ეროს რამაზოტი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე- "ცოლსა და შვილებს ფეხბურთის ყურებას ვაიძულებ"

ეროს რამაზოტი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე- "ცოლსა და შვილებს ფეხბურთის ყურებას ვაიძულებ"

52 წლის მუსიკოსი ეროს რამაზოტი, რომელიც მალე ქართველი თაყვანისმცემლების გულებსაც გაახარებს, არამარტო შემდგარი მუსიკოსი, არამედ შემდგარი მეოჯახეცაა. ჰყავს ულამაზესი, 27 წლის მოდელი ცოლი და შესანიშნავი შვილები. მომღერალმა, მარიკა პელეგრინელზე 2014 წელს იქორწინა.

მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს კი ასე იხსენებს:

შემოქმედებაზე

"მთავარი შთამაგონებელი ძალა - სიყვარულია. ის ამოძრავებს ხელოვნებას და არამარტო მუსიკალურ, ნებისმიერ დარგს. სიყვარული ცხოვრების ფუძეა!

სიყვარული, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით - ქალის მიმართ, ბუნებისა და შვილების მიმართ სიყვარული. ეს არის გრძნობა, რომელსაც გარშემო ნებისმიერი რამის მოქმედებაში

მოყვანა შეუძლია.

შევძლებ თუ არა მუსიკის წერას, როცა არავისზე ვარ შეყვარებული? შევძლებ. რადგან მაშინაც კი მთელი გულით ვგრძნობ სიყვარულს: მიყვარს შვილები, ჩემი საქმიანობა, მიყვარს სამყარო, რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებს. ჩემს შემოქმედებაში ამ გრძნობებსაც დიდი ადგილი უჭირავს და მუშაობაში მეხმარებიან".

"არ დავმალავ და ახლა ჩემს ცხოვრებაში, საუკეთესო პერიოდი დადგა, რაც ჩემს მუსიკაზე აუცილებლად აისახება".

შვილებზე

"სიმღერას ოჯახს ხშირად ვუძღვნი, უფრო ბავშვებს''.

ეროსს ორი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს. ავრორა - პირველი ქორწინებიდან, მეორე ქორწინებიდან კი რაფაელა და ვაჟი - გაბრიო ტულიო.

''ჩემს კომპოზიციებში გადმოვცემ გრძნობებს, რასაც მამაკაცი განიცდის, როცა მამა ხდება. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია