მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კომპანია "სითი პარკის" ჯარიმებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის შესახებ წერს.
"2014 წელს ვიყავი ბათუმის შერატონში სამი დღით... შერატონის სადგომზე მეყენა ეგ დღეები მანქანა და თურმე პარკინგის ჯარიმას მიწერდნენ ყოველდღე... ჯამში სამი. შემდეგ ფოსტალიონს ჩემი ძიძისთვის ჩაუბარებია ერთი ქვითარი. (სადაც მიუთითებია, რომ დედაჩემმა ჩაიბარა) გუშინ დამირეკეს, რომ 192 ლარი მაქვს გადასახდელი, დღეს რომ დავრეკე იმათთან ოფისში, თურმე, დღეს კიდევ ორი დააწიეს სასჯელ რაღაც კანტორას, ვერ დავიმახსოვრე, და 600 ლარი მაქვს გადასახდელი, თორემ მანქანას დაგიყადაღებთო. ეს ხომ პატრულის ჯარიმა არ არის. პარკირების ჯარიმაა... ესე ბრმად უნდა ვენდო, არ გავაპროტესტო და გადავიხადო? მითუმეტეს მე არ ჩამიბარებია არანაირი ქვითარი...", - წერს სტეფანე.
სტეფანე მღებრიშვილის ერთადერთი ადამიანი არ არის, ვისაც მსგავსი პრობლემა შეექმნა. იგივე საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილიც წერდა.
"გთხოვთ დამინდოთ, არც ეგეთი შეძლებული ვარ!" - ნინი ბადურაშვილი დააჯარიმეს