Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაეროს გენერალური მდივნები საქართველოში და კურიოზული ინციდენტი, რომელიც ბუტროს ბუტროს გალის თბილისში გადახდა
გაეროს გენერალური მდივნები საქართველოში და კურიოზული ინციდენტი, რომელიც ბუტროს ბუტროს გალის თბილისში გადახდა

სა­ქარ­თვე­ლოს მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლოს გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ბან კი მუნი ეწ­ვე­ვა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი 23-24 აპ­რილს შედ­გე­ბა, რის ფარ­გლებ­შიც ბან კი მუნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ 1994 წლის შემ­დეგ ეს იქ­ნე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ბან კი მუნი თბი­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მოწ­ვე­ვით ეს­ტუმ­რე­ბა, რის შემ­დე­გაც ვი­ზიტს სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­ნაგ­რძობს.

ის, რომ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნე­ბის ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლო გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ არის, ცხა­დია. AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ქრო­ნო­ლო­გია და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა.

რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, პირ­ვე­ლად გა­ე­როს უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი სა­ქარ­თვე­ლოს 1994 წელს ეს­ტუმ­რა. მა­შინ გა­ე­როს ეგი­დით მიმ­დი­ნა­რე სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი იყო და ამ პრო­ცეს­მა, აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის მო­წეს­რი­გე­ბის კუ­თხით, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვერ მო­ი­ტა­ნა. ბუტ­როს ბუტ­როს გა­ლის თბი­ლის­ში ვი­ზიტს წინ უძღო­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მიერ 1993 წლის 2 ივ­ლისს მის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს აფხა­ზეთ­ში შექ­მნილ მძი­მე კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვას სთხოვ­და: "ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლია, რომ მას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს კონ­ფლიქ­ტის მას­შტა­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი გა­ფარ­თო­ე­ბა, რაც მა­ი­ძუ­ლებს კი­დევ ერთხელ მოგ­მარ­თოთ თხოვ­ნით, გა­ნი­ხი­ლოთ ეს სა­კი­თხი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე" - აღ­ნიშ­ნავ­და პრე­ზი­დენ­ტი წე­რილ­ში.

აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხში გა­ლის წვლილ­ზე ბევ­რს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, თუმ­ცა გენმდივ­ნის თბი­ლი­სუ­რი ვი­ზი­ტი­დან ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი მე­დი­ის მეხ­სი­ე­რე­ბას ერთი კუ­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი შე­მორ­ჩა. ბუტ­როს ბუტ­როს გალი თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის დროს, გა­ე­როს მშე­ნე­ბა­რე ოფი­სის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წა­იყ­ვა­ნეს. შე­ნო­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ფეხი და­უც­და და მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­და. ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად მას სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ღია, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან შეხ­ვედ­რა გა­ე­როს მა­ღალ­ჩი­ნო­სანს შუბ­ლზე მოზ­რდი­ლი "კო­პით" უწევ­და. ცნო­ბის­თვის, ბუტ­როს ბუტ­როს გალი გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად 1992 წელს აირ­ჩი­ეს. ის არა­ბუ­ლი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი და დღემ­დე უკა­ნას­კნე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

2005 წლის 19 ნო­ემ­ბერს თბი­ლისს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კოფი ანა­ნი ეწ­ვია. ვი­ზი­ტი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი, მე­ტიც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სტუმ­რო­ბი­სას კოფი ანან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად მი­ი­ღო. გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლი დახ­ვდა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა კი პრე­ზი­დენ­ტთან შედ­გა. "სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ჰქონ­დეს გა­ე­როს იმე­დი", - ამ სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა თა­ვი­სი რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მა­შინ­დე­ლი მე­დი­ით ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბა, რომ კოფი ანან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­მოკ­ლე ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­წყვი­ტა აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ კი, გა­ლის რა­ი­ონ­ში ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე კი ის საქ­მის კურ­სში მის­მა პი­რად­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ი­დი ტა­ლი­ა­ვი­ნიმ ჩა­ა­ყე­ნა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

გაეროს გენერალური მდივნები საქართველოში და კურიოზული ინციდენტი, რომელიც ბუტროს ბუტროს გალის თბილისში გადახდა

გაეროს გენერალური მდივნები საქართველოში და კურიოზული ინციდენტი, რომელიც ბუტროს ბუტროს გალის თბილისში გადახდა

საქართველოს მიმდინარე კვირის ბოლოს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი 23-24 აპრილს შედგება, რის ფარგლებშიც ბან კი მუნი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1994 წლის შემდეგ ეს იქნება გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. გაერო-ს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესტუმრება, რის შემდეგაც ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში განაგრძობს.

ის, რომ გაეროს გენერალური მდივნების ვიზიტით საქართველო განებივრებული არ არის, ცხადია. AMBEBI.GE შეეცადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ვიზიტის ქრონოლოგია და სხვა საინტერესო დეტალები გაეხსენებინა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პირველად გაეროს უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოს 1994 წელს ესტუმრა. მაშინ გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი ახალი დაწყებული იყო და ამ პროცესმა, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით, წარმატებები ვერ მოიტანა. ბუტროს ბუტროს გალის თბილისში ვიზიტს წინ უძღოდა ედუარდ შევარდნაძის მიერ 1993 წლის 2 ივლისს მისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს აფხაზეთში შექმნილ მძიმე კონფლიქტურ სიტუაციაში გარკვევას სთხოვდა: "ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ მას შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის მასშტაბის გაუთვალისწინებელი გაფართოება, რაც მაიძულებს კიდევ ერთხელ მოგმართოთ თხოვნით, განიხილოთ ეს საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე" - აღნიშნავდა პრეზიდენტი წერილში.

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში გალის წვლილზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, თუმცა გენმდივნის თბილისური ვიზიტიდან ქართული და უცხოური მედიის მეხსიერებას ერთი კურიოზული ინციდენტი შემორჩა. ბუტროს ბუტროს გალი თბილისში ვიზიტის დროს, გაეროს მშენებარე ოფისის დასათვალიერებლად წაიყვანეს. შენობის მონახულებისას გენერალურ მდივანს ფეხი დაუცდა და მეორე სართულიდან ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ჟურნალისტებთან და ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გაეროს მაღალჩინოსანს შუბლზე მოზრდილი "კოპით" უწევდა. ცნობისთვის, ბუტროს ბუტროს გალი გაეროს გენერალურ მდივნად 1992 წელს აირჩიეს. ის არაბული ქვეყნის პირველი და დღემდე უკანასკნელი წარმომადგენელი იყო ამ თანამდებობაზე.

2005 წლის 19 ნოემბერს თბილისს რამდენიმე საათით გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ეწვია. ვიზიტი არაოფიციალური, მეტიც მოულოდნელი იყო. ახლო აღმოსავლეთში სტუმრობისას კოფი ანანმა საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო. გაეროს გენერალურ მდივანს თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დახვდა, ოფიციალური შეხვედრა კი პრეზიდენტთან შედგა. "საქართველოს უნდა ჰქონდეს გაეროს იმედი", - ამ სიტყვებით დაასრულა გაეროს გენერალურმა მდივანმა თავისი რამდენიმესაათიანი ვიზიტი საქართველოში.

მაშინდელი მედიით ვრცელდებოდა ცნობა, რომ კოფი ანანმა საქართველოში ხანმოკლე ვიზიტის განხორციელება მოულოდნელად გადაწყვიტა აფხაზეთში, კერძოდ კი, გალის რაიონში ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე კი ის საქმის კურსში მისმა პირადმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰაიდი ტალიავინიმ ჩააყენა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."