მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაგებში წყლით სავსე ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - "ძალიან ნასვამი ყოფილა..."
ბაგებში წყლით სავსე ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - "ძალიან ნასვამი ყოფილა..."

ბა­გებ­ში, ორ­მო­ში მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცის ცხე­დარს დღეს დი­ლით მი­აკ­ვლი­ეს. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "გირ­ჩის" წევ­რი მა­მუ­კა კუ­და­ვა ამ ფაქ­ტზე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზეც წერს და ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს: "ვა­კე­ში, პა­ტა­რა გუ­ბე­ში, ამ ღა­მეს ჩემი ბავ­შვო­ბის ნაც­ნო­ბი და­იხ­რჩო. ძა­ლი­ან ნას­ვა­მი კი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ წყლის პა­ტა­რა მილი და ორმო რომ რა­მით და­ე­ფა­რა წყლის კომ­პა­ნი­ას, ეს არ მოხ­დე­ბო­და". კუ­და­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­და, რის გა­მოც ორმო იყო ამო­თხრი­ლი და ტე­რი­ტო­რია არ იყო მო­ნიშ­ნუ­ლი.

თუმ­ცა, რო­გორც "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­ში" აცხა­დე­ბენ, ბა­გებ­ში აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წყლის კომ­პა­ნია სა­მუ­შა­ო­ებს არ აწარ­მო­ებ­და. კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ტე­რი­ტო­რია, სა­დაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, კერ­ძო და­სახ­ლე­ბაა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ მო­წყო­ბი­ლი იყო კერ­ძო წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის ქსე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერს" ამ ტე­რი­ტო­რი­ას­თან შე­ხე­ბა არ ჰქონ­და. მა­თი­ვე თქმით, როცა GWP ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა და სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ხდე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის შე­მო­სა­ზღვრა ბა­ნე­რე­ბი­თა და საგ­ზაო გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ბაგებში წყლით სავსე ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - "ძალიან ნასვამი ყოფილა..."

ბაგებში წყლით სავსე ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - "ძალიან ნასვამი ყოფილა..."

ბაგებში, ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცის ცხედარს დღეს დილით მიაკვლიეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი მამუკა კუდავა ამ ფაქტზე ფეისბუქის პირად გვერდზეც წერს და ფოტოსაც აქვეყნებს: "ვაკეში, პატარა გუბეში, ამ ღამეს ჩემი ბავშვობის ნაცნობი დაიხრჩო. ძალიან ნასვამი კი ყოფილა, მაგრამ წყლის პატარა მილი და ორმო რომ რამით დაეფარა წყლის კომპანიას, ეს არ მოხდებოდა". კუდავას ინფორმაციით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს აწარმოებდა, რის გამოც ორმო იყო ამოთხრილი და ტერიტორია არ იყო მონიშნული.

თუმცა, როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, ბაგებში აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის კომპანია სამუშაოებს არ აწარმოებდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კერძო დასახლებაა, სადაც მოსახლეობის მიერ მოწყობილი იყო კერძო წყალგაყვანილობის ქსელი. შესაბამისად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ამ ტერიტორიასთან შეხება არ ჰქონდა. მათივე თქმით, როცა GWP ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებს, უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდება და სტანდარტების სრული დაცვით ხდება ტერიტორიის შემოსაზღვრა ბანერებითა და საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნებით.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ