სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სახის დარღვევები გვხვდება საქართველოს სამშენებლო სექტორში
რა სახის დარღვევები გვხვდება საქართველოს სამშენებლო სექტორში

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ხა­რის­ხი ბევ­რჯერ გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის სა­გა­ნი. უკონ­ტრო­ლო­ბა და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა - ამ სი­ტყვე­ბით ახა­სი­ა­თე­ბენ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის არის ასო­ცი­ა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე". აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე უკვე წლე­ბია ლა­პა­რა­კობს მშე­ნებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე:

ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე - სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ ვინ აა­შე­ნა უხა­რის­ხო და სე­ის­მო­მე­დე­გო­ბის თვალ­საზ­რი­სით უაღ­რე­სად სა­ში­ში შე­ნო­ბე­ბი. არც იმა­ზეა ვინ­მე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ ეს შე­ნო­ბე­ბი არ არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო-ეკო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ. მსგავ­სი რამ მსოფ­ლი­ო­ში არ ხდე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ადა­მი­ა­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად შე­უშ­ვა ისეთ კორ­პუს­ში, სა­დაც არ არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი რა­დი­ა­ცი­უ­ლი ფონი და ტოქ­სი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს მშე­ნებ­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრო აკონ­ტრო­ლებ­და, რო­მე­ლიც გა­ა­უქ­მეს და დღეს ამ დარ­გში სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა. უკვე რამ­დე­ნი წე­ლია ამა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მაგ­რამ შე­დე­გი არ ჩანს. ცალ­კე პრობ­ლე­მაა ავა­რი­უ­ლად სა­ში­ში შე­ნო­ბე­ბი, რო­მელ­ზეც მი­შე­ნე­ბა, და­შე­ნე­ბა, მათი რე­კონ­სტრუქ­ცია და გა­მაგ­რე­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია, არა­და, ამ საქ­მის­თვის მე­რია ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნებს გა­მო­ყოფს. ეს წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბის ნორ­მე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ რა ნორ­მებს და სტან­დარ­ტებს ვი­ყე­ნებთ, ესეც გა­ურ­კვე­ვე­ლია", - აცხა­დებს სა­კან­დე­ლი­ძე.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, ჩვენ­თან მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბის უხა­რის­ხო­ბა პირ­ველ რიგ­ში ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­შე­ნი მა­სა­ლე­ბის ბრა­ლია.

- ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი თბი­ლი­სი შენ­დე­ბო­და ბე­ტო­ნით, რომ­ლის მარ­კაც 300 კი არა, 150 და უფრო ნაკ­ლე­ბია. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში თუ სად­მე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და კო­რო­ზი­რე­ბუ­ლი არ­მა­ტუ­რა იყო, რო­მელ­საც ვერ ყიდ­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და. სხვა­თა შო­რის, ამ საქ­მეს გივი თარ­გა­მა­ძე და მისი ძმა ლო­ბი­რებ­დნენ. ჩერ­ნო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ მკვდა­რი ქა­ლა­ქე­ბი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს უვარ­გი­სი მა­სა­ლე­ბი, კერ­ძოდ, რა­დი­ა­ცი­უ­ლი არ­მა­ტუ­რა და ლი­თო­ნის ნა­კე­თო­ბე­ბი. დარ­ღვე­ვე­ბი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გვხვდე­ბა: 5-სარ­თუ­ლი­ა­ნის ნაც­ვლად 10-12 სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბი შენ­დე­ბა, ხოლო ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩა­ზე, ყო­ფი­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მო­ყო­ფოს ეზო­ში 32-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბებს აშე­ნე­ბენ, რაც კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვაა. ეს არის კარ­კა­სუ­ლი ტი­პის შე­ნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც 12 სარ­თულ­ზე მეტი არ უნდა იყოს. სა­ქარ­თვე­ლო სე­ის­მუ­რად აქ­ტი­ურ ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს და ჩვენ­თან ასე­თი "სიკ­ვდი­ლის შე­ნო­ბე­ბის" აშე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ვი­ღა­ცას ხომ უნდა მოვ­თხო­ვოთ ამის გამო პა­სუ­ხი?

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა სახის დარღვევები გვხვდება საქართველოს სამშენებლო სექტორში

რა სახის დარღვევები გვხვდება საქართველოს სამშენებლო სექტორში

საქართველოში მიმდინარე მშენებლობების ხარისხი ბევრჯერ გამხდარა კრიტიკის საგანი. უკონტროლობა და განუკითხაობა - ამ სიტყვებით ახასიათებენ სამშენებლო სექტორში შექმნილ სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის არის ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“. აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე უკვე წლებია ლაპარაკობს მშენებლობაში არსებულ დარღვევებზე:

ანზორ საკანდელიძე - საქართველოში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, თუ ვინ ააშენა უხარისხო და სეისმომედეგობის თვალსაზრისით უაღრესად საშიში შენობები. არც იმაზეა ვინმე პასუხისმგებელი, რომ ეს შენობები არ არის შემოწმებული სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების მხრივ. მსგავსი რამ მსოფლიოში არ ხდება. წარმოუდგენელია, ადამიანი საცხოვრებლად შეუშვა ისეთ კორპუსში, სადაც არ არის შემოწმებული რადიაციული ფონი და ტოქსიკური მონაცემები. ამ ყველაფერს მშენებლობის სამინისტრო აკონტროლებდა, რომელიც გააუქმეს და დღეს ამ დარგში სრული განუკითხაობაა. უკვე რამდენი წელია ამაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ცალკე პრობლემაა ავარიულად საშიში შენობები, რომელზეც მიშენება, დაშენება, მათი რეკონსტრუქცია და გამაგრება, დაუშვებელია, არადა, ამ საქმისთვის მერია ყოველწლიურად მილიონებს გამოყოფს. ეს წყალში გადაყრილი ფულია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მშენებლობის ნორმები და სტანდარტები არ არსებობს, ამიტომ რა ნორმებს და სტანდარტებს ვიყენებთ, ესეც გაურკვეველია“, - აცხადებს საკანდელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ჩვენთან მიმდინარე მშენებლობების უხარისხობა პირველ რიგში ფალსიფიცირებული საშენი მასალების ბრალია.

- ათი წლის განმავლობაში მთელი თბილისი შენდებოდა ბეტონით, რომლის მარკაც 300 კი არა, 150 და უფრო ნაკლებია. საბჭოთა კავშირში თუ სადმე ფალსიფიცირებული და კოროზირებული არმატურა იყო, რომელსაც ვერ ყიდდნენ, ყველაფერი საქართველოში შემოვიდა. სხვათა შორის, ამ საქმეს გივი თარგამაძე და მისი ძმა ლობირებდნენ. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ მკვდარი ქალაქებიდან შემოიტანეს უვარგისი მასალები, კერძოდ, რადიაციული არმატურა და ლითონის ნაკეთობები. დარღვევები სხვა მიმართულებითაც გვხვდება: 5-სართულიანის ნაცვლად 10-12 სართულიანი კორპუსები შენდება, ხოლო ზაქარიაძის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმოყოფოს ეზოში 32-სართულიან შენობებს აშენებენ, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ეს არის კარკასული ტიპის შენობები, რომელიც 12 სართულზე მეტი არ უნდა იყოს. საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და ჩვენთან ასეთი „სიკვდილის შენობების“ აშენება დაუშვებელია. ვიღაცას ხომ უნდა მოვთხოვოთ ამის გამო პასუხი?

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"