი) გახსნა საქველმოქმედო რესტორანი The Soul Kitchen, სადაც ფასები ფიქსირებული არ არის. კლიენტს შეუძლია გადაიხადოს იმდენი, რამდენიც მოესურვება. ამით მომღერალს სურს, უპოვარ ოჯახებს მისცეს საშუალება, მიიღონ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საკვები. პროექტის განსახორციელებლად მომღერალმა თავისი ნიუ იორკული ფეშენებელური ბინა 45 მილიონ დოლარად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ რესტორნის გახსნამდე ბონ ჯოვისა და მის მეუღლე დოროთის საზოგადოებრივი სასადილო ჰქონდათ, სადაც 2 წლის განმავლობაში უსახლკაროებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ.

ფრენსის ფორდ კოპოლა

ცნობილი კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა კალიფორნიაში რესტორანთა ქსელს ფლობს: Cafe Zoetrope, Cafe Rosso&Bianco და Rustic Francis’ Favorites. უკანასკნელი, რეჟისორის მეღვინეობაში, ნაპას ხეობაში მდებარეობს. რესტორანი Rustic Francis’ Favorites (”ფრენსისის საყვარელი კერძები”) კლიენტებს იტალიურ პიცას, ხორცის დელიკატესებს, აგრეთვე ახლომდებარე ნაკვეთში მოყვანილი ბოსტნეულისგან დამზადებულ კერძებს სთავაზობს. რესტორანში ორი სადეგუსტაციო დარბაზია, სადაც კოპოლას ღვინის შეძენა არის შესაძლებელი. აქვე ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმებისა და ღვინის პატარა მუზეუმია გახსნილი.

რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნირო რამდენიმე რესტორნის თანამფლობელია, მათ შორის ცნობილი Rubicon-ის სან-ფრანცისკოში. ”რუბიკონის” ღვინის მენიუ 1500-მდე სახეობას მოიცავს. ამის გარდა, ლეგენდარულმა მსახიობმა იაპონელ შეფ-მზარეულთან ნობუ მატსუჰისასთან ერთად შექმნა იაპონური ინოვაციური სამზარეულოს რესტორანთა ქსელი Nobu, რომელიც მსოფლიოს 19 ქალაქში არის წარმოდგენილი და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება