საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაინტერესებს ვინ იყო მკვლელების ინფორმატორი"?! - ვინ არიან დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულები
"გვაინტერესებს ვინ იყო მკვლელების ინფორმატორი"?! - ვინ არიან დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულები

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დედა-შვი­ლის ნატო და გუ­რამ კვე­ზე­რე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე - ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბო­და. საქ­მე ეხე­ბა 2014 წლის 17 დე­კემ­ბერს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გუ­რამ კვე­ზე­რე­ლი მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს კო­ჯორ­ში, ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე და ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის დედა სა­კუ­თარ სახ­ლში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლეს.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე და ვა­სილ გო­შა­ძე. ყუ­ფა­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მისი ად­ვო­კა­ტის თქმით, ის და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ორ და­კა­ვე­ბულს, რო­მელ­თაც ბრა­ლად ედე­ბათ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა, მათ­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს ჯერ არ უმსჯე­ლია.

ორ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ვა­სილ გო­შა­ძე, რო­მე­ლიც პა­ტი­მა­რია, ამ მკვლე­ლო­ბის გახ­სნამ­დე უკვე იხ­დი­და სას­ჯელს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მას 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს და თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ მის­გან გა­ვიდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ნა­შა­უ­ლის კვალ­ზე  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"გვაინტერესებს ვინ იყო მკვლელების ინფორმატორი"?! - ვინ არიან დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულები

"გვაინტერესებს ვინ იყო მკვლელების ინფორმატორი"?! - ვინ არიან დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულები

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის შუამდგომლობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე - ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ეხებოდა. საქმე ეხება 2014 წლის 17 დეკემბერს მომხდარ მკვლელობის საქმეს, კერძოდ, ბრალდებულებმა გურამ კვეზერელი მოტყუებით მიიყვანეს კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით კი, ახალგაზრდა მამაკაცის დედა საკუთარ სახლში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები არიან გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე. ყუფარაძე საქართველოში არ იმყოფება. მისი ადვოკატის თქმით, ის დანაშაულს არ აღიარებს. რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, რომელთაც ბრალად ედებათ დანაშაულის დაფარვა, მათთვის ბრალის წაყენებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

ორმაგ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ვასილ გოშაძე, რომელიც პატიმარია, ამ მკვლელობის გახსნამდე უკვე იხდიდა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის, მას 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. არსებული ინფორმაციით, ის აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ვარაუდობენ, რომ სწორედ მისგან გავიდნენ სამართალდამცავები დანაშაულის კვალზე  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ