ის თავის, განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობს და ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ. ის, რაზეც ბევრი ადამიანი ვერც კი იოცნებებს, ჯონ ტრავოლტას უკვე მობეზრებული აქვს. მას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ის უყვართ, მოსწონთ როგორც მსახიობი, როგორც სიმპათიური მამაკაცი, თუმცა ამჯერად ჩვენ გესაუბრებით არა ჯონ ტრავოლტაზე, როგორც მსახიობზე. ამჯერად ჩვენ მისი საცხოვრებელი ადილის შესახებ გესაუბრებით, მის სახლს დაგათვალიერებინებთ.
ამ სახლის მთავარი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის, არც მეტი, არც ნაკლები... თვითმფრინავებიანი სახლი.
ჯონ ტრავოლტა ცხოვრობს კერძო დასახლება ჟუმბოლაირში, ფლორიდაში და ეზოში ჰყავს ნამდვილი თვითმფინავები.
მოდელებიდან გამოარჩევენ Gulfstream II, DC3 Dacota, Lockheed და უზარმაზარ Boeing 707-138B (1964 წ.). აქ არის საძინებლები, დასასვენებელი ოთახები, სამუშაო კაბინეტი, სამი სასადილო ოთახი და კიდევ ერთი ოთახი ეკიპაჟისთვის.
ჯონი ამაყად აცხადებს, რომ ეს მომავლის კომფორტი და ინტერიერია. თავად ტრავოლტას აქვს მფრინავის ლიცენზია და ძალიან კარგად მართავს საკმაოდ შორ მანძილზე, თუმცა ხანგრძლივი გადაფრენების დროს, როგორც წესი, მას თან ახლავს რამდენიმე მფრინავი, მაგრამ ყველამ იცის, რომ აფრენასა და დაშვებას ყოველთვის თავად მსახიობი ახორციელებს.
ჯონ ტრავოლტას ოცნება იყო, თვითმფრინავებთან რაც შეიძლება ახლო კონტაქტი ჰქონოდა. როგორც ხედავთ, მან ეს ოცნება აიხდინა და მათთან ისე ახლოს არის, რომ სახლშიც კი მიიტანა. მართლაც, რა არის ამაზე მოსახერხებელი, გამოდიხარ სახლიდან და ჯდები პირდაპირ თვითმფრინავში.
როგორც ტრავოლტას მეუღლე ამბობს, ჯონი ძალიან ბევრს დაფრინავს.
თვითმფინავებმა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში, ჩიკაგოში გადაფრენის დროს გაიტაცა. ბოინგმა 707 მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში, მსახიობი აწყობდა გეგმებს, როგორი სახლი ექნებოდა მომავალში, სადაც თვითმფრინავების ადგილიც იქნებოდა. სახლის ესკიზი თავად შეიმუშავა და ის უბრალოდ, ფურცელზე გადაატანინა. იხილეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა