პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ წელს დაიბადა ქრისტე? - როგორ ქმნიდნენ კალენდარს სხვადასხვა ცივილიზაციები
რომელ წელს დაიბადა ქრისტე? - როგორ ქმნიდნენ კალენდარს სხვადასხვა ცივილიზაციები

კა­ლენ­და­რი - დღე­ე­ბის­გან და თვე­ე­ბის­გან შემ­დგა­რი პი­რო­ბი­თი სის­ტე­მაა, რო­მელ­საც კა­ცობ­რი­ო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იყე­ნებს. ვარ­სკვლა­ვებ­ზე და ციურ სხე­უ­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, ძვე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დრო­ის ათ­ვლის სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბას და მის გარ­კვე­ულ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­ში მოქ­ცე­ვას ცდი­ლობ­დნენ.

ყო­ველ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას კა­ლენ­დრის წარ­მო­ე­ბის სა­კუ­თა­რი მე­თო­დი ჰქონ­და. პირ­ვე­ლი კა­ლენ­და­რი ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში შექ­მნეს. დრო­ის ათ­ვლის სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის სა­ჭი­რო­ე­ბა ნი­ლო­სის ადი­დე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. წე­ლი­წა­დის თით­ქმის ერთი და იგი­ვე დროს ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე მო­სა­ვალს ღუ­პავ­და. ამი­ტო­მაც ეგ­ვიპ­ტე­ლებს მო­სავ­ლის დრო­უ­ლად აღე­ბის­თვის მდი­ნა­რის ადი­დე­ბის დრო წი­ნას­წარ უნდა სცოდ­ნო­დათ. ის­ტო­რი­უ­ლად ცნო­ბი­ლია, რომ პირ­ვე­ლი ძველ ეგ­ვიპ­ტუ­რი კა­ლენ­და­რი ქრის­ტეს შო­ბამ­დე ანუ ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვით და­ახ­ლო­ე­ბით 4000 წლით თა­რიღ­დე­ბა. კა­ლენ­დრის წარ­მო­ე­ბის­თვის ისი­ნი ვარ­სკვლა­ვებს იყე­ნებ­დნენ. ქრის­ტეს შო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 2150 წლი­დან (ძვე­ლი სა­მე­ფოს ეპო­ქის და­სას­რუ­ლი) ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში კა­ლენ­დრის წარ­მო­ე­ბის სტი­ლი შე­იც­ვა­ლა. ამი­ე­რი­დან ჟამ­თაღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბა ტახ­ტზე ახა­ლი მმარ­თვე­ლის ას­ვლი­დან ხე­ლახ­ლა იწყე­ბო­და.

სხვა­დას­ხვა ერებს ჟამ­თაღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბის მი­მართ სხვა­დას­ხვა მიდ­გო­მა ჰქონ­დათ. ებ­რა­ე­ლე­ბის კა­ლენ­და­რი სამ­ყა­როს შექ­მნი­დან - ქრის­ტეს შო­ბამ­დე 3761 წლი­დან იწყე­ბა. ალექ­სან­დრი­უ­ლი ქრო­ნო­ლო­გი­ის სა­თა­ვე უფრო ძვე­ლია - 5493 წელი ქრის­ტეს შო­ბამ­დის. ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბის­თვის კა­ლენ­და­რი და­სა­ბამს რო­მის და­არ­სე­ბი­დან - ქრის­ტეს შო­ბამ­დე 753 წლი­დან იწყებს.

კა­ლენ­დრის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა რო­მის იმ­პე­რა­ტორ იუ­ლი­უს კე­ი­სარს ეკუთ­ვნის. ქრის­ტე­შო­ბამ­დე 45 წელს მან იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­და­რი შე­მო­ი­ღო. ახა­ლი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, ახა­ლი წელი პირ­ველ იან­ვარს იწყე­ბო­და. სწო­რედ ამ დღეს არ­ჩე­უ­ლი კონ­სუ­ლე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ინიშ­ნე­ბოდ­ნენ. კა­ლენ­და­რი 365 დღის­გან შედ­გე­ბო­და და 12 თვედ იყო და­ყო­ფი­ლი. ნა­კი­ან წე­ლი­წა­დად ით­ვლე­ბო­და ის წე­ლი­წა­დი, რომ­ლის რი­გი­თი ნო­მე­რი იყო­ფო­და 4-ზე უნაშ­თოდ. კე­ი­სა­რი ახა­ლი კა­ლენ­დრის შე­მო­ღე­ბი­დან 2 წე­ლი­წად­ში მოკ­ლეს. შემ­დგო­მი 36 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­კი­ა­ნი ყო­ვე­ლი 4-ე წე­ლი­წა­დი იყო. ნა­კი­ა­ნი წლის გან­სა­ზღვრის სის­ტე­მა მხო­ლოდ იმ­პე­რა­ტორ ავ­გუს­ტუ­სის დროს აღად­გი­ნეს.

იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­და­რი 1582 წელს რო­მის პა­პის, გრი­გოლ XIII-ის მიერ შე­მო­ღე­ბულ­მა კა­ლენ­დარ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. დღეს მას პლა­ნე­ტის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი იყე­ნებს. მისი ათ­ვლა ქრის­ტეს შო­ბი­დან ანუ 1-ელი წლი­დან იწყე­ბა. ოდეს­მე თუ და­ფიქ­რე­ბულ­ხართ, რა­ტომ პირ­ვე­ლი წლი­დან და არა 0-დან? მა­თე­მა­ტი­კა­ში და გე­ო­მეტ­რი­ა­ში ათ­ვლის წერ­ტი­ლი ხომ 0-ია. ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად ის­ტო­რი­ა­ში ცო­ტა­თი უკან უნდა გა­და­ვი­ნაც­ვლოთ.

ქრის­ტეს შო­ბი­დან ანუ ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვით 525 წელს, რო­მის მა­შინ­დელ­მა პაპ­მა იო­ა­ნე I-მა, ბერ დი­ო­ნი­სეს (Dionysius Exiguus) სა­აღ­დგო­მო ცხრი­ლე­ბის შექ­მნა და­ა­ვა­ლა. ჟამ­თაღ­რი­ცხვის ძვე­ლი სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის ნაც­ვლად, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მკაც­რი მდევ­ნე­ლის, რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს მმარ­თვლო­ბის პირ­ვე­ლი წლი­დან იწყე­ბო­და, დი­ო­ნი­სემ ათ­ვლის წერ­ტი­ლად ქრის­ტეს შობა აიღო. ტერ­მი­ნი "ქრის­ტეს შო­ბი­დან" სწო­რედ აქე­დან წარ­მო­იშ­ვა. თუმ­ცა ცხრი­ლე­ბის შედ­გე­ნი­სას იო­ა­ნემ შეც­დო­მა და­უშ­ვა. მა­შინ, ისე­ვე რო­გორც დღეს, ქრის­ტეს და­ბა­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბი იყო. სა­კუ­თარ გა­მოთ­ვლებ­ში მან ლუ­კას სა­ხა­რე­ბა მო­იშ­ვე­ლია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქა­და­გე­ბა ქრის­ტემ 30 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. ასე­ვე არას­წო­რედ იყო დათ­ვლი­ლი შო­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ქრის­ტეს ჯვარ­ცმის შემ­დეგ.

შეც­დო­მა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ახა­ლი სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, ქრის­ტე არა მი­ღე­ბულ ქრის­ტეს შო­ბის პირ­ველ წელს, არა­მედ ქრის­ტეს შო­ბამ­დე, ანუ ძვე­ლი წელთ აღ­რი­ცხვით 12-დან 4 წლამ­დე და­ი­ბა­და. ზუს­ტი წელი მეც­ნი­ერ­თა აქ­ტი­ურ და­ვის საგ­ნად დღემ­დე რჩე­ბა.

გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი კა­ნელ­და­რი ძა­ლა­ში 1582 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს შე­ვი­და. ახა­ლი სის­ტე­მის თა­ნახ­მად, ხუთ­შა­ბა­თის 4 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, პა­რას­კე­ვი 15 ოქ­ტომ­ბე­რი მო­დი­ო­და. იმა­ვე წელს კა­ლენ­და­რი ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში რეჩ პოს­პო­ლი­ტა­ში (ლიტ­ვის დიდი სამ­თავ­რო და პო­ლო­ნე­თი), საფ­რან­გეთ­სა და ლო­თა­რინ­გი­ა­ში ამოქ­მედ­და. რუ­სეთ­ში ახა­ლი კა­ლენ­და­რი 1918 წლის 26 იან­ვარს მი­ი­ღეს. დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 1918 წლის 31 იან­ვარს 14 თე­ბერ­ვა­ლი მოს­დევ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი სტი­ლი 1918 წელს შე­მო­ი­ღეს. ძვე­ლი სტი­ლით 18 აპ­რი­ლი გა­მო­ცხად­და ახა­ლი სტი­ლით 1 მა­ი­სად.

შე­და­რე­ბით გვი­ან გრი­გო­რი­ა­ნულ კა­ლენ­დარ­ზე სა­ბერ­ძნე­თი (1924), თურ­ქე­თი (1926) და ეგ­ვიპ­ტე (1928) გა­და­ვი­და.

მაგ­რამ სად წა­ვი­და 0? კე­ის­რის და გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, "ნუ­ლო­ვა­ნი წე­ლი­წა­დი" არ არ­სე­ბობს. ნული რო­გორც ციფ­რი, მა­შინ სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. ევ­რო­პა­ში ეს ციფ­რი პირ­ვე­ლად 1228 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს. "ნუ­ლო­ვა­ნი წლის" არარ­სე­ბო­ბა ჟამ­თაღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბა­ში გარ­კვე­ულ ცდო­მი­ლე­ბებს წარ­მო­შობს. არ­სე­ბუ­ლი კა­ლენ­დრით, ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე -1 წელს, ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვის 1 წელი მოს­დევს.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რომელ წელს დაიბადა ქრისტე? - როგორ ქმნიდნენ კალენდარს სხვადასხვა ცივილიზაციები

რომელ წელს დაიბადა ქრისტე? - როგორ ქმნიდნენ კალენდარს სხვადასხვა ცივილიზაციები

კალენდარი - დღეებისგან და თვეებისგან შემდგარი პირობითი სისტემაა, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იყენებს. ვარსკვლავებზე და ციურ სხეულებზე დაკვირვებით, ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები დროის ათვლის სისტემის შემუშავებას და მის გარკვეულ კანონზომიერებაში მოქცევას ცდილობდნენ.

ყოველ ცივილიზაციას კალენდრის წარმოების საკუთარი მეთოდი ჰქონდა. პირველი კალენდარი ძველ ეგვიპტეში შექმნეს. დროის ათვლის სპეციალური სისტემის საჭიროება ნილოსის ადიდებამ განაპირობა. წელიწადის თითქმის ერთი და იგივე დროს ადიდებული მდინარე მოსავალს ღუპავდა. ამიტომაც ეგვიპტელებს მოსავლის დროულად აღებისთვის მდინარის ადიდების დრო წინასწარ უნდა სცოდნოდათ. ისტორიულად ცნობილია, რომ პირველი ძველ ეგვიპტური კალენდარი ქრისტეს შობამდე ანუ ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 4000 წლით თარიღდება. კალენდრის წარმოებისთვის ისინი ვარსკვლავებს იყენებდნენ. ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2150 წლიდან (ძველი სამეფოს ეპოქის დასასრული) ძველ ეგვიპტეში კალენდრის წარმოების სტილი შეიცვალა. ამიერიდან ჟამთაღრიცხვიანობა ტახტზე ახალი მმართველის ასვლიდან ხელახლა იწყებოდა.

სხვადასხვა ერებს ჟამთაღრიცხვიანობის მიმართ სხვადასხვა მიდგომა ჰქონდათ. ებრაელების კალენდარი სამყაროს შექმნიდან - ქრისტეს შობამდე 3761 წლიდან იწყება. ალექსანდრიული ქრონოლოგიის სათავე უფრო ძველია - 5493 წელი ქრისტეს შობამდის. ძველი რომაელებისთვის კალენდარი დასაბამს რომის დაარსებიდან - ქრისტეს შობამდე 753 წლიდან იწყებს.

კალენდრის ისტორიაში პირველი რადიკალური ცვლილება რომის იმპერატორ იულიუს კეისარს ეკუთვნის. ქრისტეშობამდე 45 წელს მან იულიუსის კალენდარი შემოიღო. ახალი კალენდრის მიხედვით, ახალი წელი პირველ იანვარს იწყებოდა. სწორედ ამ დღეს არჩეული კონსულები თანამდებობაზე ინიშნებოდნენ. კალენდარი 365 დღისგან შედგებოდა და 12 თვედ იყო დაყოფილი. ნაკიან წელიწადად ითვლებოდა ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი იყოფოდა 4-ზე უნაშთოდ. კეისარი ახალი კალენდრის შემოღებიდან 2 წელიწადში მოკლეს. შემდგომი 36 წლის განმავლობაში ნაკიანი ყოველი 4-ე წელიწადი იყო. ნაკიანი წლის განსაზღვრის სისტემა მხოლოდ იმპერატორ ავგუსტუსის დროს აღადგინეს.

იულიუსის კალენდარი 1582 წელს რომის პაპის, გრიგოლ XIII-ის მიერ შემოღებულმა კალენდარმა ჩაანაცვლა. დღეს მას პლანეტის უმეტესი ნაწილი იყენებს. მისი ათვლა ქრისტეს შობიდან ანუ 1-ელი წლიდან იწყება. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ პირველი წლიდან და არა 0-დან? მათემატიკაში და გეომეტრიაში ათვლის წერტილი ხომ 0-ია. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ისტორიაში ცოტათი უკან უნდა გადავინაცვლოთ.

ქრისტეს შობიდან ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით 525 წელს, რომის მაშინდელმა პაპმა იოანე I-მა, ბერ დიონისეს (Dionysius Exiguus) სააღდგომო ცხრილების შექმნა დაავალა. ჟამთაღრიცხვის ძველი სისტემის გამოყენების ნაცვლად, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების მკაცრი მდევნელის, რომის იმპერატორის დიოკლიტიანეს მმართვლობის პირველი წლიდან იწყებოდა, დიონისემ ათვლის წერტილად ქრისტეს შობა აიღო. ტერმინი "ქრისტეს შობიდან" სწორედ აქედან წარმოიშვა. თუმცა ცხრილების შედგენისას იოანემ შეცდომა დაუშვა. მაშინ, ისევე როგორც დღეს, ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობი იყო. საკუთარ გამოთვლებში მან ლუკას სახარება მოიშველია, რომლის თანახმადაც, ქადაგება ქრისტემ 30 წლის ასაკში დაიწყო. ასევე არასწორედ იყო დათვლილი შობათა რაოდენობა ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ.

შეცდომათა ერთობლიობამ განაპირობა, რომ ახალი სისტემის მიხედვით, ქრისტე არა მიღებულ ქრისტეს შობის პირველ წელს, არამედ ქრისტეს შობამდე, ანუ ძველი წელთ აღრიცხვით 12-დან 4 წლამდე დაიბადა. ზუსტი წელი მეცნიერთა აქტიურ დავის საგნად დღემდე რჩება.

გრიგორიანული კანელდარი ძალაში 1582 წლის 4 ოქტომბერს შევიდა. ახალი სისტემის თანახმად, ხუთშაბათის 4 ოქტომბრის შემდეგ, პარასკევი 15 ოქტომბერი მოდიოდა. იმავე წელს კალენდარი ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში რეჩ პოსპოლიტაში (ლიტვის დიდი სამთავრო და პოლონეთი), საფრანგეთსა და ლოთარინგიაში ამოქმედდა. რუსეთში ახალი კალენდარი 1918 წლის 26 იანვარს მიიღეს. დადგენილების თანახმად, 1918 წლის 31 იანვარს 14 თებერვალი მოსდევდა.

საქართველოში ახალი სტილი 1918 წელს შემოიღეს. ძველი სტილით 18 აპრილი გამოცხადდა ახალი სტილით 1 მაისად.

შედარებით გვიან გრიგორიანულ კალენდარზე საბერძნეთი (1924), თურქეთი (1926) და ეგვიპტე (1928) გადავიდა.

მაგრამ სად წავიდა 0? კეისრის და გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, "ნულოვანი წელიწადი" არ არსებობს. ნული როგორც ციფრი, მაშინ საერთოდ არ არსებობდა. ევროპაში ეს ციფრი პირველად 1228 წელს გამოიყენეს. "ნულოვანი წლის" არარსებობა ჟამთაღრიცხვიანობაში გარკვეულ ცდომილებებს წარმოშობს. არსებული კალენდრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე -1 წელს, ჩვენი წელთაღრიცხვის 1 წელი მოსდევს.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს

"დღეს მთვარის 1-ლი დაბნელებაა" - რატომ შეარქვეს ასტროლოგებმა 2020-ს აპოკალიფსის წელი და რას შეცვლის მოსალოდნელი რეკორდული დაბნელებები

"ქმრით მანიპულირებს... მაინც დააშორა ძმები ერთმანეთს" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ჰარისა და მეგანის უარს სამეფო სტატუსზე