მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა"
"ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა"

მომ­ღე­რალ ნინი წიკ­ლა­ურს ცეკ­ვის შე­სას­წავ­ლად არას­დროს უვ­ლია, მაგ­რამ გა­რის­კა და შო­უ­ში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­თან­ხმდა. შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რა­ლი გა­თხოვ­და. მისი რჩე­უ­ლი თემო ტუ­ღუ­შია, რო­მელ­თა­ნაც 12-წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. ინ­ტერ­ვი­უს მომ­ღე­რალ­თან ჟურ­ნა­ლი "გზა" 21 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ.

- ვიდ­რე პრო­ექ­ტში შენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, იქ­ნებ მოგ­ვიყ­ვე, რო­გორ გა­ი­ცა­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე?

- მე და თემო დიდ­ხანს ვმე­გობ­რობ­დით. ურ­თი­ერ­თო­ბის მე-13 წელს კი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ იმა­ზე მე­ტად გვსი­ა­მოვ­ნებს ერ­თმა­ნე­თის ყუ­რე­ბა, ვიდ­რე მა­ნამ­დე გვე­გო­ნა. ჩვე­ნი გრძნო­ბა მე­გობ­რო­ბა­ზე ძლი­ე­რი იყო.

....

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყვე­ლა­ფე­რი და­უ­გეგ­მა­ვად, ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბი­სა და პა­სუ­ხე­ბის გა­რე­შე მოხ­და. ეს ის შემ­თხვე­ვა იყო, როცა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უსი­ტყვოდ და­ლაგ­და. პა­ტა­რა, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ და ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის წრე­ში აღ­ვნიშ­ნეთ. ზუს­ტად ისე­თი ქორ­წი­ლი მქონ­და, რო­გორ­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი: არც ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი მცმია და არც - გრძე­ლი კაბა. ვი­ყა­ვი ის, ვინც რე­ა­ლუ­რად ვარ: ერთი უბ­რა­ლო ქერა გოგო, ხვე­უ­ლი თმით (იღი­მის).

- სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში წას­ვლას ხომ არ გეგ­მავთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით აქ ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია, ჩე­მებ­თან. ამე­რი­კას კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­ტუმ­რე­ბი, უკვე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. მშვი­დად და ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობ ჩემი თე­მოს გვერ­დით.

- და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ერ­თმა­ნეთ­ში რა­ი­მე თვი­სე­ბე­ბი ხომ არ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?

- და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ მისი პი­როვ­ნე­ბა უფრო მე­ტად შე­ვიყ­ვა­რე. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ იმა­ზე მეტი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა ჰქო­ნია, ვიდ­რე მე­გო­ნა. ყო­ველ­დღე ვუ­ყუ­რებ და ვხვდე­ბი, ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩემ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ყო­ფი­ლა, მე კი შორს ვე­ძებ­დი.

.....

- რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სი ხარ?

- დი­ა­სახ­ლი­სო­ბა ჯერ ვერ მო­ვას­წა­რი. და­ო­ჯა­ხე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში შო­უ­ში ამოვ­ყა­ვი თავი. თან, სახ­ლში ბევ­რნი ვცხოვ­რობთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე არ რჩე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა თე­მოს, ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, "ყიყლი­ყო"...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად ჟურ­ნალ "გზის" 21 მარ­ტის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა"

"ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა"

მომღერალ ნინი წიკლაურს ცეკვის შესასწავლად არასდროს უვლია, მაგრამ გარისკა და შოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობას დათანხმდა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მომღერალი გათხოვდა. მისი რჩეული თემო ტუღუშია, რომელთანაც 12-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა. ინტერვიუს მომღერალთან ჟურნალი "გზა" 21 აპრილის ნომერში აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

- ვიდრე პროექტში შენს მონაწილეობაზე ვისაუბრებდეთ, იქნებ მოგვიყვე, როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?

- მე და თემო დიდხანს ვმეგობრობდით. ურთიერთობის მე-13 წელს კი აღმოვაჩინეთ, რომ იმაზე მეტად გვსიამოვნებს ერთმანეთის ყურება, ვიდრე მანამდე გვეგონა. ჩვენი გრძნობა მეგობრობაზე ძლიერი იყო.

....

- სიმართლე გითხრათ, ყველაფერი დაუგეგმავად, ზედმეტი კითხვებისა და პასუხების გარეშე მოხდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ჩვენი ურთიერთობა უსიტყვოდ დალაგდა. პატარა, მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ და ჩვენი ბედნიერება უახლოესი მეგობრების წრეში აღვნიშნეთ. ზუსტად ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა. ვიყავი ის, ვინც რეალურად ვარ: ერთი უბრალო ქერა გოგო, ხვეული თმით (იღიმის).

- საცხოვრებლად ამერიკაში წასვლას ხომ არ გეგმავთ?

- ჯერჯერობით აქ ყოფნა მირჩევნია, ჩემებთან. ამერიკას კი მოგვიანებით, აუცილებლად ვესტუმრები, უკვე მეუღლესთან ერთად. მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობ ჩემი თემოს გვერდით.

- დაოჯახების შემდეგ, ერთმანეთში რაიმე თვისებები ხომ არ აღმოაჩინეთ?

- დაოჯახების შემდეგ მისი პიროვნება უფრო მეტად შევიყვარე. აღმოვაჩინე, რომ იმაზე მეტი დადებითი თვისება ჰქონია, ვიდრე მეგონა. ყოველდღე ვუყურებ და ვხვდები, ბედნიერება ჩემთან ძალიან ახლოს ყოფილა, მე კი შორს ვეძებდი.

.....

- როგორი დიასახლისი ხარ?

- დიასახლისობა ჯერ ვერ მოვასწარი. დაოჯახებიდან რამდენიმე კვირაში შოუში ამოვყავი თავი. თან, სახლში ბევრნი ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი გასაკეთებელი საქმე არ რჩება... რაც შეეხება თემოს, ჩემი მომზადებული ყველაფერი მოსწონს, განსაკუთრებით კი, "ყიყლიყო"...

იხილეთ ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 21 მარტის ნომერში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება