სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პესოკზე" და "სოკზე" გვეცინება, სამაგიეროდ "რისერჩებს" ვატარებთ
"პესოკზე" და "სოკზე" გვეცინება, სამაგიეროდ "რისერჩებს" ვატარებთ

"პა­ლიტ­რა მე­დი­ას" კონ­ტენტ-მარ­კე­ტინ­გის მთა­ვა­რი კონ­სულ­ტან­ტი სა­ლო­მე მე­ცხვა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად აწარ­მო­ებს ბლოგს, სა­დაც მარ­კე­ტინ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხველს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს, მო­რიგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, უცხო ტერ­მი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გთა­ვა­ზობთ სა­ლო­მეს ბლოგს:

"რამ­დე­ნი­მე ხნის წინ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვი, ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. სა­სი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რა იყო, მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, გან­ვი­ხი­ლეთ მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი. "რებ­რენ­დინგს" ვა­პი­რებთ. ცოტა ხნის წინ "რი­სერ­ჩი" გა­ვა­კე­თეთ, რო­მელ­მაც გვაჩ­ვე­ნა, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის დრო მო­ვი­და. ყვე­ლა­ფერს ვცვლით და­წყე­ბუ­ლი სა­ხე­ლი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი "ფე­ქე­ჯინ­გით". "ნეთ­ვორ­ქსაც" ვა­ფარ­თო­ვებთ. მინ­და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაქ­ტი­ურ­დეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით "სო­შალ" მე­დია მარ­კე­ტინ­გის და "კონ­ტენ­ტის" მი­მარ­თუ­ლე­ბით..." - მე­უბ­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი.

6-დან 5 წი­ნა­და­დე­ბა­ში უცხო სი­ტყვამ გა­იჟ­ღე­რა. "ნეთ­ვორ­ქმა" და "ფე­ქე­ჯინ­გმა" გან­სა­კუთ­რე­ბით გა­იჭ­რი­ა­ლა ყურ­ში. რითი არ ჯო­ბია ქსე­ლი და შე­ფუთ­ვა – გა­ვი­ფიქ­რე. თუ ამ ტერ­მი­ნე­ბის წარ­მოთ­ქმა რა­მეს ამ­ტკი­ცებს?! მა­გა­ლი­თად " მა­გარ ტი­პო­ბას?!" . თუ 90 -ია­ნებ­ში უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით მოჰ­ქონ­დათ თავი ქუ­ჩა­ში, ახლა უცხო­უ­რი ტერ­მი­ნე­ბით იწო­ნე­ბენ თავს-კა­ბი­ნეტ­ში. მე პი­რა­დად ამა­ში დიდ წინსვლას ვხე­დავ. უკვე კარ­გია, რომ ქუ­ჩი­დან ოფი­სებ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ, ქუ­ჩუ­რი ლექ­სი­კი­დან კი კოტ­ლე­რის, თრე­ი­სის და ალე­ნის სი­ტყვებს ვა­კო­პი­რებთ. მაგ­რამ მა­ინც რა­ტომ ეს "ქოფი ფე­ისთ" ?! ხომ შე­იძ­ლე­ბა გად­მოვ­თარ­გმნოთ და ისე ავით­ვი­სოთ.

შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­სულს ჩემი მე­ზო­ბე­ლი გა­მახ­სენ­და. ძვე­ლი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნია. ამას­წი­ნათ სა­დარ­ბა­ზო­ში შემ­ხვდა დატ­ვირ­თუ­ლი, მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­დი­ო­და. მი­ვე­დი და­სახ­მა­რებ­ლად, გა­მო­ვარ­თვი ჩან­თე­ბი და მე­უბ­ნე­ბა: "დიდი მად­ლო­ბა, ჩემს თავ­ზე ვბრაზ­დე­ბი, მარ­ტო "პე­სო­კის­თვის" ჩა­მო­ვე­დი და მერე მთე­ლი მა­ღა­ზია გა­მო­ვი­ტა­ნე. აჰა, შვი­ლო ეს პარ­კი გა­მო­მარ­თვი გთხოვ. "სო­კე­ბი" დევს და ძა­ლი­ან მძი­მეა. . . მად­ლო­ბა საყ­ვა­რე­ლო".

ამ სი­ტყვებ­ზე გვე­ცი­ნე­ბა, ჩვე­ნი თა­ო­ბის­თვის რუ­სუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია, სა­მა­გი­ე­როდ ჩვენ "რი­სერ­ჩებს" ვა­ტა­რებთ და "ქროს ფრო­მო­უ­შენს" ვგეგ­მავთ. მერე რა, რომ ეს ინ­გლი­სუ­რია და არა რუ­სუ­ლი. ქარ­თუ­ლი ხომ არ­ცერ­თი არაა. ამ ცუ­კერ­ბერ­გმა ხომ სულ "გა­მოგ­ვა­უ­ცხო­ე­ლა". ისე, რომ "შე­ა­რი", "სელ­ფი", და "ლა­ი­ქი", ყურ­შიც აღარ ჭრი­ა­ლებს.

მას შემ­დეგ სულ ვაკ­ვირ­დე­ბი სა­კუ­თარ თავს. არც თუ ისე კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს. მარ­თა­ლია "აი­დეა სქ­რი­ნინ­გის" მა­გივ­რად იდე­ე­ბის ფილტრა­ცი­ას ვა­კე­თებ, "სთრა­თე­ჯიქ ფლე­ნინ­გის" ნაც­ვლად სტრა­ტე­გი­ას ვგეგ­მავ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც "ვა­შე­ა­რებ" სა­ინ­ტე­რე­სო "პოს­ტებს", "პრა­ის­საც" ვაგ­ზავ­ნი და "კონ­ტენტ მარ­კე­ტინგზე" ვმუ­შა­ობ. მაგ­რამ თავს ვიმ­შვი­დებ, რომ მა­წუ­ხებს ეს უკვე კარ­გია. მარ­ტო რომ არ ვარ ამ წუ­ხილ­ში,#იყი­დე­ქარ­თულ­საც რომ აწუ­ხებს და მას­შტა­ბუ­რად მოგ­ვი­წო­დებს #ისა­უბ­რე­ქარ­თუ­ლად-ო - ეს კი­დევ უკე­თე­სი.

სა­ლო­მე მე­ცხვა­რიშ­ვი­ლის ბლო­გი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"პესოკზე" და "სოკზე" გვეცინება, სამაგიეროდ "რისერჩებს" ვატარებთ

"პესოკზე" და "სოკზე" გვეცინება, სამაგიეროდ "რისერჩებს" ვატარებთ

"პალიტრა მედიას" კონტენტ-მარკეტინგის მთავარი კონსულტანტი სალომე მეცხვარიშვილი, რომელიც რეგულარულად აწარმოებს ბლოგს, სადაც მარკეტინგით დაინტერესებულ მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, მორიგ პოსტს აქვეყნებს, უცხო ტერმინების გამოყენებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ სალომეს ბლოგს:

"რამდენიმე ხნის წინ შეხვედრაზე ვიყავი, ერთ-ერთი ქართული კომპანიის წარმომადგენელთან. სასიამოვნო შეხვედრა იყო, მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ მომავალი გეგმები. "რებრენდინგს" ვაპირებთ. ცოტა ხნის წინ "რისერჩი" გავაკეთეთ, რომელმაც გვაჩვენა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. ყველაფერს ვცვლით დაწყებული სახელიდან, დამთავრებული "ფექეჯინგით". "ნეთვორქსაც" ვაფართოვებთ. მინდა ყველა მიმართულებით გავაქტიურდეთ. განსაკუთრებით "სოშალ" მედია მარკეტინგის და "კონტენტის" მიმართულებით..." - მეუბნება კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

6-დან 5 წინადადებაში უცხო სიტყვამ გაიჟღერა. "ნეთვორქმა" და "ფექეჯინგმა" განსაკუთრებით გაიჭრიალა ყურში. რითი არ ჯობია ქსელი და შეფუთვა – გავიფიქრე. თუ ამ ტერმინების წარმოთქმა რამეს ამტკიცებს?! მაგალითად " მაგარ ტიპობას?!" . თუ 90 -იანებში უწმაწური სიტყვებით მოჰქონდათ თავი ქუჩაში, ახლა უცხოური ტერმინებით იწონებენ თავს-კაბინეტში. მე პირადად ამაში დიდ წინსვლას ვხედავ. უკვე კარგია, რომ ქუჩიდან ოფისებში გადავინაცვლეთ, ქუჩური ლექსიკიდან კი კოტლერის, თრეისის და ალენის სიტყვებს ვაკოპირებთ. მაგრამ მაინც რატომ ეს "ქოფი ფეისთ" ?! ხომ შეიძლება გადმოვთარგმნოთ და ისე ავითვისოთ.

შეხვედრიდან გამოსულს ჩემი მეზობელი გამახსენდა. ძველი თაობის ადამიანია. ამასწინათ სადარბაზოში შემხვდა დატვირთული, მაღაზიიდან გამოდიოდა. მივედი დასახმარებლად, გამოვართვი ჩანთები და მეუბნება: "დიდი მადლობა, ჩემს თავზე ვბრაზდები, მარტო "პესოკისთვის" ჩამოვედი და მერე მთელი მაღაზია გამოვიტანე. აჰა, შვილო ეს პარკი გამომართვი გთხოვ. "სოკები" დევს და ძალიან მძიმეა. . . მადლობა საყვარელო".

ამ სიტყვებზე გვეცინება, ჩვენი თაობისთვის რუსული ტერმინები მიუღებელია, სამაგიეროდ ჩვენ "რისერჩებს" ვატარებთ და "ქროს ფრომოუშენს" ვგეგმავთ. მერე რა, რომ ეს ინგლისურია და არა რუსული. ქართული ხომ არცერთი არაა. ამ ცუკერბერგმა ხომ სულ "გამოგვაუცხოელა". ისე, რომ "შეარი", "სელფი", და "ლაიქი", ყურშიც აღარ ჭრიალებს.

მას შემდეგ სულ ვაკვირდები საკუთარ თავს. არც თუ ისე კარგი მდგომარეობა მაქვს. მართალია "აიდეა სქრინინგის" მაგივრად იდეების ფილტრაციას ვაკეთებ, "სთრათეჯიქ ფლენინგის" ნაცვლად სტრატეგიას ვგეგმავ, თუმცა ჯერჯერობით მაინც "ვაშეარებ" საინტერესო "პოსტებს", "პრაისსაც" ვაგზავნი და "კონტენტ მარკეტინგზე" ვმუშაობ. მაგრამ თავს ვიმშვიდებ, რომ მაწუხებს ეს უკვე კარგია. მარტო რომ არ ვარ ამ წუხილში,#იყიდექართულსაც რომ აწუხებს და მასშტაბურად მოგვიწოდებს #ისაუბრექართულად-ო - ეს კიდევ უკეთესი.

სალომე მეცხვარიშვილის ბლოგი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მედდას COVID-19 დაუდასტურდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 178 ადამიანი გა­მო­ჯან­მრთელ­და

როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის