მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე აბსურდული და სასაცილო გადასახადები - რაში ახდევინებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ფულს მოქალაქეებს
ყველაზე აბსურდული და სასაცილო გადასახადები - რაში ახდევინებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ფულს მოქალაქეებს

"ცხოვ­რე­ბა­ში ორი რა­მაა გარ­და­უ­ვა­ლი: სიკ­ვდი­ლი და გა­და­სა­ხა­დე­ბი", - ამ­ბობ­და ბენ­ჯა­მენ ფრანკლი­ნი. ხან­და­ხან ისეც ხდე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სუ­ლე­ლურ გა­და­სა­ხა­დებს აკის­რებს. ასე, მა­გა­ლი­თად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ტე­ლე­ვი­ზო­რებ­ზე გა­და­სა­ხა­დი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ლი­ცენ­ზი­ის მი­ხედ­ვით ეკის­რე­ბათ, თუმ­ცა, უსი­ნათ­ლო­ე­ბი გა­და­სა­ხა­დის ნა­ხე­ვარს იხ­დი­ან. გთა­ვა­ზობთ ჩვე­ნი დრო­ის ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო და აბ­სურ­დუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს.

ბელ­გია: გრილ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი

2007 წელს ვა­ლო­ნი­ის ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გრილ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის გა­და­სა­ხა­დი და­ე­კის­რე­ბი­ნა. მი­ზე­ზი: გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა. მი­იჩ­ნე­ვა, რომ გრილ­ზე საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას, ატ­მოს­ფე­რო­ში 50-დან 100 გრა­მამ­დე სათ­ბუ­რის აირი ხვდე­ბა. ამი­ტო­მაც, ბელ­გი­ის ამ რე­გი­ო­ნის თი­თო­ე­ულ მა­ცხოვ­რე­ბელს, სა­ნამ ეზო­ში ბარ­ბე­ქი­უს დან­თე­ბას მო­ინ­დო­მებს, 20 ევ­როს გა­დახ­და უწევს. ვა­ლო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბა კონ­ტრო­ლის სა­კითხს, ამა­ში მათ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­მე­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ვერ­ტმფრე­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბა.

აშშ: რუ­ჯის გა­და­სა­ხა­დი

აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, ეზ­რუ­ნა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ბა­რაკ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მე­ბის ერთ-ერთი ელე­მენ­ტი გახ­ლდათ... გა­და­სა­ხა­დი რუ­ჯზე. დღეს­დღე­ო­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი ამე­რი­კე­ლი, ვი­საც სო­ლა­რი­უმ­ში გა­რუ­ჯვა მო­ე­სურ­ვე­ბა, და­მა­ტე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10%-ს იხ­დის.

ეს­ტო­ნე­თი: ძრო­ხის გა­ზე­ბის გა­და­სა­ხა­დი

ეს, უდა­ვოდ, ყვე­ლა­ზე აბ­სურ­დუ­ლი გა­და­სა­ხა­დია, რო­მელ­ზეც ოდეს­მე გსმე­ნი­ათ. 2008 წელს ეს­ტო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო ახა­ლი კა­ნო­ნი ძრო­ხე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­თვის. ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის აზ­რით, ეს ცხო­ვე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი გა­ზე­ბით ძალ­ზედ აბინ­ძუ­რე­ბენ ჰა­ერს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მსგავ­სი გა­და­სა­ხა­დი სხვა ცხო­ვე­ლე­ბის (რო­მელ­თაც ასე­ვე "დიდი წვლი­ლი" შე­აქვთ გა­ზე­ბის გაშ­ვე­ბა­ში) მე­პატ­რო­ნე­ებს არ და­კის­რე­ბი­ათ.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა: პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გა­და­სა­ხა­დი

მსგავ­სი გა­და­სა­ხა­დი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ მე­წარ­მე­ებს და­ა­კის­რა, რო­მელ­თაც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ხე­ლი ჰყავს - ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის ხელ­ფა­სის 1%-ის ოდე­ნო­ბით. ამ გა­და­სა­ხა­დის მი­ზა­ნი მუ­შე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ფე­რად­კა­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში.

სა­ბერ­ძნე­თი: აუ­ზის გა­და­სა­ხა­დი

სა­ბერ­ძნეთ­ში კერ­ძო სახ­ლის ეზო­ში აუ­ზის ქონა ფუ­ფუ­ნე­ბად ით­ვლე­ბა. ამი­ტომ, აუ­ზი­ა­ნი სახ­ლის თი­თო­ე­უ­ლი მფლო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, წე­ლი­წად­ში 800 ევრო გა­და­ი­ხა­დოს. ათე­ნის უამ­რა­ვი მცხოვ­რე­ბი, რო­მელ­საც არ სურს კა­ნონს და­ე­მორ­ჩი­ლოს, მინ­დვ­რის­ფე­რი ბრე­ზენ­ტის ქვეშ მა­ლავს აუზს.

ავ­სტრია: თა­ბა­ში­რის გა­და­სა­ხა­დი

ავ­სტრი­უ­ლი ალ­პე­ბი იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის. ყო­ველ­წლი­უ­რად, თხი­ლა­მუ­რე­ბის 150 ათა­სი მოყ­ვა­რუ­ლი ხვდე­ბა ავ­სტრი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი­თა და სხვა ტრავ­მე­ბით. ამ მი­ზე­ზის გამო, მთავ­რო­ბამ ტუ­რის­ტე­ბის­თვის ე.წ. თა­ბა­ში­რის გა­და­სა­ხა­დი შე­მო­ი­ღო, რო­მელ­საც სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და პან­სი­ო­ნა­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი კრე­ბენ.

ბა­ლე­ა­რის კუნ­ძუ­ლე­ბი: მზის გა­და­სა­ხა­დი

მზის გა­და­სა­ხა­დი ყვე­ლა იმ ტუ­რისტს ეკის­რე­ბა, ვინც მა­ი­ორ­კას, მე­ნორ­კა­სა და ბე­ლე­ა­რის სხვა კუნ­ძუ­ლე­ბის სტუმ­რო­ბას გა­და­წყვეტს - დღე­ში 1 ევრო. შეგ­რო­ვილ თან­ხას ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბა ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ხარ­ჯავს. ცნო­ბის­თვის, 2012 წელს ბა­ლე­ა­რის კუნ­ძუ­ლებს 10 მი­ლი­ონ ტუ­რისტზე მეტი ეწ­ვია, ასე რომ, ბი­უ­ჯე­ტი გვა­რი­ა­ნად ივ­სე­ბა.

ჩი­ნე­თი: საჭ­მე­ლის ჩხი­რე­ბის გა­და­სა­ხა­დი

ყო­ველ­წლი­უ­რად ჩი­ნეთ­ში საჭ­მე­ლის 45 მი­ლი­არ­დამ­დე ერთჯე­რად ჩხი­რებს იყე­ნე­ბენ, რო­მელ­თა წა­მო­ე­ბის­თვის 25 მი­ლი­ო­ნი ხე იჭ­რე­ბა. ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სპე­ცი­ა­ლუ­რი 5%-იანი გა­და­სა­ხა­დი შე­მო­ი­ღო თითო ჩხი­რის შე­ძე­ნი­სას, რათა მო­სახ­ლე­ო­ბა პლასტმა­სის მრა­ვალ­ჯე­რად ჩხი­რებ­ზე გა­და­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ ჩი­ნე­ლე­ბის­თვის ტრა­დი­ცია ეკო­ნო­მი­კურ თვალ­საზ­რის­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

ვე­ნე­ცია: ჩრდი­ლის გა­და­სა­ხა­დი

1993 წელს ვე­ნე­ცი­ის მთავ­რო­ბამ რეს­ტორ­ნე­ბი­სა და ფარ­დუ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს, რო­მელ­თა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ჩრდი­ლავს ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ას, გა­და­სა­ხა­დი და­ა­კის­რა. "ჩრდი­ლის გა­და­სა­ხა­დის" შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ უამ­რავ­მა მფლო­ბელ­მა ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან ტენ­ტე­ბი­სა და მარ­კი­ზე­ბის დე­მონ­ტა­ჟი გა­და­წყვი­ტა.

უნ­გრე­თი: არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი

"ჩიფ­სე­ბის გა­და­სა­ხა­დი" უნ­გრეთ­ში ძა­ლა­ში 2011 წლის 1 სექ­ტემ­ბერს შე­ვი­და. ეს გა­და­სა­ხა­დი სხვა­დას­ხვა პრო­დუქტს ეკის­რე­ბა: ჩიფ­სებს, ორ­ცხო­ბი­ლას, შე­ფუ­თულ ნამ­ცხვრებ­სა და ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებს. ამ ნა­ბი­ჯით უნ­გრე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ყველაზე აბსურდული და სასაცილო გადასახადები - რაში ახდევინებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ფულს მოქალაქეებს

ყველაზე აბსურდული და სასაცილო გადასახადები - რაში ახდევინებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ფულს მოქალაქეებს

"ცხოვრებაში ორი რამაა გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები", - ამბობდა ბენჯამენ ფრანკლინი. ხანდახან ისეც ხდება, რომ ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეებს სულელურ გადასახადებს აკისრებს. ასე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ტელევიზორებზე გადასახადი სატელევიზიო ლიცენზიის მიხედვით ეკისრებათ, თუმცა, უსინათლოები გადასახადის ნახევარს იხდიან. გთავაზობთ ჩვენი დროის ყველაზე სასაცილო და აბსურდული გადასახადების ჩამონათვალს.

ბელგია: გრილზე მომზადებული საკვების გადასახადი

2007 წელს ვალონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობისთვის გრილზე მომზადებული კერძების გადასახადი დაეკისრებინა. მიზეზი: გლობალური დათბობა. მიიჩნევა, რომ გრილზე საკვების მომზადებისას, ატმოსფეროში 50-დან 100 გრამამდე სათბურის აირი ხვდება. ამიტომაც, ბელგიის ამ რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელს, სანამ ეზოში ბარბექიუს დანთებას მოინდომებს, 20 ევროს გადახდა უწევს. ვალონიის ხელისუფლება სერიოზულად უდგება კონტროლის საკითხს, ამაში მათ სატელევიზიო კამერებით აღჭურვილი სპეციალური ვერტმფრენები ეხმარება.

აშშ: რუჯის გადასახადი

აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეზრუნა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ჯანდაცვის რეფორმების ერთ-ერთი ელემენტი გახლდათ... გადასახადი რუჯზე. დღესდღეობით, ნებისმიერი ამერიკელი, ვისაც სოლარიუმში გარუჯვა მოესურვება, დამატებით მომსახურების ღირებულების 10%-ს იხდის.

ესტონეთი: ძროხის გაზების გადასახადი

ეს, უდავოდ, ყველაზე აბსურდული გადასახადია, რომელზეც ოდესმე გსმენიათ. 2008 წელს ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო ახალი კანონი ძროხების მეპატრონეებისთვის. ჩინოვნიკების აზრით, ეს ცხოველები თავიანთი გაზებით ძალზედ აბინძურებენ ჰაერს. საინტერესოა, რომ მსგავსი გადასახადი სხვა ცხოველების (რომელთაც ასევე "დიდი წვლილი" შეაქვთ გაზების გაშვებაში) მეპატრონეებს არ დაკისრებიათ.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა: პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გადასახადი

მსგავსი გადასახადი ქვეყნის ხელისუფლებამ იმ მეწარმეებს დააკისრა, რომელთაც დაქირავებული მუშახელი ჰყავს - ყველა თანამშრომლის ხელფასის 1%-ის ოდენობით. ამ გადასახადის მიზანი მუშების უნარ-ჩვევების განვითარება უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით ფერადკანიან მოსახლეობაში.

საბერძნეთი: აუზის გადასახადი

საბერძნეთში კერძო სახლის ეზოში აუზის ქონა ფუფუნებად ითვლება. ამიტომ, აუზიანი სახლის თითოეული მფლობელი ვალდებულია, წელიწადში 800 ევრო გადაიხადოს. ათენის უამრავი მცხოვრები, რომელსაც არ სურს კანონს დაემორჩილოს, მინდვრისფერი ბრეზენტის ქვეშ მალავს აუზს.

ავსტრია: თაბაშირის გადასახადი

ავსტრიული ალპები იდეალური ადგილია სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის. ყოველწლიურად, თხილამურების 150 ათასი მოყვარული ხვდება ავსტრიულ საავადმყოფოებში მოტეხილობებითა და სხვა ტრავმებით. ამ მიზეზის გამო, მთავრობამ ტურისტებისთვის ე.წ. თაბაშირის გადასახადი შემოიღო, რომელსაც სასტუმროებისა და პანსიონატების მფლობელები კრებენ.

ბალეარის კუნძულები: მზის გადასახადი

მზის გადასახადი ყველა იმ ტურისტს ეკისრება, ვინც მაიორკას, მენორკასა და ბელეარის სხვა კუნძულების სტუმრობას გადაწყვეტს - დღეში 1 ევრო. შეგროვილ თანხას ადგილობრივი მთავრობა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ხარჯავს. ცნობისთვის, 2012 წელს ბალეარის კუნძულებს 10 მილიონ ტურისტზე მეტი ეწვია, ასე რომ, ბიუჯეტი გვარიანად ივსება.

ჩინეთი: საჭმელის ჩხირების გადასახადი

ყოველწლიურად ჩინეთში საჭმელის 45 მილიარდამდე ერთჯერად ჩხირებს იყენებენ, რომელთა წამოებისთვის 25 მილიონი ხე იჭრება. ამიტომ, ხელისუფლებამ სპეციალური 5%-იანი გადასახადი შემოიღო თითო ჩხირის შეძენისას, რათა მოსახლეობა პლასტმასის მრავალჯერად ჩხირებზე გადასულიყო. მაგრამ ჩინელებისთვის ტრადიცია ეკონომიკურ თვალსაზრისზე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ვენეცია: ჩრდილის გადასახადი

1993 წელს ვენეციის მთავრობამ რესტორნებისა და ფარდულების მეპატრონეებს, რომელთა უძრავი ქონება ჩრდილავს ქალაქის კუთვნილ ტერიტორიას, გადასახადი დააკისრა. "ჩრდილის გადასახადის" შემოღების შემდეგ უამრავმა მფლობელმა ნაგებობებიდან ტენტებისა და მარკიზების დემონტაჟი გადაწყვიტა.

უნგრეთი: არაჯანსაღი საკვების გადასახადი

"ჩიფსების გადასახადი" უნგრეთში ძალაში 2011 წლის 1 სექტემბერს შევიდა. ეს გადასახადი სხვადასხვა პროდუქტს ეკისრება: ჩიფსებს, ორცხობილას, შეფუთულ ნამცხვრებსა და ენერგეტიკულ სასმელებს. ამ ნაბიჯით უნგრეთის ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ ორბანის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს