17 და 18 აპრილს მოსკოვის მიუზიკ-ჰოლში საბავშვო ახალი ტალღის (Детская Новая волна 2016-ს) ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 15 კონკურსანტი აირჩიეს. ფინალისტები თავიანთ ქვეყნებს წარადგენენ კონკურსზე.
საბავშვო ახალი ტალღის კონკურსი ყირიმში ზაფხულში გაიმართება. საქართველოს მუსიკალურ კონკურსზე 12 წლის Lizi-Pop-ი (ლიზა ჯაფარიძე) წარადგენს, რომელმაც უკვე მიიღო მონაწილეობა 2014 წელს გამართულ "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით.
თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტი: წელს კონკურსზე ცალკე იქნება წარმოდგენილი აფხაზეთი, რომლის კონკურსანტიც მილენა ბარციცია. დანარჩენი კონკურსანტები კი შემდეგნაირად გამოიყურებიან: რუსეთი: ნონა ეგანიანი, ალექსეი ზაბუგინი, მარია მიროვა, ჯგუფი "ტრიო"; სომხეთი: მიხაილ გრიგორიანი; ბელორუსი: რუსლანა პანჩიშინა; ყირგიზეთი: ვერონიკა ინკიკო; კორეა: იუ დანიილი; ლატვია: ანასტასია იაჩმენკინა; მალტა: ეილა მანგიონი; რუმინეთი: დინუ ილინკა; უკრაინა: სოფია ბონდარენკო, მარია-დანიელა ტრახტენბერგი.