პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს..." - სულისშემძვრელი პოსტი მოკლული დედა-შვილი კვეზერელების შესახებ
"დღეს ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს..." - სულისშემძვრელი პოსტი მოკლული დედა-შვილი კვეზერელების შესახებ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2014 წელს, თბი­ლი­სის ზღვა­ზე, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნა. 2014 წლის 17 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის ზღვის და­სახ­ლე­ბა­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ნა­პოვ­ნი იქნა 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნატო კვე­ზე­რე­ლის ცხე­და­რი, ხოლო მისი შვი­ლი - 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გუ­რამ კვე­ზე­რე­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მკვლე­ლო­ბი­დან თით­ქმის ორი წლის შემ­დეგ, წუ­ხელ კო­ჯორ­ში ერთ-ერთი აგა­რა­კის ეზო­ში კას­რში და­მარ­ხუ­ლი იპო­ვეს.

სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი დედა-შვი­ლის შე­სა­ხებ, ემო­ცი­ურ პოსტს წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა წივ­წი­ვა­ძე, რო­მე­ლიც გუ­რამ კვე­ზე­რელ­თან მე­გობ­რობ­და: "დღეს ჩემი მე­გობ­რის ცხე­და­რი იპო­ვეს... აი ახლა ამ სი­ტყვებს ვწერ და ვე­რას­დროს გად­მოვ­ცემ იმ გან­ცდას რაც ამ სი­ტყვე­ბის გა­აზ­რე­ბი­სას მომ­დის. მინ­და მას­ზე დავ­წე­რო, მას­ზე მო­გიყ­ვეთ... წე­ლი­წად­ზე მე­ტია და­კარ­გუ­ლია - წე­ლი­წად­ზე მეტი დროა ვე­ლო­დე­ბი რომ ცო­ცხა­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა. წე­ლი­წად­ზე მე­ტია ვფიქ­რობ დე­დას არ მოკ­ლავ­და და თვი­თონ არ გა­იქ­ცე­ო­და­თქო. წე­ლი­წად­ზე მე­ტია ში­გა­და­შიგ ფე­ის­ბუქ­ზე ვწერ, რო­გორ მინ­და ცო­ცხა­ლი იყო და გა­მოჩ­ნდეთ­ქო. ბოლო პოს­ტი "და­სი­ნუ­ლია", არა­და დღეს მისი ცხე­და­რი იპო­ვეს... ძარ­ღვებ­ში სის­ხლის გა­ყინ­ვა ზუს­ტად არ ვიცი რა გრძნო­ბაა - ალ­ბათ უფრო მხატ­ვრუ­ლი გა­მოთ­ქმაა, და თუ მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლად არ ამ­ბო­ბენ მა­შინ სწო­რად ასე იყი­ნე­ბა სის­ხლი, რო­გორც მე და­მე­მარ­თა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბა­ზე. ჩემი მე­გობ­რის ცხე­და­რი იპო­ვეს, კო­ჯორ­ში, კას­რში, ცე­ლე­ფო­ნა­ში გახ­ვე­ლი, ზე­მო­დან მჟა­ვა მოს­ხმუ­ლი არა­და ის სულ რა­ღაც 27 წლის იყო, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და სხვა რომ არა­ფე­რი ის ჩემი მე­გო­ბა­რი იყო.

ერ­თმა­ნე­თი ახალ­გაზ­რდულ პარ­ლა­მენ­ტში გა­ვი­ცა­ნით, არა­და ორი­ვე დევ­ნი­ლე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დით და ერ­თმა­ნეთს სა­მარ­შუ­ტო ტაქსში ხში­რად ვხვდე­ბო­დით. ის უკვე წინა მოწ­ვე­ვის დე­ლე­გა­ტი იყო, მე დამ­წყე­ბი "პო­ლი­ტი­კო­სი" სულ მეხ­მა­რე­ბო­და, სულ ხელს მი­წყობ­და რა­ღაც პრო­ექ­ტი გა­მომ­სვლო­და, მერე მე­ლო­დე­ბო­და და თბი­ლი­სის ზღვა­ზე ხან ფე­ხით, ხან შემ­თხვე­ვით გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნით, თუ გაგ­ვი­მარ­თლებ­და "მარ­შუტ­კით" ავ­დი­ო­დით სამ კი­ლო­მეტრს. გზა­ში მი­ლი­ონ გეგ­მას ვა­წყობ­დით მო­მა­ვალ­ზე. მე სულ ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და, მას ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა. სახ­ლში მი­სუ­ლე­ბი მერე ტე­ლე­ფონ­ზე ვაგ­რძე­ლებ­დით სა­უ­ბარს, სა­ნამ ნატო დე­ი­და არ ჩაგ­ვერ­თვე­ბო­და. ისე ნატო დე­ი­დას უფრო ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ხოლ­მე ტე­ლე­ფონ­ზე, სა­დღაც ახ­ლაც მეს­მის მისი ხმა. ყვე­ლა მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი გუ­რო­თი იწყე­ბო­და და მი­სით­ვე მთავ­რდე­ბო­და. რო­გორც მთლი­ა­ნად მისი ცხოვ­რე­ბა...

ერთი წლის წინ ნატო დე­ი­და სა­კუ­თარ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. გუ­რა­მი მას შემ­დეგ და­კარ­გუ­ლია. სა­მარ­თლებ­რი­ვად პირ­ვე­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი შვი­ლი იყო, მაგ­რამ ამ ერთი წლის მან­ძილ­ზე ერთხე­ლაც არ მი­ფიქ­რია რომ დე­დას მოკ­ლავ­და. ისი­ნი სხვა­ნა­ი­რი დედა-შვი­ლი იყ­ვნენ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დედა-შვი­ლო­ბა ჰქონ­დათ. ალ­ბათ კარ­გია რომ ახლა ნატო დე­ი­და მკვდა­რია და კო­ჯორ­ში, კას­რში ნა­პოვნ ბიჭ­ზე ცხე­დარ­ზე, გვამ­ზე, თუ რა უნდა ვთქვა რომ არ ვიცი, ამ­ბავს არ იგებს.

ჩემი მე­გო­ბა­რის ცხე­და­რი იპო­ვეს არა­და ერთი წე­ლია ვე­ლო­დე­ბი რომ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ახლა ვფიქ­რობ ვინ უნდა დაკ­რძა­ლოს? ვერც მის საფ­ლავ­ზე მი­ვალ, ალ­ბათ არც სუ­რა­თი­ა­ნი ძეგლი ექ­ნე­ბა... თუმ­ცა უკვე მთე­ლი სა­ა­თია ჩემ­მა ტვინ­მა თუ გულ­მა "იქ­ნებ" მე­ქა­ნიზ­მი აა­მოქ­მე­და. იქ­ნებ ეს ცხე­და­რი ჩემი მე­გობ­რის არ არის, იქ­ნებ ისევ ცო­ცხა­ლია, იქ­ნებ ქუ­ჩა­ში სა­დღაც ისევ შემ­ხვდეს, იქ­ნებ, იქ­ნებ, ჯან­და­ბას იქ­ნებ....." - წერს პოს­ტში მოკ­ლუ­ლი გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის მე­გო­ბა­რი.

წა­ი­კი­თხეთ: დედა-შვი­ლი კვე­ზე­რე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლია - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი ორი და­ნა­შა­უ­ლის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"დღეს ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს..." - სულისშემძვრელი პოსტი მოკლული დედა-შვილი კვეზერელების შესახებ

"დღეს ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს..." - სულისშემძვრელი პოსტი მოკლული დედა-შვილი კვეზერელების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გახსნა. 2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი - 1986 წელს დაბადებული გურამ კვეზერელი გაუჩინარდა. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მკვლელობიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, წუხელ კოჯორში ერთ-ერთი აგარაკის ეზოში კასრში დამარხული იპოვეს.

სასტიკად მოკლული დედა-შვილის შესახებ, ემოციურ პოსტს წერს ჟურნალისტი ეკა წივწივაძე, რომელიც გურამ კვეზერელთან მეგობრობდა: "დღეს ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს... აი ახლა ამ სიტყვებს ვწერ და ვერასდროს გადმოვცემ იმ განცდას რაც ამ სიტყვების გააზრებისას მომდის. მინდა მასზე დავწერო, მასზე მოგიყვეთ... წელიწადზე მეტია დაკარგულია - წელიწადზე მეტი დროა ველოდები რომ ცოცხალი გამოჩნდება. წელიწადზე მეტია ვფიქრობ დედას არ მოკლავდა და თვითონ არ გაიქცეოდათქო. წელიწადზე მეტია შიგადაშიგ ფეისბუქზე ვწერ, როგორ მინდა ცოცხალი იყო და გამოჩნდეთქო. ბოლო პოსტი "დასინულია", არადა დღეს მისი ცხედარი იპოვეს... ძარღვებში სისხლის გაყინვა ზუსტად არ ვიცი რა გრძნობაა - ალბათ უფრო მხატვრული გამოთქმაა, და თუ მხოლოდ მხატვრულად არ ამბობენ მაშინ სწორად ასე იყინება სისხლი, როგორც მე დამემართა ამ ინფორმაციის გაგებაზე. ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს, კოჯორში, კასრში, ცელეფონაში გახველი, ზემოდან მჟავა მოსხმული არადა ის სულ რაღაც 27 წლის იყო, ძალიან ჭკვიანი, მიზანდასახული და სხვა რომ არაფერი ის ჩემი მეგობარი იყო.

ერთმანეთი ახალგაზრდულ პარლამენტში გავიცანით, არადა ორივე დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და ერთმანეთს სამარშუტო ტაქსში ხშირად ვხვდებოდით. ის უკვე წინა მოწვევის დელეგატი იყო, მე დამწყები "პოლიტიკოსი" სულ მეხმარებოდა, სულ ხელს მიწყობდა რაღაც პროექტი გამომსვლოდა, მერე მელოდებოდა და თბილისის ზღვაზე ხან ფეხით, ხან შემთხვევით გაჩერებული მანქანით, თუ გაგვიმართლებდა "მარშუტკით" ავდიოდით სამ კილომეტრს. გზაში მილიონ გეგმას ვაწყობდით მომავალზე. მე სულ ჟურნალისტობა მინდოდა, მას ტურიზმის სფეროში ძალების მოსინჯვა. სახლში მისულები მერე ტელეფონზე ვაგრძელებდით საუბარს, სანამ ნატო დეიდა არ ჩაგვერთვებოდა. ისე ნატო დეიდას უფრო ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე ტელეფონზე, სადღაც ახლაც მესმის მისი ხმა. ყველა მისი სატელეფონო ზარი გუროთი იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. როგორც მთლიანად მისი ცხოვრება...

ერთი წლის წინ ნატო დეიდა საკუთარ სახლში სასტიკად მოკლული იპოვეს. გურამი მას შემდეგ დაკარგულია. სამართლებრივად პირველი ეჭვმიტანილი შვილი იყო, მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე ერთხელაც არ მიფიქრია რომ დედას მოკლავდა. ისინი სხვანაირი დედა-შვილი იყვნენ, განსხვავებული დედა-შვილობა ჰქონდათ. ალბათ კარგია რომ ახლა ნატო დეიდა მკვდარია და კოჯორში, კასრში ნაპოვნ ბიჭზე ცხედარზე, გვამზე, თუ რა უნდა ვთქვა რომ არ ვიცი, ამბავს არ იგებს.

ჩემი მეგობარის ცხედარი იპოვეს არადა ერთი წელია ველოდები რომ გამოჩნდებოდა, ახლა ვფიქრობ ვინ უნდა დაკრძალოს? ვერც მის საფლავზე მივალ, ალბათ არც სურათიანი ძეგლი ექნება... თუმცა უკვე მთელი საათია ჩემმა ტვინმა თუ გულმა "იქნებ" მექანიზმი აამოქმედა. იქნებ ეს ცხედარი ჩემი მეგობრის არ არის, იქნებ ისევ ცოცხალია, იქნებ ქუჩაში სადღაც ისევ შემხვდეს, იქნებ, იქნებ, ჯანდაბას იქნებ....." - წერს პოსტში მოკლული გურამ კვეზერელის მეგობარი.

წაიკითხეთ: დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმე გახსნილია - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი დანაშაულის ახალი დეტალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს