სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულები რამდენიმე მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ
დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულები რამდენიმე მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დედა-შვი­ლის ნატო და გუ­რამ კვე­ზე­რე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. საქ­მე ეხე­ბა 2014 წლის 17 დე­კემ­ბერს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გუ­რამ კვე­ზე­რე­ლი მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს კო­ჯორ­ში, ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე და ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის დედა სა­კუ­თარ სახ­ლში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლეს.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე და ვა­სილ გო­შა­ძე. ყუ­ფა­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მისი ად­ვო­კა­ტის თქმით, ის და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ორ და­კა­ვე­ბულს, რო­მელ­თაც ბრა­ლად ედე­ბათ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა, მათ­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს ჯერ არ უმსჯე­ლია.

ორ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ვა­სილ გო­შა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­შია, ამ მკვლე­ლო­ბის გახ­სნამ­დე სას­ჯელს იხ­დი­და ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მას 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს და თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ მის­გან გა­ვიდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ნა­შა­უ­ლის კვალ­ზე.

გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე, ასე­ვე ვა­სილ გო­შა­ძე ფი­გუ­რი­რებ­დნენ 2003 წლის 15 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდა­რი ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში. ყუ­ფა­რა­ძე ასე­ვე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო ორი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ძმის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, მას 2008 წელს მი­უ­სა­ჯეს 25 წელი, თუმ­ცა დრო­ზე ადრე, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ მან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლე­ბის საქ­მე­ზე ითა­ნამ­შრომ­ლა და შემ­კვე­თე­ბი და­ა­სა­ხე­ლა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულები რამდენიმე მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ

დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულები რამდენიმე მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება 2014 წლის 17 დეკემბერს მომხდარ მკვლელობის საქმეს, კერძოდ, ბრალდებულებმა გურამ კვეზერელი მოტყუებით მიიყვანეს კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით კი, ახალგაზრდა მამაკაცის დედა საკუთარ სახლში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები არიან გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე. ყუფარაძე საქართველოში არ იმყოფება. მისი ადვოკატის თქმით, ის დანაშაულს არ აღიარებს. რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, რომელთაც ბრალად ედებათ დანაშაულის დაფარვა, მათთვის ბრალის წაყენებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

ორმაგ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ვასილ გოშაძე, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, ამ მკვლელობის გახსნამდე სასჯელს იხდიდა ნარკოდანაშაულისთვის, მას 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. არსებული ინფორმაციით, ის აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ვარაუდობენ, რომ სწორედ მისგან გავიდნენ სამართალდამცავები დანაშაულის კვალზე.

გიორგი ყუფარაძე, ასევე ვასილ გოშაძე ფიგურირებდნენ 2003 წლის 15 სექტემბერს მომხდარი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეში. ყუფარაძე ასევე გასამართლებული იყო ორი აზერბაიჯანელი ძმის განზრახ მკვლელობისთვის, მას 2008 წელს მიუსაჯეს 25 წელი, თუმცა დროზე ადრე, სავარაუდოდ, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მან სამართალდამცავებთან ზუბადალაშვილების საქმეზე ითანამშრომლა და შემკვეთები დაასახელა   განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ