მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დღეს, 23:00 საათიდან, 23 აპრილის დილის 06:00 საათამდე ორივე მიმართულებით გადაიკეტება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, 06:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან თამარის ხიდის მიმართულებით, რა დროსაც ამ მონაკვეთზე საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება 24 აპრილსაც გაგრძელდება და 25 აპრილის, დილის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეზღუდვების გარეშე იქნება შესაძლებელი.