სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: არჩევნები თსუ-ში
დღის ფოტო: არჩევნები თსუ-ში

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის არ­ჩევ­ნე­ბი იმარ­თე­ბა. რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ირ­ჩევს უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი ან სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მელ­საც აქვს დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი. კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რა 10:00 სა­ა­თი­დან 18:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და ის თსუ-ს პირ­ველ კორ­პუს­ში, სა­აქ­ტო დარ­ბა­ზის ფო­ი­ე­ში იმარ­თე­ბა. არ­ჩევ­ნებს 16 ინ­დი­ვი­დი­ა­უ­ლუ­რი პირი და ოთხი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია აკ­ვირ­დე­ბა.

არ­ჩევ­ნებ­ში სულ 1 311 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა ოთხი კან­დი­და­ტუ­რა: ცირა ბა­რა­მი­ძე (თსუ-ს პრო­ფე­სო­რი), ლე­ვან გორ­დე­ზი­ა­ნი (თსუ -ს პრო­ფე­სო­რი), და­რე­ჯან თვალ­თვა­ძე (თსუ-ს პრო­ფე­სო­რი, რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე) და გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე (თე­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე).

არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა თსუ-ს რექ­ტორ­მა ლადო პა­პა­ვა­მაც. მისი თქმით, "დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტი ირ­ჩევს რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს, ასე­თი რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ა­ში არ მომ­ხდა­რა. ძა­ლი­ან დი­დია და­ინ­ტე­რე­სე­ბა - არის ამომ­რჩევ­ლის რიგი, რაც კარ­გია. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს პრო­ცე­დუ­რა დამ­თავ­რდეს მშვიდ გა­რე­მო­ში, ობი­ექ­ტუ­რად შე­ჯამ­დეს შე­დე­გე­ბი და უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შეძ­ლოს გამჭვირ­ვა­ლედ გა­აგ­რძე­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის ხელ­ძღვა­ნე­ლო­ბით", - გა­ნა­ცხა­და პა­პა­ვამ.

არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი დღეს­ვე, კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 სა­ა­თის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მი­სი­ვე თქმით, რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებს შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე და ჩა­ა­ნაც­ვლებს ამ­ჟა­მინ­დელ მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ ვლა­დი­მერ პა­პა­ვას.

ფოტო: და­ვით ტე­ტე­ლოშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დღის ფოტო: არჩევნები თსუ-ში

დღის ფოტო: არჩევნები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები იმართება. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კენჭისყრის პროცედურა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება და ის თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება. არჩევნებს 16 ინდივიდიაულური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

არჩევანი გააკეთა თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამაც. მისი თქმით, "დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან უნივერსიტეტი ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასეთი რამ უნივერსიტეტის ისტორიაში არ მომხდარა. ძალიან დიდია დაინტერესება - არის ამომრჩევლის რიგი, რაც კარგია. ყველაზე მთავარია, ეს პროცედურა დამთავრდეს მშვიდ გარემოში, ობიექტურად შეჯამდეს შედეგები და უნივერსიტეტმა შეძლოს გამჭვირვალედ გააგრძელოს საქმიანობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელძღვანელობით", - განაცხადა პაპავამ.

არჩევნების შედეგები დღესვე, კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე მუშაობას დაიწყებს შედეგების გამოცხადებისთანავე და ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ პაპავას.

ფოტო: დავით ტეტელოშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია