პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბევრი თქვენგანისთვის არასასიამოვნო რამ გამიკეთებია, მაგრამ ღმერთი, რჯული, მე ქალზე მოძალადე არ ვარ - შალვა რამიშვილი
ბევრი თქვენგანისთვის არასასიამოვნო რამ გამიკეთებია, მაგრამ ღმერთი, რჯული, მე ქალზე მოძალადე არ ვარ - შალვა რამიშვილი

ირაკ­ლი რუ­ხა­ძე არის ბირ­ჟა­ზე მო­თა­მა­შე, თა­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს ბევ­რს და შე­იძ­ლე­ბა, მუ­რუ­სი­ძე და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი თა­ვის პა­კეტ­ში ჰყავს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს უთხრა, რომ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ბახ­ტა­ძემ ეთერ­ში მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის გა­და­ცე­მა­ში მიწ­ვე­ვა მოს­თხო­ვა.

რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს "ვა­ი­ბერ" მი­მო­წე­რაც წა­უ­კი­თხა, სა­დაც მუ­რუ­სი­ძი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გა­და­ცე­მა­ში მიწ­ვე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი. რა­მიშ­ვი­ლის თქმით, ამის შემ­დეგ სწო­რი იქ­ნე­ბო­და, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მო­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა "შეც­დო­მა და­უშ­ვა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დარ­ჩა".

მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მის გამო ბო­დი­ში მო­უ­ხა­და. რა­მიშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მის უარს უკავ­ში­რებს, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებ­ში.

"გი­ორ­გი ბახ­ტა­ძემ მი­თხრა, რომ აქვს მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ჩა­ი­წე­რა თა­თია სამ­ხა­რა­ძემ, სა­დაც "მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ვძა­ლა­დობ" და თუ მე მშვი­დად და წყნა­რად არ გა­ვეც­ლე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ას, ის ჩა­ნა­წე­რი ალ­ბათ სა­დღაც აიტ­ვირ­თე­ბა, თვი­თონ წავა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იქ­ნე­ბა დიდი სკან­და­ლი. მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი თქვენ­გა­ნის­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო რამ გა­მი­კე­თე­ბია. მათ შო­რის, ისე­თი რამ, რაც ჩემს მე­უღ­ლეს არ მოს­წონს. მე არ ვარ უცოდ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი და უამ­რა­ვი ცოდ­ვა ჩა­მი­დე­ნია, მაგ­რამ მე არ ვარ მო­ძა­ლა­დე. ღმერ­თი, რჯუ­ლი, მე ქალ­ზე მო­ძა­ლა­დე არ ვარ. ამი­ტომ ჩემს სი­მარ­თლე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, წა­ვე­დი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და პირ­ველ­მა მე შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა. ბახ­ტა­ძემ მე­ო­რე დღეს­ვე მო­ირ­ბი­ნა და იუ­რი­დი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით სუ­ლე­ლუ­რი წე­რი­ლი მოგ­ვცა, სა­დაც ყვე­ლა პრო­ექ­ტი და­ხუ­რა. ეს იყო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, რომ მე რუ­ხა­ძის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რესს გა­და­ვე­ღო­ბე. გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეა და­ად­გი­ნოს ვის­თან ურ­თი­ერ­თობ­და ბახ­ტა­ძე 2015 წლის 17-18 დე­კემ­ბერს", - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და რა­მიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი გაგი მო­სი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც "ვა­ი­ბერ" მი­მო­წე­რის სა­ფუძ­ველ­ზე გან­მარ­ტა, რომ შე­საძ­ლოა ამ­ბა­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვად შე­ფას­დეს, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით.

მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან შეს­წავ­ლის სა­გა­ნი ასე­ვე უნდა გახ­დეს ის, თუ რა გახ­და შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი­სა და კომ­პა­ნია "ზე­ნი­ტში" და­საქ­მე­ბულ პირ­თა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ვე­ლი.

"შე­საძ­ლოა, ად­გი­ლი ჰქონ­დეს იმე­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და დი­რექ­ცი­ის მხრი­დან მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის ფაქტს, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა სამ­სა­ხა­უ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის და პირ­თა სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტის კუ­თხით. ამ­ბა­ვი შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ბახ­ტა­ძემ გა­მო­ი­ყე­ნა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პი­რის და პირ­თა სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გაშ­ვე­ბის კუ­თხით. ეს ცალ­სა­ხად მი­იჩ­ნე­ვა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტად", - გან­მარ­ტა მო­სი­აშ­ვილ­მა.

რა­მიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნის მიზ­ნით, ორ­შა­ბათს 25 აპ­რილს მი­მარ­თავს.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი რუ­ხა­ძის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ირაკ­ლი რუ­ხა­ძე ტე­ლე­ვი­ზი­ის ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლია და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, წამ­ყვა­ნი მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­დის.

"მას სურს პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა. შე­სა­ბა­მი­სად, ის შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ გუნდს ლო­ბი­რებს. მას აქვს რო­გორც ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი, ისე სა­მო­მავ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გად­მო­ბი­რე­ბა მო­მად­ლი­ე­რე­ბა ასეთ გავ­ლე­ნი­ან ფუ­ლი­ან ადა­მი­ანს რა თქმა უნდა სჭირ­დე­ბა. 2012 წლის 2 ოქ­ტომ­ბრამ­დე რუ­ხა­ძე ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მო­ძღრა­ო­ბას­თან", ახლა არ ვიცი ვის თა­მაშს თა­მა­შობს, მაგ­რამ რუ­ხა­ძე არის ბირ­ჟა­ზე მო­თა­მა­შე, თა­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთავ­ზობს ბევ­რს და შე­იძ­ლე­ბა მუ­რუ­სი­ძე და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი თა­ვის პა­კეტ­ში ჰყავს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რო­დე­საც ვი­ღა­ცას­თან პო­ლი­ტი­კუ­რი წი­ნა­და­დე­ბით მი­დის ეუბ­ნე­ბა, რომ ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ჩემს ჯი­ბე­შია", - აღ­ნიშ­ნა რა­მიშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ: შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "იმე­დის" დი­რექ­ტორ­თან მის მი­მო­წე­რას ასა­ჯა­რო­ვებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბევრი თქვენგანისთვის არასასიამოვნო რამ გამიკეთებია, მაგრამ ღმერთი, რჯული, მე ქალზე მოძალადე არ ვარ - შალვა რამიშვილი

ბევრი თქვენგანისთვის არასასიამოვნო რამ გამიკეთებია, მაგრამ ღმერთი, რჯული, მე ქალზე მოძალადე არ ვარ - შალვა რამიშვილი

ირაკლი რუხაძე არის ბირჟაზე მოთამაშე, თავის მომსახურებას სთავაზობს ბევრს და შეიძლება, მურუსიძე და მოსამართლეები თავის პაკეტში ჰყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ გასული წლის დეკემბერში, ტელეკომპანია "იმედის" დირექტორმა გიორგი ბახტაძემ ეთერში მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაცემაში მიწვევა მოსთხოვა.

რამიშვილმა ჟურნალისტებს "ვაიბერ" მიმოწერაც წაუკითხა, სადაც მურუსიძისა და კონკრეტული მოსამართლეების გადაცემაში მიწვევაზეა საუბარი. რამიშვილის თქმით, ამის შემდეგ სწორი იქნებოდა, ტელევიზიიდან წამოსულიყო, თუმცა "შეცდომა დაუშვა და ტელევიზიაში დარჩა".

მან საზოგადოებას აღნიშნული გადაცემის გამო ბოდიში მოუხადა. რამიშვილი ტელეკომპანიიდან მის გათავისუფლებას მის უარს უკავშირებს, რომ გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკურ თამაშებში.

"გიორგი ბახტაძემ მითხრა, რომ აქვს მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი, რომელიც ჩაიწერა თათია სამხარაძემ, სადაც "მასზე სექსუალურად ვძალადობ" და თუ მე მშვიდად და წყნარად არ გავეცლები ტელევიზიას, ის ჩანაწერი ალბათ სადღაც აიტვირთება, თვითონ წავა პროკურატურაში, იქნება დიდი სკანდალი. მე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი თქვენგანისთვის არასასიამოვნო რამ გამიკეთებია. მათ შორის, ისეთი რამ, რაც ჩემს მეუღლეს არ მოსწონს. მე არ ვარ უცოდველი ადამიანი და უამრავი ცოდვა ჩამიდენია, მაგრამ მე არ ვარ მოძალადე. ღმერთი, რჯული, მე ქალზე მოძალადე არ ვარ. ამიტომ ჩემს სიმართლეში დარწმუნებული, წავედი პროკურატურაში და პირველმა მე შევიტანე განცხადება. ბახტაძემ მეორე დღესვე მოირბინა და იურიდიული თვალსაზრისით სულელური წერილი მოგვცა, სადაც ყველა პროექტი დახურა. ეს იყო ანგარიშსწორება, რომ მე რუხაძის პოლიტიკურ ინტერესს გადავეღობე. გამოძიების საქმეა დაადგინოს ვისთან ურთიერთობდა ბახტაძე 2015 წლის 17-18 დეკემბერს", - აღნიშნა შალვა რამიშვილმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა რამიშვილის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რომელმაც "ვაიბერ" მიმოწერის საფუძველზე განმარტა, რომ შესაძლოა ამბავი სამართლებრივად შეფასდეს, როგორც ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით.

მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან შესწავლის საგანი ასევე უნდა გახდეს ის, თუ რა გახდა შალვა რამიშვილისა და კომპანია "ზენიტში" დასაქმებულ პირთა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

"შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს იმედის ადმინისტრაციის და დირექციის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, ფარული ჩანაწერის გამოყენება სამსახაურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კონკრეტული პირის და პირთა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის კუთხით. ამბავი შეიძლება შეფასდეს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტაძემ გამოიყენა ფარული ჩანაწერი მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე პირის და პირთა სამსახურებიდან გაშვების კუთხით. ეს ცალსახად მიიჩნევა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტად", - განმარტა მოსიაშვილმა.

რამიშვილი პროკურატურას შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე რეაგირების მოხდენის მიზნით, ორშაბათს 25 აპრილს მიმართავს.

ჟურნალისტმა ირაკლი რუხაძის პოლიტიკურ ინტერესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლი რუხაძე ტელევიზიის ჩრდილოვანი მმართველია და ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, წამყვანი მასთან კონსულტაციას გადის.

"მას სურს პოლიტიკაში მოსვლა. შესაბამისად, ის შეიძლება გარკვეულ გუნდს ლობირებს. მას აქვს როგორც ბიზნეს ინტერესები, ისე სამომავლო პოლიტიკური ინტერესები და მოსამართლეების გადმობირება მომადლიერება ასეთ გავლენიან ფულიან ადამიანს რა თქმა უნდა სჭირდება. 2012 წლის 2 ოქტომბრამდე რუხაძე ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობდა "ნაციონალურ მოძღრაობასთან", ახლა არ ვიცი ვის თამაშს თამაშობს, მაგრამ რუხაძე არის ბირჟაზე მოთამაშე, თავის მომსახურებას სთავზობს ბევრს და შეიძლება მურუსიძე და მოსამართლეები თავის პაკეტში ჰყავს. არ გამოვრიცხავ, როდესაც ვიღაცასთან პოლიტიკური წინადადებით მიდის ეუბნება, რომ ეს მოსამართლეები ჩემს ჯიბეშია", - აღნიშნა რამიშვილმა.

ასევე იხილეთ: შალვა რამიშვილი "იმედის" დირექტორთან მის მიმოწერას ასაჯაროვებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია