მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ურთიერთობის გაწყვეტა მისი არაეთიკური საქციელის გამო მოხდა“ – "იმედის" გენდირექტორი შალვა რამიშვილის ბრალდებებს პასუხობს
„ურთიერთობის გაწყვეტა მისი არაეთიკური საქციელის გამო მოხდა“ –  "იმედის" გენდირექტორი შალვა რამიშვილის ბრალდებებს პასუხობს

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბით პა­სუ­ხობს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­მიშ­ვილს სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს რე­პუ­ტა­ცია შე­უ­ლა­ხოს.

"დღეს პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე, რომ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, "იმედ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, თურ­მე, ჩემ­გან გა­ნიც­დი­და ზე­წო­ლას, ამას გმი­რუ­ლად იტან­და და მხო­ლოდ კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის შემ­დეგ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ ის მსხვერ­პლი ყო­ფი­ლა. შალ­ვა რა­მიშ­ვილს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეჰ­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში, როცა ამ­ბობს, რომ ჩემ­სა და მას შო­რის მი­მო­წე­რას რამ­დე­ნი­მე დღე­ში მოჰ­ყვა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რით მისი და­შან­ტა­ჟე­ბა. მის მიერ დღეს გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი პი­რა­დი მი­მო­წე­რა შედ­გა გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, ხოლო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა მოხ­და მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში. ამ მი­მო­წე­რა­ში აშ­კა­რად ჩანს, რომ მე მას ვთა­ვა­ზობ სტუმ­რე­ბის მოწ­ვე­ვას ოპო­ნი­რე­ბის­თვის; იქვე ფიქ­სირ­დე­ბა, რომ მას შე­უძ­ლია მის­თვის მი­სა­ღე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტის შერ­ჩე­ვა. ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის ნა­წი­ლია.

რა­მიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა, მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, მოხ­და მისი უაღ­რე­სად არა­ე­თი­კუ­რი საქ­ცი­ე­ლის გამო, რო­მე­ლიც მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა "იმე­დის" კორ­პო­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორ მოვ­ლე­ნას ერ­თმა­ნეთ­თან არც დრო­ი­თი და არც ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კავ­ში­რი არ აქვს.

ამავდრო­უ­ლად, ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის მარ­თვა­ში და სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის გან­სა­ზღვრა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს მხო­ლოდ არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ტე­ლე­ვი­ზი­ის მმარ­თვე­ლი გუნ­დი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი რუ­ხა­ძეს, მას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მარ­თვას­თან კავ­ში­რი არ აქვს და არც არხზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. რა­ტომ ჰგო­ნია შალ­ვა რა­მიშ­ვილს, რომ მას­თან და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შპს-სთან დამ­შვი­დო­ბე­ბას სჭირ­დე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის კონკლა­ვი, რა­ი­მე შეთ­ქმუ­ლე­ბა ან და­შან­ტა­ჟე­ბა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბით, გა­უ­გე­ბა­რია.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ­დამ­ხო­ლოდ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­სა" და ამ არხზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ღირ­სე­ბი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ: შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "იმე­დის" დი­რექ­ტორ­თან მის მი­მო­წე­რას ასა­ჯა­რო­ვებს

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/161908-shalva-ramishvili-qimedisq-direqtorthan-mis-mimotseras-asajarovebs.html
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

„ურთიერთობის გაწყვეტა მისი არაეთიკური საქციელის გამო მოხდა“ – "იმედის" გენდირექტორი შალვა რამიშვილის ბრალდებებს პასუხობს

„ურთიერთობის გაწყვეტა მისი არაეთიკური საქციელის გამო მოხდა“ –  "იმედის" გენდირექტორი შალვა რამიშვილის ბრალდებებს პასუხობს

"ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილის ბრალდებებს ვრცელი განცხადებით პასუხობს. მისი ინფორმაციით, რამიშვილს სურს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ტელეკომპანიის თანამშრომლებს რეპუტაცია შეულახოს.

"დღეს პირველად მოვისმინე, რომ შალვა რამიშვილი, "იმედთან" თანამშრომლობის პერიოდში, თურმე, ჩემგან განიცდიდა ზეწოლას, ამას გმირულად იტანდა და მხოლოდ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ გააცნობიერა, რომ ის მსხვერპლი ყოფილა. შალვა რამიშვილს მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, როცა ამბობს, რომ ჩემსა და მას შორის მიმოწერას რამდენიმე დღეში მოჰყვა ფარული ჩანაწერით მისი დაშანტაჟება. მის მიერ დღეს გასაჯაროებული პირადი მიმოწერა შედგა გასული წლის დეკემბერში, ხოლო მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოხდა მიმდინარე წლის აპრილში. ამ მიმოწერაში აშკარად ჩანს, რომ მე მას ვთავაზობ სტუმრების მოწვევას ოპონირებისთვის; იქვე ფიქსირდება, რომ მას შეუძლია მისთვის მისაღები ნებისმიერი რესპონდენტის შერჩევა. ასეთი კომუნიკაცია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია.

რამიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა, მიმდინარე წლის აპრილში, მოხდა მისი უაღრესად არაეთიკური საქციელის გამო, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და ეწინააღმდეგება "იმედის" კორპორატიულ ფასეულობებს. შესაბამისად, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არც დროითი და არც შინაარსობრივი კავშირი არ აქვს.

ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელევიზიის მართვაში და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი, ტელევიზიის მმართველი გუნდი, ჟურნალისტები. რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, მას ტელეკომპანიის მართვასთან კავშირი არ აქვს და არც არხზე მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას. რატომ ჰგონია შალვა რამიშვილს, რომ მასთან და მასთან დაკავშირებულ შპს-სთან დამშვიდობებას სჭირდება ბიზნესმენების კონკლავი, რაიმე შეთქმულება ან დაშანტაჟება ფარული ჩანაწერებით, გაუგებარია.

შალვა რამიშვილის დღევანდელი განცხადება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ ტელეკომპანია "იმედისა" და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: შალვა რამიშვილი "იმედის" დირექტორთან მის მიმოწერას ასაჯაროვებს

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/161908-shalva-ramishvili-qimedisq-direqtorthan-mis-mimotseras-asajarovebs.html

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია