პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიყვარული, რომელმაც ერეკლე II-ის შთამომავალი სამშობლოში დააბრუნა - ქართველი პრინცი და მოდელი მეუღლე საქართველოში გრანდიოზულ ქორწილს გეგმავენ
სიყვარული, რომელმაც ერეკლე II-ის შთამომავალი სამშობლოში დააბრუნა - ქართველი პრინცი და მოდელი მეუღლე საქართველოში გრანდიოზულ ქორწილს გეგმავენ

ეს ის­ტო­რია ზღა­პარს გავს, ორი მთა­ვა­რი გმი­რით. ერთი პრინ­ცია, მე­ო­რე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი. სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­მელ­მაც ერეკ­ლე II-ის შთა­მო­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­აბ­რუ­ნა და ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ფურ­ცე­ლი, რო­მელ­საც პრიც­ნი ხუ­ა­ნი თა­ვის ახალ წიგნ­თან ერ­თად გა­დაშ­ლის. მალე გა­მო­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი პრინ­ცის წიგნს გა­მოს­ცემს, რო­მელ­შიც ხუ­ა­ნის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა აღ­ბეჭ­დი­ლი. წიგ­ნის გა­ყიდ­ვით შე­მო­სუ­ლი თან­ხა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვებს მოხ­მარ­დე­ბათ.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­მე­ცა "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩემი სტუმ­რო­ბის მი­ზე­ზია ჩემი წიგ­ნი, რო­მელ­საც გა­მოც­მე­ლო­ბა "პა­ლიტ­რა ლ" და­ბეჭ­დავს. ეს იქ­ნე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რის წიგ­ნი, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი შევა. მინ­და ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ქვე­ყა­ნა სა­ხალ­ხოდ წარ­მო­ვა­ჩი­ნო. წიგ­ნი გა­ი­ყი­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე, მის ფარ­გლებს გა­რეთ", - გვე­უბ­ნე­ბა იო­ა­ნე დე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი.

პრინ­ცის მე­უღ­ლე, მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე დე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში იმ მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში შედ­გე­ბა. სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჯვრის­წე­რას სვე­ტი­ცხო­ველ­ში გეგ­მა­ვენ. ქორ­წი­ლის მო­საწ­ვე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა სა­მე­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მალე გა­იგ­ზავ­ნე­ბა. სტუმ­რე­ბის სი­ა­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფოს ოჯა­ხიც მო­ი­აზ­რე­ბა. უპა­სუ­ხებს თუ არა უინ­ძორ­თა დი­ნას­ტია მოწ­ვე­ვას და­დე­ბი­თად, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი სა­მე­ფო წყვი­ლის შე­სა­ხებ

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბი

"ქორ­წი­ლის მო­საწ­ვე­ვი შე­იძ­ლე­ბა ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კა­რა­საც გა­ვუგ­ზავ­ნოთ. მათი ჩა­მოს­ვლა ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ არ ვიცი, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი თუ შეძ­ლებს ჩა­მოს­ვლას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქორ­წი­ლი ჩემი ოც­ნე­ბა იყო. ის სრულ­დე­ბა. ჩვენ მი­ვი­ღეთ ნე­ბარ­თვა სვე­ტი­ცხო­ველ­ში ჯვრის­წე­რი­სა. ვფქი­რობ, ჩვე­ნი ქორ­წი­ლი კარ­გი სა­შუ­ლე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვიწ­ვი­ოთ სხვა სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სტუმ­რე­ბი. გვინ­და მათ ვაჩ­ვე­ნოთ ქარ­თუ­ლი სტუმრთმოყ­ვა­რე­ო­ბა. ასე­ვე მინ­და, რომ ჩვე­ნი ქორ­წი­ლი ქარ­თველ­მა ხალ­ხმაც გა­ი­ზი­ა­როს, ისი­ნი ჩემი პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი არი­ან", - აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ყვე­ბა ნეფე.

"ყვე­ლა­ფე­რი თუ ისე წა­რი­მარ­თა, რო­გორც ჩვენ ვფიქ­რობთ, სტუმ­რე­ბი სა­ვა­რუ­დოდ ორი-სამი დღით ჩა­მოვ­ლენ. ქორ­წი­ლის დღის გარ­და ჩვენ ვგეგ­მავთ, რომ მათ ნა­ხონ სა­ქარ­თვე­ლო. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეზი­ა­რონ ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ღვი­ნოს. გა­ეც­ნონ უკე­თე­სად ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს" - ამ­ბობს ქრის­ტი­ნე დე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს სა­ქორ­წი­ნო კა­ბის დე­ტა­ლებს.

ეტი­კე­ტი და ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა

ქრის­ტი­ნე ამ­ბობს, რომ ახა­ლი სტა­ტუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­ზღუდ­ვას ან აკ­რძალ­ვებს არ გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, მე­უღ­ლის ნა­თე­სა­უ­რი სხვა კავ­ში­რე­ბი სა­მე­ფო კა­რის წარ­მო­მად­გე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს: "ხში­რად ვხვდე­ბით მო­ნა­კოს პრინცს­სა და მის მე­უღ­ლეს პრინ­ცე­სა შარ­ლენს. ულა­მა­ზე­სი პრინ­ცე­საა. მო­ნა­კო­ში წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე სა­მე­ფო წვე­უ­ლე­ბას აწყო­ბენ. იო­ა­ნემ ახალ­ა­ხან მი­ი­ღო მოწ­ვე­ვა სა­ზა­ფხუ­ლო ბალ­ზე, რო­მე­ლიც ივ­ნის­ში "ბალ დე ტეს " სა­ხე­ლით გა­ი­მარ­თე­ბა. სხვა პრინ­ცე­ბი და პრინ­ცე­სე­ბიც არი­ან მიწ­ვე­ულ­ნი"

ხუ­ან­მა და ქრის­ტი­ნამ ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­იც­ნეს. პრინ­ცი, რომ­ლის სხე­ულ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო საგ­ვა­რე­უ­ლოს სის­ხლი ჩქეფს, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ოც­ნე­ბობ­და. უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, რაც წყვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს: "სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. მე მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქარ­თვე­ლებს, იმის­თვის თუ რო­გორ თბი­ლად მი­მი­ღეს მეც და ჩემი მე­უღ­ლეც. ჩემ­მა ბა­ბუ­ამ ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო რე­ვო­ლუ­ცი­ის გამო და­ტო­ვა. მან გა­ი­ა­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა. მი­ა­ტო­ვა სახ­ლი, მა­მუ­ლი. ცხოვ­რობ­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. სა­ბო­ლო­ოდ ის დამ­კვიდ­რდა ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც ბე­ბი­ა­ჩემ­ზე ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო კა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე იქორ­წი­ნა. მა­მა­ჩე­მი ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და იმას, რომ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. შო­რი­დან ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ეხ­მა­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­ებ­ში. მე მას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი, სა­ქარ­თვე­ლო ასე რომ შე­მაყ­ვა­რა", - იხ­სე­ნებს პრინ­ცი.

პრინ­ცი­სა და პრინ­ცე­სას სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

"ჩემი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის გარ­და, სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ­დი. თუმ­ცა, იო­ა­ნე დამ­პირ­და, რომ ეს მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. მთხო­ვა ეს პე­რი­ო­დი მის­თვის მე­ჩუ­ქე­ბი­ნა. ჩვენ ასე შევ­თან­ხმდით, რომ პირ­ველ რიგ­ში მისი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ოც­ნე­ბა აგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა და წა­მო­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად".

ქორ­წი­ლის სამ­ზა­დისს დიდი დრო მი­აქვს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სწავ­ლის­თვის ორი­ვე იც­ლის - ქრის­ტი­ნე მა­გის­ტრა­ტუ­რის­თვის, ხუ­ა­ნი კი ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის­თვის. ქრი­ტი­ნე დე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი სწავ­ლას ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით აგ­რძე­ლებს.

პრინ­ცი იო­ა­ნე კი მალე ქარ­თუ­ლად ალა­პა­რა­კე­ბის პი­რო­ბას დებს: "ქარ­თუ­ლი ენის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შესწვა­ლა და­ვი­წყე. სი­ტყვე­ბის უმე­ტე­სო­ბა მეს­მის. ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მე მალე, აუ­ცი­ლებ­ლად ავ­ლა­პა­რაკ­დე­ბი ქარ­თუ­ლად".

ეკა მე­ლი­ქი­ძე

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

სიყვარული, რომელმაც ერეკლე II-ის შთამომავალი სამშობლოში დააბრუნა - ქართველი პრინცი და მოდელი მეუღლე საქართველოში გრანდიოზულ ქორწილს გეგმავენ

სიყვარული, რომელმაც ერეკლე II-ის შთამომავალი სამშობლოში დააბრუნა - ქართველი პრინცი და მოდელი მეუღლე საქართველოში გრანდიოზულ ქორწილს გეგმავენ

ეს ისტორია ზღაპარს გავს, ორი მთავარი გმირით. ერთი პრინცია, მეორე წარმატებული მოდელი. სიყვარულის ისტორია, რომელმაც ერეკლე II-ის შთამოვალი საქართველოში დააბრუნა და ცხოვრების ახალი ფურცელი, რომელსაც პრიცნი ხუანი თავის ახალ წიგნთან ერთად გადაშლის. მალე გამოცემლობა "პალიტრა L" ესპანეთში მცხოვრები ქართველი პრინცის წიგნს გამოსცემს, რომელშიც ხუანის თვალით დანახული საქართველო იქნება აღბეჭდილი. წიგნის გაყიდვით შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოხმარდებათ.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა "პალიტრა მედიაში" მოსვლის საშუალება. ჩემი სტუმრობის მიზეზია ჩემი წიგნი, რომელსაც გამოცმელობა "პალიტრა ლ" დაბეჭდავს. ეს იქნება ფოტოგრაფიული ჟანრის წიგნი, რომელშიც საქართველოს ულამაზესი ადგილები შევა. მინდა ჩვენი ისტორიული ქვეყანა სახალხოდ წარმოვაჩინო. წიგნი გაიყიდება როგორც საქართველოში ასევე, მის ფარგლებს გარეთ", - გვეუბნება იოანე დე ბაგრატიონ-მუხრანელი.

პრინცის მეუღლე, მოდელი ქრისტინე დე ბაგრატიონ-მუხრანელი წყვილის ცხოვრებაში იმ მთავარი მოვლენაზე საუბრობს, რომელიც მალე საქართველოში შედგება. სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ჯვრისწერას სვეტიცხოველში გეგმავენ. ქორწილის მოსაწვევები სხვადასხვა სამეფოს წარმომადგენლებთან მალე გაიგზავნება. სტუმრების სიაში დიდი ბრიტანეთის სამეფოს ოჯახიც მოიაზრება. უპასუხებს თუ არა უინძორთა დინასტია მოწვევას დადებითად, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ სიუჟეტი სამეფო წყვილის შესახებ

დაათვალიერეთ ბაგრატიონ-მუხრანელების საოჯახო ფოტოები

"ქორწილის მოსაწვევი შეიძლება ბრიტანეთის სამეფო კარასაც გავუგზავნოთ. მათი ჩამოსვლა ძალიან კარგი იქნება, თუმცა სერიოზული მომზადება სჭირდება. სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რომელიმე მათგანი თუ შეძლებს ჩამოსვლას. საქართველოში ქორწილი ჩემი ოცნება იყო. ის სრულდება. ჩვენ მივიღეთ ნებართვა სვეტიცხოველში ჯვრისწერისა. ვფქირობ, ჩვენი ქორწილი კარგი საშულებაა საქართველოში მოვიწვიოთ სხვა სამეფო ოჯახის წევრები და სტუმრები. გვინდა მათ ვაჩვენოთ ქართული სტუმრთმოყვარეობა. ასევე მინდა, რომ ჩვენი ქორწილი ქართველმა ხალხმაც გაიზიაროს, ისინი ჩემი პირველი სტუმრები არიან", - აღფრთოვანებით ყვება ნეფე.

"ყველაფერი თუ ისე წარიმართა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, სტუმრები სავარუდოდ ორი-სამი დღით ჩამოვლენ. ქორწილის დღის გარდა ჩვენ ვგეგმავთ, რომ მათ ნახონ საქართველო. მაქსიმალურად ეზიარონ ქართულ კულტურას, ღვინოს. გაეცნონ უკეთესად ქართულ სამზარეულოს" - ამბობს ქრისტინე დე ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს საქორწინო კაბის დეტალებს.

ეტიკეტი და ცხოვრების წესის შეცვლა

ქრისტინე ამბობს, რომ ახალი სტატუსი განსაკუთრებულ შეზღუდვას ან აკრძალვებს არ გულისხმობს. თუმცა, მეუღლის ნათესაური სხვა კავშირები სამეფო კარის წარმომადგელებთან ურთიერთობის აუცილებლობას მოითხოვს: "ხშირად ვხვდებით მონაკოს პრინცსსა და მის მეუღლეს პრინცესა შარლენს. ულამაზესი პრინცესაა. მონაკოში წელიწადში რამდენიმე სამეფო წვეულებას აწყობენ. იოანემ ახალახან მიიღო მოწვევა საზაფხულო ბალზე, რომელიც ივნისში "ბალ დე ტეს " სახელით გაიმართება. სხვა პრინცები და პრინცესებიც არიან მიწვეულნი"

ხუანმა და ქრისტინამ ერთმანეთი საერთო მეგობრების დახმარებით გაიცნეს. პრინცი, რომლის სხეულშიც საქართველოსა და ესპანეთის სამეფო საგვარეულოს სისხლი ჩქეფს, სამშობლოში დაბრუნებაზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. უკვე წელიწადნახევარია, რაც წყვილი თბილისში ცხოვრობს: "საქართველოში დაბრუნების შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველებს, იმისთვის თუ როგორ თბილად მიმიღეს მეც და ჩემი მეუღლეც. ჩემმა ბაბუამ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო რევოლუციის გამო დატოვა. მან გაიარა ძალიან რთული გზა. მიატოვა სახლი, მამული. ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყნებში. საბოლოოდ ის დამკვიდრდა ესპანეთში, სადაც ბებიაჩემზე ესპანეთის სამეფო კარის წარმომადგენელზე იქორწინა. მამაჩემი ყოველთვის ცდილობდა იმას, რომ დავბრუნებულიყავით საქართველოში, თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო. შორიდან ის ყველაფერს აკეთებდა ჩვენი ქვეყნისთვის. ეხმარებოდა საქართველოს საგარეო საქმეებში. მე მას დიდ მადლობას ვუხდი, საქართველო ასე რომ შემაყვარა", - იხსენებს პრინცი.

პრინცისა და პრინცესას სამომავლო გეგმები

"ჩემი სამოდელო კარიერის გარდა, სორბონის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი. თუმცა, იოანე დამპირდა, რომ ეს მომავალში აუცილებლად მოხდება. მთხოვა ეს პერიოდი მისთვის მეჩუქებინა. ჩვენ ასე შევთანხმდით, რომ პირველ რიგში მისი მთელი ცხოვრების ოცნება აგვესრულებინა და წამოვედით საქართველოში საცხოვრებლად".

ქორწილის სამზადისს დიდი დრო მიაქვს. მიუხედავად ამისა, სწავლისთვის ორივე იცლის - ქრისტინე მაგისტრატურისთვის, ხუანი კი ქართული დამწერლობისთვის. ქრიტინე დე ბაგრატიონ-მუხრანელი სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობით აგრძელებს.

პრინცი იოანე კი მალე ქართულად ალაპარაკების პირობას დებს: "ქართული ენის საფუძვლიანი შესწვალა დავიწყე. სიტყვების უმეტესობა მესმის. ქართული ენის შესწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მე მალე, აუცილებლად ავლაპარაკდები ქართულად".

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა