სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითობისთვის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს ხელმძღვანელი პირები დააკავეს
თაღლითობისთვის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს ხელმძღვანელი პირები დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ო­რი სა­წარ­მოს შპს "გუ­ნო­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი გი­ორ­გი ბორ­ცვა­ძე, ავ­თან­დილ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი და გრი­გოლ ყუ­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა 2015 წლის 15 აპ­რი­ლი­დან 2016 წლის 11 მარ­ტამ­დე, სა­წარ­მოს მიერ იმ­პორ­ტის რე­ჟი­მით შე­მო­ტა­ნი­ლი საწ­ვა­ვის გან­ბა­ჟე­ბამ­დე, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში წა­რად­გი­ნეს და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დე­ბის ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­წარ­მოს ან­გა­რიშ­ზე, დეკ­ლა­რა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის გზით ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ზარ­დეს თან­ხა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც აღარ გა­და­ი­ხა­დეს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ცი­ზი­სა და დღგ-ს გა­და­სა­ხა­დე­ბი. ბრალ­დე­ბულ­თა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს მი­ად­გა 5 138 493 ლა­რის ოდე­ნო­ბის ზი­ა­ნი", - ნათ­ქვა­მია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე და 362-ე მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

თაღლითობისთვის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს ხელმძღვანელი პირები დააკავეს

თაღლითობისთვის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს ხელმძღვანელი პირები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს შპს „გუნორის“ ხელმძღვანელი პირები გიორგი ბორცვაძე, ავთანდილ რეხვიაშვილი და გრიგოლ ყურაშვილი დააკავა.

”გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 11 მარტამდე, საწარმოს მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი საწვავის განბაჟებამდე, შემოსავლების სამსახურში წარადგინეს დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადების ყალბი მონაცემები, საწარმოს ანგარიშზე, დეკლარაციის დაზუსტების გზით ხელოვნურად გაზარდეს თანხა, რის საფუძველზეც აღარ გადაიხადეს კანონით გათვალისწინებული აქციზისა და დღგ-ს გადასახადები. ბრალდებულთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 5 138 493 ლარის ოდენობის ზიანი”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ