კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულად საუბარი მოდურია!
ქართულად საუბარი მოდურია!

ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში არც თუ ისე იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით ტერ­მი­ნებს, რო­მე­ლიც უცხო­უ­რი ენე­ბი­დან არის შე­მოჭ­რი­ლი და საკ­მა­ოდ მყა­რად არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, და­წყე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ის წარ­წე­რე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­სა­უბ­რო ლექ­სი­კით. გან­სა­კუთ­რე­ბით, უცხო­უ­რი ტერ­მი­ნე­ბი გვხვდე­ბა საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­უბ­რი­სას.

იხი­ლეთ ქუ­ჩის გა­მო­კი­თხვა ამ თე­მა­ზე

დღეს ჩვე­ნი სა­სა­უბ­რო თემა ქარ­თვე­ლე­ბის ლექ­სი­კა­ში უკვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სამი უცხო­უ­რი ტერ­მი­ნი იქ­ნე­ბა - პრა­ი­სი, დის­ქა­უნ­თი, რე­სერ­ჩი (Price, Discount, Research). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თულ ენა­ში ამ სამი სი­ტყვის შე­სა­ტყვი­სი მარ­ტი­ვად მო­ი­ძებ­ნე­ბა (ფასი, ფას­დაკ­ლე­ბა, კვლე­ვა), მა­ინც ინ­გლი­სურ ვა­რი­ანტს ვა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას. რა­ტომ ხდე­ბა ასე, ამა­ზე პა­სუ­ხი კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი შე­საძ­ლოა არც არ­სე­ბობ­დეს. ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, ბიზ­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბის სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ინ­გლი­სურ ენა­ზეა, თუ არ ჩავ­თვლით ბოლო დროს გა­მო­ცე­მულ ქარ­თულ ენა­ზე ნა­თარ­გმნ ბიზ­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რას. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­დან ამ ტერ­მი­ნებ­მა ყო­ველ­დღი­ურ სა­უ­ბარ­შიც აქ­ტი­უ­რად გად­მო­ი­ნაც­ვლა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მო­დუ­რიც კი გახ­და. თუ უცხო ტერ­მი­ნე­ბით სა­უბ­რობ ბიზ­ნეს შეხ­ვედ­რა­ზე ე.ი "გა­მორ­ჩე­უ­ლი ხარ". არა­და, რომ დავ­ფიქ­რდეთ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მო­დუ­რი იყოს, ჩვენ­თვის არამ­შობ­ლი­ურ ენა­ზე გარ­კვე­უ­ლი სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმა?!

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ­დე­ნად კარ­გად ეს­მის მო­სახ­ლე­ო­ბას უცხო­უ­რი ტერ­მი­ნე­ბი (Price, Discount, Research) გა­მო­კი­თხვა ჩა­ვა­ტა­რეთ, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ გა­მო­კი­თხულ­თა ნა­წილ­მა სუ­ლაც არ იცის ამ სი­ტყვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. კი­თხვა­ზე, რა­ტომ სა­უბ­რობთ ინ­გლი­სუ­რი ტერ­მი­ნე­ბით, გა­მო­კი­თხულ­თა ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ეს ტენ­დენ­ცი­აა ან უბ­რა­ლოდ მო­დუ­რია: "არ ვიცი ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ახლა ინ­გლი­სუ­რად სა­უ­ბა­რი მო­დუ­რია" , "მე სულ ინ­გლი­სუ­რად ვსა­უბ­რობ იმი­ტომ, რომ მინ­და შე­ვეჩ­ვიო სა­უ­ბარს" . პა­სუ­ხი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უცხო­უ­რი სი­ტყვე­ბის ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სი არ­სე­ბობს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მათი გა­მო­ყე­ნე­ბით ვი­სა­უბ­რებთ.

ახა­ლი კამ­პა­ნია #ისა­უბ­რე­ქარ­თუ­ლად პრო­ექტ "იყი­დე ქარ­თუ­ლის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ჩვე­ნი გა­მო­კი­თხვა უბ­რა­ლოდ ფაქ­ტია, არ­ჩე­ვა­ნი კი თქვენ­ზეა. ვის­წავ­ლოთ, გა­ვი­გოთ სი­ტყვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის, სა­დაც ამას სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს, მო­დუ­რად კი დღეს ქარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი ვაქ­ცი­ოთ, უბ­რა­ლოდ ვი­სა­უბ­როთ ქარ­თუ­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ქართულად საუბარი მოდურია!

ქართულად საუბარი მოდურია!

ჩვენს ყოველდღიურობაში არც თუ ისე იშვიათად ვხვდებით ტერმინებს, რომელიც უცხოური ენებიდან არის შემოჭრილი და საკმაოდ მყარად არის დაფუძნებული ქართულ რეალობაში, დაწყებული მაღაზიის წარწერებით, დამთავრებული ადამიანების სასაუბრო ლექსიკით. განსაკუთრებით, უცხოური ტერმინები გვხვდება საქმიანი ადამიანების საუბრისას.

იხილეთ ქუჩის გამოკითხვა ამ თემაზე

დღეს ჩვენი სასაუბრო თემა ქართველების ლექსიკაში უკვე დამკვიდრებული სამი უცხოური ტერმინი იქნება - პრაისი, დისქაუნთი, რესერჩი (Price, Discount, Research). მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაში ამ სამი სიტყვის შესატყვისი მარტივად მოიძებნება (ფასი, ფასდაკლება, კვლევა), მაინც ინგლისურ ვარიანტს ვანიჭებთ უპირატესობას. რატომ ხდება ასე, ამაზე პასუხი კონკრეტული პასუხი შესაძლოა არც არსებობდეს. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ, ბიზნეს მიმართულების სასწავლო ლიტერატურა, რომელიც ძირითადად ინგლისურ ენაზეა, თუ არ ჩავთვლით ბოლო დროს გამოცემულ ქართულ ენაზე ნათარგმნ ბიზნეს ლიტერატურას. სასწავლო პროცესიდან ამ ტერმინებმა ყოველდღიურ საუბარშიც აქტიურად გადმოინაცვლა, გარკვეულწილად, მოდურიც კი გახდა. თუ უცხო ტერმინებით საუბრობ ბიზნეს შეხვედრაზე ე.ი "გამორჩეული ხარ". არადა, რომ დავფიქრდეთ, რატომ შეიძლება მოდური იყოს, ჩვენთვის არამშობლიურ ენაზე გარკვეული სიტყვების წარმოთქმა?!

იმის გასარკვევად, თუ რამდენად კარგად ესმის მოსახლეობას უცხოური ტერმინები (Price, Discount, Research) გამოკითხვა ჩავატარეთ, რომელმაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა ნაწილმა სულაც არ იცის ამ სიტყვების მნიშვნელობა. კითხვაზე, რატომ საუბრობთ ინგლისური ტერმინებით, გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ ეს ტენდენციაა ან უბრალოდ მოდურია: "არ ვიცი ალბათ იმიტომ, რომ ახლა ინგლისურად საუბარი მოდურია" , "მე სულ ინგლისურად ვსაუბრობ იმიტომ, რომ მინდა შევეჩვიო საუბარს" . პასუხი მრავალფეროვანია, თუმცა უმეტესობის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ უცხოური სიტყვების ქართული შესატყვისი არსებობს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენებით ვისაუბრებთ.

ახალი კამპანია #ისაუბრექართულად პროექტ "იყიდე ქართულის" შემადგენელი ნაწილია. ჩვენი გამოკითხვა უბრალოდ ფაქტია, არჩევანი კი თქვენზეა. ვისწავლოთ, გავიგოთ სიტყვების მნიშვნელობა, გამოვიყენოთ ის, სადაც ამას საჭიროება მოითხოვს, მოდურად კი დღეს ქართული საუბარი ვაქციოთ, უბრალოდ ვისაუბროთ ქართულად.

რუსეთის თასზე, მატჩის შემდეგ, გია გრიგალავა ცსკა-ს მწვრთნელებს თავს დაესხა და თავის გახვრეტით დაემუქრა - ქართველი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი, ნაკლებად ცნობილი 5 ფოტო

"ამერიკელი ვარსკვლავი შეროლ პორტერი პირველად სინჯავს ქართულ ხინკალს" - ნახეთ როგორი რეაქცია აქვს მას დაგემოვნებისას