სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აწყურის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
 აწყურის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

აწყუ­რის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი დად­გე­ნი­ლია, - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მათი გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აწყუ­რის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში შვილ­სა და რძალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. "რძა­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნაა. მას ჩემ­თან ვა­წყე­ბი­ნებ­დი მუ­შა­ო­ბას, ვას­წავ­ლი­დი. რამ­დე­ნი­მე დღე იარა, გუ­შინ კი ქმარ­მა მო­ა­კი­თხა და მთხო­ვა, ცოტა ხნით გა­მე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. გა­ვა­ტა­ნე მა­ღა­ზი­ის ტე­ლე­ფო­ნი და ვუ­თხა­რი, რომ თუ დამ­ჭირ­დე­ბო­და, და­ვუ­რე­კავ­დი. დღეს დი­ლით შე­მო­ვი­და და ქმრის­თვის სი­გა­რე­ტი იყი­და. ვუ­თხა­რი, თუ ჩემ­თან მუ­შა­ო­ბას აპი­რებ, ვერ იქ­ნე­ბა ისე, რომ ყო­ველ თხოვ­ნა­ზე წახ­ვი­დე-თქო და ვთხო­ვე, თუ არ აპი­რებ მუ­შა­ო­ბას, ტე­ლე­ფო­ნი და­მიბ­რუ­ნე-თქო. მან მი­თხრა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­ლო და და­ა­მა­ტა, ჩემს ქმარს პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვსო", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ველ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნა აღარ გა­მოჩ­ნდა, გა­რეთ გა­ი­ხე­და და და­ი­ნა­ხა, რომ სახ­ლთან ლენ­ტი იყო გავ­ლე­ბუ­ლი და ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი წა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მათ­თვის უც­ნო­ბია, და­ა­კა­ვეს თუ არა ვინ­მე.

თბი­ლის­ში, აწყუ­რის ქუ­ჩა­ზე მკვლე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

აწყურის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

 აწყურის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

აწყურის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი განმარტებით, ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

აწყურის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ნაქირავებ ბინაში შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობდა. "რძალი არასრულწლოვანი გოგონაა. მას ჩემთან ვაწყებინებდი მუშაობას, ვასწავლიდი. რამდენიმე დღე იარა, გუშინ კი ქმარმა მოაკითხა და მთხოვა, ცოტა ხნით გამეთავისუფლებინა. გავატანე მაღაზიის ტელეფონი და ვუთხარი, რომ თუ დამჭირდებოდა, დავურეკავდი. დღეს დილით შემოვიდა და ქმრისთვის სიგარეტი იყიდა. ვუთხარი, თუ ჩემთან მუშაობას აპირებ, ვერ იქნება ისე, რომ ყოველ თხოვნაზე წახვიდე-თქო და ვთხოვე, თუ არ აპირებ მუშაობას, ტელეფონი დამიბრუნე-თქო. მან მითხრა, აუცილებლად მოვალო და დაამატა, ჩემს ქმარს პრობლემები აქვსო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველმა.

მისივე თქმით, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში გოგონა აღარ გამოჩნდა, გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ სახლთან ლენტი იყო გავლებული და ადგილზე პოლიციელები მუშაობდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს, თუმცა მათთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე.

თბილისში, აწყურის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ