სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე თბილისის არქიტექტურა - კონტექსტიდან ამოვარდნილი შენობები და კომერციას შეწირული ქალაქის ესთეტიკა
თანამედროვე თბილისის არქიტექტურა - კონტექსტიდან ამოვარდნილი შენობები და კომერციას შეწირული ქალაქის ესთეტიკა

"ხე­ლოვ­ნე­ბა რთუ­ლია, ის არ არის გარ­თო­ბა," - ეს სი­ტყვე­ბი ცნო­ბილ გერ­მა­ნელ თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვარს ან­სელმ კი­ფერს ეკუთ­ვნის. დიახ, ხე­ლოვ­ნე­ბა რთუ­ლია და მისი სირ­თუ­ლე გა­ნა­პი­რო­ბებს მის "გა­მო­ყე­ნე­ბა­დო­ბას". ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლად არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში ვლინ­დე­ბა", - ამ­ბობს არ­ქი­ტექ­ტო­რი და პე­და­გო­გი ალექ­სან­დრე ჩუ­ბი­ნი­ძე, რო­მელ­თა­ნაც თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე ვი­სა­უბ­რეთ.

- სი­ახ­ლე, პროგ­რე­სი ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი და გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, იმ სი­ახ­ლის და­ნერგვა, რაც ახლა მა­სობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თბი­ლი­სის იერ­სა­ხეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სცდე­ბა, მე­ტიც, ამა­ხინ­ჯებს.

- თბი­ლისს, თა­ვი­სი არც ისე ხან­მოკ­ლე ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კონ­ტექ­სტში თუ გან­ვი­ხი­ლავთ, ყო­ველ­თვის იყო ერ­თგვა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ქმე­დე­ბის ველი და არა მხო­ლოდ შე­ნე­ბის, ნგრე­ვის, დე­კონ­სტრუქ­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცი­ის, გარ­და­სახ­ვა-ფე­რის­ცვა­ლე­ბის კუ­თხით. თბი­ლი­სი - კულ­ტუ­რა­თა და რე­ლი­გი­ა­თა გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი ყო­ველ ეპო­ქა­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ჭრილ­ში რა­ი­მეს და­იმ­ჩნევ­და, და­წყე­ბუ­ლი გვი­ან ან­ტი­კუ­რი ეპო­ქის უმ­წი­რე­სი ნარ­ჩე­ნით, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა ეპო­ქის მო­დერ­ნის­ტუ­ლი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­თა და დას­რუ­ლე­ბუ­ლი 90-ია­ნე­ბის სტი­ქი­უ­რი და ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბით თბი­ლის­მა თა­ვის სხე­ულ­ზე ასა­ხა ის­ტო­რია. სათ­ქმე­ლი აქ ერ­თია, რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ პორ­ტრე­ტი?

- რო­გო­რია?

- და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბამ და სა­ხელ­მწი­ფო­ში ახ­ლად­კონ­სტრუ­ი­რე­ბულ­მა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კამ პირ­და­პი­რი კვა­ლი და­აჩ­ნია თბი­ლი­სურ არ­ქი­ტექ­ტუ­რას, ყო­ველ­გვარ გეგ­მა­ზო­მი­ე­რე­ბას მოკ­ლე­ბულ­მა სტი­ქი­ურ­მა სამ­შე­ნებ­ლო კა­ტას­ტრო­ფამ ად­გი­ლი და­უთ­მო ბოლო ათწლე­უ­ლის გი­გან­ტო­მა­ნი­ურ და პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ ნა­შე­ნებს, თბი­ლის­მა სა­ბო­ლო­ოდ და შე­უქ­ცე­ვა­დად და­ი­წყო ფე­რიც­ვა­ლე­ბა რო­გორც მას­შტა­ბურ, ასე­ვე ეს­თე­ტი­ურ სა­ხის­მე­ტყვე­ლე­ბით ჭრილ­ში. უკან­საკ­ნელ წლებ­ში ყო­ველ­გვა­რი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მი­სა და და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბის, სა­თა­ნა­დო კვლე­ვე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე ქა­ლაქ­ში იბა­დე­ბა სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბი­სა თუ ფაქ­ტუ­რის, სტი­ლის­ტი­კუ­რად მრა­ვალ­ფე­რა­დი და ყო­ველ­გვა­რი კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი. ეს, რაც შე­ე­ხე­ბა წმინ­და ეს­თე­ტი­ურ ჭრილს...

სხვა სა­კი­თხია ნა­შე­ნის ხა­რის­ხი, მდგრა­დო­ბა, ეკო­ლო­გი­ურ თუ სა­ნი­ტა­რულ ტექ­ნი­კურ პი­რო­ბებ­თან აუ­თენ­ტუ­რო­ბა, ნა­გე­ბო­ბა­თა ინ­სო­ლა­ცია თუ ბუ­ნებ­რი­ვი აე­რა­ცია. უმ­თავ­რეს მიზ­ნად ფარ­თო­ბის გა­ყიდ­ვა­დო­ბა, კო­მერ­ცი­უ­ლო­ბა დად­გა, ირ­ღვე­ვა პრო­ექ­ტი­რე­ბის არა­ერ­თი ნორ­მა, რო­მელ­თა დაც­ვის უმ­თავ­რე­სი ფუნ­ქცია - შე­ნო­ბა­ში მო­ბი­ნად­რე­თა თუ მო­მუ­შა­ვე­თათ­ვის ჯან­სა­ღი, უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნაა.

- მომ­რავ­ლდა შუ­შის შე­ნო­ბე­ბი. თბი­ლი­სე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე წა­მო­ჭი­მუ­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შუ­შის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც "უცხო" სხე­უ­ლი­ვით არის თბი­ლი­სი გუში ჩა­სო­ბი­ლი... რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია იმ ად­გილ­ზე მისი აგე­ბა, მხატ­ვრუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს და რამ­დე­ნად გამ­ძლე, მე­დე­გია მსგავ­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი?

- ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თო ნი­მუ­ში ახალთბი­ლი­სურ ნა­შენ­თა შო­რის ეს­თე­ტი­ურ კონ­ტექ­სტში - თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­ნის ვერ­ტი­კა­ლია, მისი არ­ქე­ტი­პუ­ლი სხე­უ­ლი იმა­ზე მეტს მოგ­ვი­თხრობს, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. ამ ნა­გე­ბო­ბა­ში ერ­თი­ან­დე­ბა ყვე­ლა პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, არ­ქი­ტექ­ტუ­რამ წარ­მოშ­ვას. მას­შტა­ბი, სი­ლუ­ე­ტი, კონ­ტექ­სტი, ფაქ­ტუ­რა, ფორ­მა, ფუნ­ქცია, ად­გილ­თან მორ­გე­ბუ­ლო­ბა, თბი­ლი­სის სივ­რცუ­ლი ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბა... აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვაა - შე­საძ­ლე­ბე­ლია თბი­ლის­ში ცა­თამ­ბრჯე­ნე­ბის აშე­ნე­ბა? დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ სა­კი­თხა­ვია რო­გო­რი სა­ხით, რო­გო­რი ფორ­მით და რო­გო­რი მიდ­გო­მით. "იმე­ლის" შე­ნო­ბის უკან აგე­ბუ­ლი ვერ­ტი­კა­ლი ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­გა­ლი­თია, თუ რო­გო­რი პრო­ექ­ტი არ უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს თბი­ლის­ში (და არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში) კონ­ტრას­ტი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ხე­ლო­ბის ერთ-ერთი ბერ­კე­ტია, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე აღ­მარ­თუ­ლი ფსევ­დო ცა­თამ­ბრჯე­ნი კი ან­ტი­კონ­ტრას­ტია, რკი­ნა­ბე­ტო­ნის უმ­ძი­მეს კარ­კასს მი­ნით ფუ­თა­ვენ და ამით ახ­დე­ნენ ე.წ. თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რის იმი­ტა­ცი­ას. თბი­ლი­სუ­რი ახა­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ში­ნა­არ­სობ­რივ კონ­ტექსტს ხომ მუ­დამ თან სდევს იმი­ტა­ცია...

- დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრი ივ­სე­ბა ზო­გა­დად ახალ-ახა­ლი შე­ნო­ბე­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი ისე მჭიდ­როდ არის ერ­თმა­ნეთ­თან ნა­გე­ბი, რომ ვფიქ­რობ, ყვე­ლა ნორ­მა დარ­ღვე­უ­ლია. სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ, სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გა­მოდ­გე­ბა.

- თბი­ლის­ში არ­სე­ბობს სხვა სა­მა­გა­ლი­თო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის არა­ერ­თი ეტა­ლო­ნიც, რო­მე­ლიც ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, მათ­გან ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბაა, ეს­თე­ტი­კურ ნი­შანს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა ამ ახა­ლი უბ­ნის, მისი არა­ნორ­მა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რაა, დარ­ღვე­უ­ლია ყო­ვე­ლი სა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მა, ამის აღ­წე­რი­სას გა­მოგ­ვად­გე­ბა ერთი მოქ­ნი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი - უ რ ბ ო ც ი დ ი!

- მოკ­ლედ, ქა­ლა­ქი არა­თა­ნაბ­რად ვი­თარ­დე­ბა.

- ქა­ლა­ქის ქსო­ვი­ლის არა­თა­ნაბ­რად გან­ვი­თა­რე­ბა, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბულ მა­სივ­თა არა­გეგ­მა­ზო­მი­ე­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბა, სატ­რან­სპორ­ტო პრობ­ლე­მებს და შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან თან­დარ­თულ არა­ერთ თავ­სა­ტეხს წარ­მო­შობს, უმ­თავ­რე­სად კი ეკო­ლო­გი­ურ­სა და ეკო­ნო­მი­კურს. "კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ან" მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ხარ­ჯზე ქრე­ბა ქა­ლა­ქის მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბი, დე­და­ქა­ლა­ქი სა­კუ­თარ სხე­ულ­ში ტყვედ­ქმნილ ცო­ცხალ ორ­გა­ნიზმს ემ­სგავ­სე­ბა.

სხვა სა­კი­თხია, ეს­თე­ტი­უ­რი სა­კი­თხი, ყო­ველ­გვარ გა­და­აზ­რე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლად, თბი­ლის­ში აღ­მო­ცენ­დე­ბა ახალ-ახა­ლი აქ­ცენ­ტე­ბი ახალ­ნა­შე­ნე­ბის სა­ხით, ახა­ლი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თა­ლია გა­უთ­ვით­ცნობ­რი­ებ­ლად, მაგ­რამ მა­ინც აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს მო­ქა­ლა­ქე­თა შეგ­რძნე­ბა-შე­მეც­ნე­ბა­ზე, იბა­დე­ბა ახა­ლი ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­ლო­ნურ-იდე­ურ მენ­ტო­რის ფუნ­ქცი­ას ით­ვი­სე­ბენ, ეს არის კი­დე­ვაც არ­ქი­ტექ­ტუ­რის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბა. სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელ სა­კი­თხში ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის მხრი­დან დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

- რად­გა­ნაც თბი­ლი­სი ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქია...

- დიახ, და შე­სა­ბა­მი­სად მას­ზე უფა­ქი­ზე­სად უნდა იმუ­შა­ოს ხუ­როთ­მო­ძღვარ­მა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ძველ ქა­ლაქ­ში ძვე­ლის იმი­ტა­ცია, ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია აქ­ტუ­ა­ლუ­რი "თა­ნა­მედ­რო­ვე" ფორ­მე­ბით თა­მა­შიც, მით უმე­ტეს, კვლე­ვი­სა და მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლის გა­რე­შე. არ­ქი­ტექ­ტუ­რა ეს მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტის თა­ვი­სე­ბუ­რი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა, არ­ქი­ტექ­ტო­რი ესაა მწე­რა­ლი, თუნ­დაც მთარ­გმნე­ლი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ას გა­ი­აზ­რებს და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას არ­ქი­ტექ­ტუ­რის ენა­ზე გა­მო­ხა­ტავს.

- რა არის ნამ­დვი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა?

- ნამ­დვი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამო­უხ­სნე­ლი ამო­ცა­ნა. არ­ქი­ტექ­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია, და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყო­ფი­თი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ამას­თან, ვალ­დე­ბუ­ლია იმუ­შა­ოს არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე - რო­გორც კაზ­მუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­ზე და "გა­მო­ზარ­დოს" სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ეს დარ­გი რთუ­ლია და ვერ იქ­ნე­ბა გა­სა­გე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი­სათ­ვის, მაგ­რამ ისე­ვე რო­გორც ღვი­ნოს, არ­ქი­ტექ­ტუ­რა­საც დაძ­ვე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ის­ტო­რია და ის­ტო­რი­ის მიერ დაჩ­ნე­უ­ლი ანა­ბეჭ­დე­ბი ქმნის არ­ქი­ტექ­ტუ­რას და არა მხო­ლოდ ხუ­როთ­მო­ძღვრის ფარ­გა­ლი. სწო­რედ ის­ტო­რია აყ­ვა­რებს ან აძუ­ლებს შე­ნო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას... ამი­ტომ, სპე­ცი­ა­ლის­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გე­მოვ­ნე­ბას კი არ მო­არ­გოს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა, არა­მედ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გე­მოვ­ნე­ბის მუდ­მი­ვი ზრდი­სათ­ვის.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ფოტო: Robbie RG commercial

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თანამედროვე თბილისის არქიტექტურა - კონტექსტიდან ამოვარდნილი შენობები და კომერციას შეწირული ქალაქის ესთეტიკა

თანამედროვე თბილისის არქიტექტურა - კონტექსტიდან ამოვარდნილი შენობები და კომერციას შეწირული ქალაქის ესთეტიკა

"ხელოვნება რთულია, ის არ არის გართობა," - ეს სიტყვები ცნობილ გერმანელ თანამედროვე მხატვარს ანსელმ კიფერს ეკუთვნის. დიახ, ხელოვნება რთულია და მისი სირთულე განაპირობებს მის "გამოყენებადობას". ეს გამონათქვამი ყველაზე სრულყოფილად არქიტექტურაში ვლინდება", - ამბობს არქიტექტორი და პედაგოგი ალექსანდრე ჩუბინიძე, რომელთანაც თანამედროვე თბილისის არქიტექტურაზე ვისაუბრეთ.

- სიახლე, პროგრესი ქალაქის არქიტექტურაში აუცილებელი და გარდაუვალია, მაგრამ ვფიქრობ, იმ სიახლის დანერგვა, რაც ახლა მასობრივად მიმდინარეობს, თბილისის იერსახეს აბსოლუტურად სცდება, მეტიც, ამახინჯებს.

- თბილისს, თავისი არც ისე ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში, არქიტექტურულ კონტექსტში თუ განვიხილავთ, ყოველთვის იყო ერთგვარი არქიტექტურული ქმედების ველი და არა მხოლოდ შენების, ნგრევის, დეკონსტრუქცია-რეკონსტრუქციის, გარდასახვა-ფერისცვალების კუთხით. თბილისი - კულტურათა და რელიგიათა გადაკვეთის წერტილი ყოველ ეპოქაში არქიტექტურულ ჭრილში რაიმეს დაიმჩნევდა, დაწყებული გვიან ანტიკური ეპოქის უმწირესი ნარჩენით, გაგრძელებული საბჭოთა ეპოქის მოდერნისტული თუ სოციალური პროექტებითა და დასრულებული 90-იანების სტიქიური და ქაოტური მშენებლობებით თბილისმა თავის სხეულზე ასახა ისტორია. სათქმელი აქ ერთია, როგორია დღევანდელი თბილისის არქიტექტურულ პორტრეტი?

- როგორია?

- დამოუკიდებლობის მოპოვებამ და სახელმწიფოში ახლადკონსტრუირებულმა საბაზრო ეკონომიკამ პირდაპირი კვალი დააჩნია თბილისურ არქიტექტურას, ყოველგვარ გეგმაზომიერებას მოკლებულმა სტიქიურმა სამშენებლო კატასტროფამ ადგილი დაუთმო ბოლო ათწლეულის გიგანტომანიურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ნაშენებს, თბილისმა საბოლოოდ და შეუქცევადად დაიწყო ფერიცვალება როგორც მასშტაბურ, ასევე ესთეტიურ სახისმეტყველებით ჭრილში. უკანსაკნელ წლებში ყოველგვარი განახლებული გენერალური გეგმისა და დამატებითი სპეციალური დოკუმენტაციების, სათანადო კვლევებისა და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების გარეშე ქალაქში იბადება სხვადასხვა მასშტაბისა თუ ფაქტურის, სტილისტიკურად მრავალფერადი და ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილი ნაგებობები. ეს, რაც შეეხება წმინდა ესთეტიურ ჭრილს...

სხვა საკითხია ნაშენის ხარისხი, მდგრადობა, ეკოლოგიურ თუ სანიტარულ ტექნიკურ პირობებთან აუთენტურობა, ნაგებობათა ინსოლაცია თუ ბუნებრივი აერაცია. უმთავრეს მიზნად ფართობის გაყიდვადობა, კომერციულობა დადგა, ირღვევა პროექტირების არაერთი ნორმა, რომელთა დაცვის უმთავრესი ფუნქცია - შენობაში მობინადრეთა თუ მომუშავეთათვის ჯანსაღი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა.

- მომრავლდა შუშის შენობები. თბილისელების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს თაბუკაშვილის ქუჩაზე წამოჭიმული მრავალსართულიანი შუშის შენობა, რომელიც "უცხო" სხეულივით არის თბილისი გუში ჩასობილი... რამდენად გამართლებულია იმ ადგილზე მისი აგება, მხატვრული თვალსაზრისით, რა ღირებულება აქვს და რამდენად გამძლე, მედეგია მსგავსი ნაგებობები?

- ყველაზე სახასიათო ნიმუში ახალთბილისურ ნაშენთა შორის ესთეტიურ კონტექსტში - თაბუკაშვილის ქუჩის მინის ვერტიკალია, მისი არქეტიპული სხეული იმაზე მეტს მოგვითხრობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ ნაგებობაში ერთიანდება ყველა პრობლემატური საკითხი, რომელიც შესაძლოა, არქიტექტურამ წარმოშვას. მასშტაბი, სილუეტი, კონტექსტი, ფაქტურა, ფორმა, ფუნქცია, ადგილთან მორგებულობა, თბილისის სივრცული ისტორიის გაგრძელება... აქტუალური კითხვაა - შესაძლებელია თბილისში ცათამბრჯენების აშენება? დიახ, შესაძლებელია, მაგრამ საკითხავია როგორი სახით, როგორი ფორმით და როგორი მიდგომით. "იმელის" შენობის უკან აგებული ვერტიკალი ყველაზე კარგი მაგალითია, თუ როგორი პროექტი არ უნდა ხორციელდებოდეს თბილისში (და არა მხოლოდ თბილისში) კონტრასტი არქიტექტურული ხელობის ერთ-ერთი ბერკეტია, თაბუკაშვილის ქუჩაზე აღმართული ფსევდო ცათამბრჯენი კი ანტიკონტრასტია, რკინაბეტონის უმძიმეს კარკასს მინით ფუთავენ და ამით ახდენენ ე.წ. თანამედროვე არქიტექტურის იმიტაციას. თბილისური ახალი არქიტექტურის შინაარსობრივ კონტექსტს ხომ მუდამ თან სდევს იმიტაცია...

- დედაქალაქის ცენტრი ივსება ზოგადად ახალ-ახალი შენობებით, საცხოვრებელი კორპუსები ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან ნაგები, რომ ვფიქრობ, ყველა ნორმა დარღვეულია. საილუსტრაციოდ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია გამოდგება.

- თბილისში არსებობს სხვა სამაგალითო განაშენიანების არაერთი ეტალონიც, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მათგან ყველაზე ნიშანდობლივი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაა, ესთეტიკურ ნიშანს რომ თავი დავანებოთ, უმთავრესი პრობლემა ამ ახალი უბნის, მისი არანორმალური სტრუქტურაა, დარღვეულია ყოველი სანიტარულ-ტექნიკური ნორმა, ამის აღწერისას გამოგვადგება ერთი მოქნილი გამონათქვამი - უ რ ბ ო ც ი დ ი!

- მოკლედ, ქალაქი არათანაბრად ვითარდება.

- ქალაქის ქსოვილის არათანაბრად განვითარება, განაშენიანებულ მასივთა არაგეგმაზომიერად გადანაწილებული ინტენსივობა, სატრანსპორტო პრობლემებს და შესაბამისად, მასთან თანდართულ არაერთ თავსატეხს წარმოშობს, უმთავრესად კი ეკოლოგიურსა და ეკონომიკურს. "კომერციულად მომგებიან" მშენებლობების ხარჯზე ქრება ქალაქის მწვანე სივრცეები, დედაქალაქი საკუთარ სხეულში ტყვედქმნილ ცოცხალ ორგანიზმს ემსგავსება.

სხვა საკითხია, ესთეტიური საკითხი, ყოველგვარ გადააზრებას მოკლებულად, თბილისში აღმოცენდება ახალ-ახალი აქცენტები ახალნაშენების სახით, ახალი ნიშნები, რომლებიც მართალია გაუთვითცნობრიებლად, მაგრამ მაინც აქტიურად მოქმედებს მოქალაქეთა შეგრძნება-შემეცნებაზე, იბადება ახალი ხატები, რომლებიც ეტალონურ-იდეურ მენტორის ფუნქციას ითვისებენ, ეს არის კიდევაც არქიტექტურის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება. სწორედ ამ უკანასკნელ საკითხში ჩვენი კოლეგების მხრიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

- რადგანაც თბილისი ისტორიული ქალაქია...

- დიახ, და შესაბამისად მასზე უფაქიზესად უნდა იმუშაოს ხუროთმოძღვარმა, შეუძლებელია ძველ ქალაქში ძველის იმიტაცია, ასევე დაუშვებელია აქტუალური "თანამედროვე" ფორმებით თამაშიც, მით უმეტეს, კვლევისა და მეცნიერული შესწავლის გარეშე. არქიტექტურა ეს მხატვრული ტექსტის თავისებური ნაირსახეობაა, არქიტექტორი ესაა მწერალი, თუნდაც მთარგმნელი, რომელიც ისტორიას გაიაზრებს და ჭეშმარიტებას არქიტექტურის ენაზე გამოხატავს.

- რა არის ნამდვილი არქიტექტურა?

- ნამდვილი არქიტექტურა ყოველთვის იყო, არის და იქნება საზოგადოებისთვის ამოუხსნელი ამოცანა. არქიტექტორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს საზოგადოების ყოფითი მოთხოვნილებები, მაგრამ ამასთან, ვალდებულია იმუშაოს არქიტექტურაზე - როგორც კაზმული ხელოვნების ნაწარმოებზე და "გამოზარდოს" საზოგადოება. ეს დარგი რთულია და ვერ იქნება გასაგები საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მაგრამ ისევე როგორც ღვინოს, არქიტექტურასაც დაძველება სჭირდება. სწორედ ისტორია და ისტორიის მიერ დაჩნეული ანაბეჭდები ქმნის არქიტექტურას და არა მხოლოდ ხუროთმოძღვრის ფარგალი. სწორედ ისტორია აყვარებს ან აძულებს შენობას საზოგადოებას... ამიტომ, სპეციალისტი ვალდებულია, საზოგადოების გემოვნებას კი არ მოარგოს თავისი შემოქმედება, არამედ მიზანმიმართულად იმუშაოს საზოგადოების გემოვნების მუდმივი ზრდისათვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ფოტო:  Robbie RG commercial

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია