სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური და დაპირისპირება გარევაჭრობის აკრძალვის აქციაზე და დაკავებული გარემოვაჭრეები
ხმაური და დაპირისპირება გარევაჭრობის აკრძალვის აქციაზე და დაკავებული გარემოვაჭრეები

თბი­ლის­ში, თა­მარ მე­ფის გამ­ზირ­ზე, სად­გუ­რის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბარ­ზე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარე ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იმარ­თე­ბა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში, მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, მა­ღა­ზი­ებ­ში და ბაზ­რო­ბებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, გარე ვაჭ­რო­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლია, რის გა­მოც ბა­ზარ­ში და მა­ღა­ზი­ებ­ში სა­ვაჭ­როდ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღარ შე­დი­ან და პრო­დუქ­ტებს ქუ­ჩა­ში ყი­დუ­ლო­ბენ. მა­თი­ვე თქმით, ეს მათ არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს, რად­გან სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ას ვე­ღარ ყი­დი­ან. მო­ვაჭ­რე­ე­ბი გა­რე­ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით ქა­ლა­ქის მერ­თან და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

გა­რე­ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვის მომ­ხრე­ებს თა­ვად გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ მოხ­და, რაც მა­ღა­ზი­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა და ბაზ­რო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­რე­ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით მეტ­რო­სად­გურ "სად­გუ­რის მო­ე­დან­თან" გა­და­ინცვლეს, სა­დაც გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი ვაჭ­რო­ბენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს სთხოვ­დნენ, შე­ე­წყვი­ტათ გა­რე­ვაჭ­რო­ბა და შე­სუ­ლიყ­ვნენ ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის თქმით, ბაზ­რო­ბა­ზე საკ­მა­ოდ ძვი­რია გა­და­სა­ხა­დი, მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ და სწო­რედ ამი­ტომ დგა­ნან ქუ­ჩა­ში.

აქ­ცი­ე­ბის გამო გა­და­ი­კე­ტა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აქ­ცი­ის ოთხი მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის თა­ნახ­მად და­ა­კა­ვეს, მათ პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს. "გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­მა დღეს აქ­ცია გა­მარ­თეს, რის შე­დე­გა­დაც გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გა­და­კე­ტეს, მას შემ­დეგ რაც პატ­რულ­მა მათ გზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, რის შემ­დე­გაც ოთხი მათ­გა­ნი და­ა­კა­ვეს", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

იხი­ლეთ ვი­დეო აქ­ცი­ი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხმაური და დაპირისპირება გარევაჭრობის აკრძალვის აქციაზე და დაკავებული გარემოვაჭრეები

ხმაური და დაპირისპირება გარევაჭრობის აკრძალვის აქციაზე და დაკავებული გარემოვაჭრეები

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარზე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციაში, მაღაზიის მეპატრონეები, მაღაზიებში და ბაზრობებზე დასაქმებულები მონაწილეობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გარე ვაჭრობა ნებადართულია, რის გამოც ბაზარში და მაღაზიებში სავაჭროდ მოქალაქეები აღარ შედიან და პროდუქტებს ქუჩაში ყიდულობენ. მათივე თქმით, ეს მათ არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან საკუთარ პროდუქციას ვეღარ ყიდიან. მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეებს თავად გარემოვაჭრეები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მაღაზიების მეპატრონეებმა და ბაზრობაზე დასაქმებულმა პირებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან" გადაინცვლეს, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრობენ. აქციის მონაწილეები გარემოვაჭრეებს სთხოვდნენ, შეეწყვიტათ გარევაჭრობა და შესულიყვნენ ბაზრობის ტერიტორიაზე. გარემოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე საკმაოდ ძვირია გადასახადი, მათ ამის საშუალება არ აქვთ და სწორედ ამიტომ დგანან ქუჩაში.

აქციების გამო გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად დააკავეს, მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. "გარემოვაჭრეებმა დღეს აქცია გამართეს, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, მას შემდეგ რაც პატრულმა მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, გარემოვაჭრეებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ოთხი მათგანი დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო აქციიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია