საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერიკაობის" აქამდე უცნობი ისტორია - როგორ იპოზიორა მთვარეზე ნამყოფმა ასტრონავტმა თბილისის ცნობილ ქანდაკებასთან
"ბერიკაობის" აქამდე უცნობი ისტორია - როგორ იპოზიორა მთვარეზე ნამყოფმა ასტრონავტმა თბილისის ცნობილ ქანდაკებასთან

ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, კომ­პო­ზი­ცია "ბე­რი­კა­ო­ბა" გულ­გრილს არა­ვის ტო­ვებს. თო­ჯი­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის წინ გან­თავ­სე­ბუ­ლი ქან­და­კე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დღე­სას­წა­უ­ლის "ბე­რი­კა­ო­ბის" აღმნიშ­ვნე­ლია, მო­ქან­და­კე ავ­თან­დილ მო­ნა­სე­ლი­ძის ნა­მუ­შე­ვა­რია.

ბე­რი­კებ­თან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის დღემ­დე ტრა­დი­ცი­აა, სწო­რედ ტუ­რის­ტებს და ბავ­შვებს მოს­წონთ გან­სა­კუთ­რე­ბით, მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სკულპ­ტუ­რა. მო­ცეკ­ვა­ვე ბე­რი­კე­ბის ქან­და­კე­ბა კონ­კას­თან 1981 წელს და­იდ­გა. ბე­რი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რი ავ­თან­დილ მო­ნა­სე­ლი­ძე გვიყ­ვე­ბა. თით­ქმის არა­ვინ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას კოს­მო­ნავ­ტებ­მა მა­იკლ კო­ლინზმა და ალექ­სეი ლე­ო­ნოვ­მა, თბი­ლი­სის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ბე­რი­კებ­თა­ნაც გა­და­ი­ღეს ფოტო. მა­იკლ კო­ლინ­ზი ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტია, რო­მე­ლიც "აპო­ლო 11"-ის პი­ლო­ტი გახ­ლდათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "აპო­ლო 11" პირ­ვე­ლი პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სია იყო მთვა­რის­კენ. სწო­რედ ამ მი­სი­ის წევ­რი გახ­ლდათ ნილ არმსტრონ­გი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა დად­გა ფეხი მთვა­რე­ზე.

- ბა­ტო­ნო, ავ­თან­დილ რო­გორ შე­იქ­მნა "ბე­რი­კა­ო­ბა"?

- თავ­და­პირ­ვე­ლად სხვა­ნა­ი­რი კომ­პო­ზი­ცია მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, როცა ას­პი­რან­ტუ­რა­ში ვსწავ­ლობ­დი ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გრა­ფი­კუ­ლად გა­ვა­კე­თეთ. ამ ფი­გუ­რე­ბის გა­კე­თე­ბის აზრი ჯერ კი­დევ 1976 წელს გა­მიჩ­ნდა, 1981 წელს თა­ბა­შირ­ში შე­ვას­რუ­ლე, შემ­დეგ ხე­ლოს­ნებ­მა ლე­ნინ­გრად­ში, ბრინ­ჯა­ო­ში ჩა­მო­ას­ხეს და თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე გა­იხ­სნა ეს ქან­და­კე­ბა. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე მა­შინ ცე­კას მდი­ვა­ნი იყო, მა­შინ­დე­ლი თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ინ­ტე­ლი­გენ­ცია ჩა­მო­ვი­და. ისი­ნი და­ეს­წრნენ ბე­რი­კე­ბის ქან­და­კე­ბის გახ­სნას. მე ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ამი­ტომ მათ­თან მის­ვლაც კი მო­მე­რი­და. ახ­ლაც შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ ჩემს ქან­და­კე­ბას­თან რო­გორ თა­მა­შო­ბენ ბავ­შვე­ბი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ქან­და­კე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად პე­დეს­ტალ­ზე იდ­გმე­ბო­და. ეს იყო პირ­ვე­ლი ისე­თი ქან­და­კე­ბა, სა­დაც ბავ­შვებ­საც შე­ეძ­ლოთ მის­ვლა და თა­მა­ში, სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა. აქ როცა გა­ვივ­ლი­დი და ვხე­დავ­დი ბავ­შვე­ბი რო­გორ თა­მა­შობ­დნენ, ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. სამ თვე­ში ავა­წყვე ეს ფი­გუ­რე­ბი, ახლა უკვე მიკ­ვირს, რო­გორ შევ­ძე­ლი მარ­ტივ დრო­ში ამის გა­კე­თე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ფი­გუ­რის სი­მაღ­ლე 8 მეტ­რია. ერთი ფი­გუ­რა 3000 მა­ნე­თი დაჯ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

- რა იყო თქვე­ნი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ბე­რი­კებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას?

- კას­პში მაქვს სო­ფე­ლი. არ­და­დე­გებ­ზე ყო­ველ­თვის ჩავ­დი­ო­დი იქ და ბავ­შვებ­თან ვთა­მა­შობ­დი. სწო­რედ ის სცე­ნა გახ­და ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო, როცა ბე­რი­კე­ბის ქან­და­კე­ბა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ახ­ლაც მაქვს მზად რა­ღაც მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჩემი აზ­რით თბი­ლისს ნამ­დვი­ლად მო­უხ­დე­ბა, მაგ­რამ არ­სად არ მი­მი­ტა­ნია ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი, მე­რი­დე­ბა სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის სხვის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბა. როცა ვა­კე­თებ­დი, ვი­ცო­დი რომ ბრინ­ჯაო დიდ­ხანს ძლებს და ჩემი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბო­და ეს ქან­და­კე­ბა თბი­ლის­ში. არ ვიცი რო­გორ და რა­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხეს, მაგ­რამ ხალ­ხმა რა­ღაც ნა­წი­ლე­ბი მოჭ­რა და მო­ი­პა­რა ქან­და­კე­ბი­დან. ახლა ის სრუ­ლად არის რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი. რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს თავ­ზე დღე­და­ღა­მე თავ­ზე ვა­დე­ქი რეს­ტავ­რა­ტო­რებს. ახ­ლაც ხში­რად მივ­დი­ვარ და შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ ბე­რი­კებს.

- ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში კოს­მო­ნავტ ალექ­სი ლე­ო­ნო­ვის და ას­ტრო­ნავტ მა­იკლ კო­ლინ­ზის სტუმ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორ მოხ­ვდნენ ისი­ნი ბე­რი­კებ­თან?

- ეს მოხ­და 1983 წელს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კოს­მო­ნავტმა ლე­ო­ნოვ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა ორი ას­ტრო­ნავ­ტი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი კო­ლინ­ზი მთვა­რე­ზეც კი იყო ნამ­ყო­ფი. მათ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს თბი­ლი­სი, რეს­ტო­რან­ში მო­ილ­ხი­ნეს და შემ­დეგ ნას­ვა­მე­ბი ბე­რი­კებ­თან მი­ვიდ­ნენ სუ­რა­თე­ბის გა­და­სა­ღე­ბად. პირ­ვე­ლად ვამ­ბობ ამის შე­სა­ხებ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დიმიტრი
0

ფიგურის სიმაღლე 8 მეტრი არ იქნება, ჩაასწორეთ ტექსტი.

 

sponsored by ContentRoom

"ბერიკაობის" აქამდე უცნობი ისტორია - როგორ იპოზიორა მთვარეზე ნამყოფმა ასტრონავტმა თბილისის ცნობილ ქანდაკებასთან

"ბერიკაობის" აქამდე უცნობი ისტორია - როგორ იპოზიორა მთვარეზე ნამყოფმა ასტრონავტმა თბილისის ცნობილ ქანდაკებასთან

ბარათაშვილის ქუჩაზე, კომპოზიცია "ბერიკაობა" გულგრილს არავის ტოვებს. თოჯინების მუზეუმის წინ განთავსებული ქანდაკება, რომელიც ქართული ნაციონალური დღესასწაულის "ბერიკაობის" აღმნიშვნელია, მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძის ნამუშევარია.

ბერიკებთან ფოტოების გადაღება თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის დღემდე ტრადიციაა, სწორედ ტურისტებს და ბავშვებს მოსწონთ განსაკუთრებით, მხიარული ადამიანების სკულპტურა. მოცეკვავე ბერიკების ქანდაკება კონკასთან 1981 წელს დაიდგა. ბერიკებთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიას ქანდაკების ავტორი ავთანდილ მონასელიძე გვიყვება. თითქმის არავინ იცის, რომ საქართველოში სტუმრობისას კოსმონავტებმა მაიკლ კოლინზმა და ალექსეი ლეონოვმა, თბილისის დათვალიერებისას ბერიკებთანაც გადაიღეს ფოტო. მაიკლ კოლინზი ცნობილი ამერიკელი ასტრონავტია, რომელიც "აპოლო 11"-ის პილოტი გახლდათ. მოგეხსენებათ, "აპოლო 11" პირველი პილოტირებული მისია იყო მთვარისკენ. სწორედ ამ მისიის წევრი გახლდათ ნილ არმსტრონგი, რომელმაც პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე.

- ბატონო, ავთანდილ როგორ შეიქმნა "ბერიკაობა"?

- თავდაპირველად სხვანაირი კომპოზიცია მქონდა გაკეთებული, როცა ასპირანტურაში ვსწავლობდი ჩემი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გრაფიკულად გავაკეთეთ. ამ ფიგურების გაკეთების აზრი ჯერ კიდევ 1976 წელს გამიჩნდა, 1981 წელს თაბაშირში შევასრულე, შემდეგ ხელოსნებმა ლენინგრადში, ბრინჯაოში ჩამოასხეს და თბილისობის დღესასწაულზე გაიხსნა ეს ქანდაკება. ედუარდ შევარდნაძე მაშინ ცეკას მდივანი იყო, მაშინდელი თბილისობის დღესასწაულზე საბჭოთა კავშირის ინტელიგენცია ჩამოვიდა. ისინი დაესწრნენ ბერიკების ქანდაკების გახსნას. მე ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ, ამიტომ მათთან მისვლაც კი მომერიდა. ახლაც შორიდან ვუყურებ ჩემს ქანდაკებასთან როგორ თამაშობენ ბავშვები. საბჭოთა კავშირის დროს ქანდაკებები ძირითადად პედესტალზე იდგმებოდა. ეს იყო პირველი ისეთი ქანდაკება, სადაც ბავშვებსაც შეეძლოთ მისვლა და თამაში, სურათების გადაღება. აქ როცა გავივლიდი და ვხედავდი ბავშვები როგორ თამაშობდნენ, ძალიან მიხაროდა. სამ თვეში ავაწყვე ეს ფიგურები, ახლა უკვე მიკვირს, როგორ შევძელი მარტივ დროში ამის გაკეთება. თითოეული ფიგურის სიმაღლე 8 მეტრია. ერთი ფიგურა 3000 მანეთი დაჯდა.

იხილეთ ვიდეო

- რა იყო თქვენი შთაგონების წყარო ბერიკებზე მუშაობისას?

- კასპში მაქვს სოფელი. არდადეგებზე ყოველთვის ჩავდიოდი იქ და ბავშვებთან ვთამაშობდი. სწორედ ის სცენა გახდა ჩემი შთაგონების წყარო, როცა ბერიკების ქანდაკებაზე დავიწყე მუშაობა. ახლაც მაქვს მზად რაღაც მასალები, რომელიც ჩემი აზრით თბილისს ნამდვილად მოუხდება, მაგრამ არსად არ მიმიტანია ეს ნამუშევრები, მერიდება საკუთარი ნამუშევრების სხვისთვის შეთავაზება. როცა ვაკეთებდი, ვიცოდი რომ ბრინჯაო დიდხანს ძლებს და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე დარჩებოდა ეს ქანდაკება თბილისში. არ ვიცი როგორ და რანაირად მოახერხეს, მაგრამ ხალხმა რაღაც ნაწილები მოჭრა და მოიპარა ქანდაკებიდან. ახლა ის სრულად არის რესტავრირებული. რესტავრაციის დროს თავზე დღედაღამე თავზე ვადექი რესტავრატორებს. ახლაც ხშირად მივდივარ და შორიდან ვუყურებ ბერიკებს.

- ნაკლებად არის ცნობილი ისტორია, რომელიც საქართველოში კოსმონავტ ალექსი ლეონოვის და ასტრონავტ მაიკლ კოლინზის სტუმრობას უკავშირდება. როგორ მოხვდნენ ისინი ბერიკებთან?

- ეს მოხდა 1983 წელს. საქართველოში კოსმონავტმა ლეონოვმა ჩამოიყვანა ორი ასტრონავტი, რომელთაგან ერთ-ერთი კოლინზი მთვარეზეც კი იყო ნამყოფი. მათ დაათვალიერეს თბილისი, რესტორანში მოილხინეს და შემდეგ ნასვამები ბერიკებთან მივიდნენ სურათების გადასაღებად. პირველად ვამბობ ამის შესახებ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE