მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწისქვეშა წყლებს შეუძლია მთელი თბილისი გაათბოს?!
მიწისქვეშა წყლებს შეუძლია მთელი თბილისი გაათბოს?!

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის სიხ­ში­რე და მის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გა­რე­მოს დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სულ უფრო ხში­რად გვა­ფიქ­რებს. მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, თუკი ამ­ჟა­მინ­დე­ლი თა­ო­ბა არ შე­ამ­ცი­რებს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ყო­ფას, მათ ისე­თი ექ­სტრე­მა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის ატა­ნა მო­უ­წევთ, რო­გო­რი­ცაა მი­წისძვრე­ბი, წყალ­დი­დო­ბე­ბი და ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. ეკო­სის­ტე­მას რომ დაც­ვა და გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, უცხო აღა­რა­ვის­თვის არის, მაგ­რამ რო­გორ, ამა­ზე კა­ცობ­რი­ო­ბა ჯერ კი­დევ ფიქ­რობს. ფაქ­ტია, რომ არ­სე­ბულ ბუ­ნებ­რივ სიმ­დიდ­რეს სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა.

გე­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ნო­დარ ცერ­ცვა­ძე უკვე წლე­ბია გე­ო­თერ­მუ­ლი ენერ­გი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი ცხე­ლი წყლით მო­სახ­ლე­ო­ბის მო­მა­რა­გე­ბის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს და მის და­ფი­ნან­სე­ბას მთავ­რო­ბი­სა თუ კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რე­ბის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ ელის. ამ­ბობს, რომ სწო­რი და­გეგ­მა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, მი­წის­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ულე­ვი რე­სურ­სი (გე­ო­თერ­მუ­ლი წყლე­ბი) მთე­ლი თბი­ლი­სის გათ­ბო­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბას ხარ­ჯი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­ცირ­დე­ბა.

- პირ­ველ რიგ­ში აგ­ვიხ­სე­ნით, რას გუ­ლის­ხმობს პრო­ექ­ტი და რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია მთე­ლი თბი­ლი­სის გე­ო­თერ­მუ­ლი წყლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გათ­ბო­ბა?

ნო­დარ ცერ­ცვა­ძე: "დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ე. წ. ენერ­გი­ის გა­ნახ­ლე­ბა­დი წყა­რო­ე­ბი: ქარი, მზე, ზღვის ტალ­ღე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი და ჩვენ­თვის ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, გე­ო­თერ­მუ­ლი ენერ­გია. გე­ო­თერ­მუ­ლი სით­ბო ულე­ვი და ამავდრო­უ­ლად ყვე­ლა­ზე იაფი გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­როა. რაც მთა­ვა­რია, ამით სა­ქარ­თვე­ლო და გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლი­სი, ძა­ლი­ან მდი­და­რია. შავი ზღვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 44 ცხე­ლი წყლის აბა­ნო გვაქვს, სა­ი­და­ნაც 30 გრა­დუ­სი­დან 112 გრა­დუ­სამ­დე ცხე­ლი წყა­ლი ამო­დის. მი­წის სიღ­რმუ­ლი სით­ბო, რო­მე­ლიც მი­წის­ქვე­შა წყლებს ზე­და­პირ­ზე ამო­აქვს, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში უნდა გა­კეთ­დეს ერ­თმა­ნე­თის­გან მცი­რე­დით და­შო­რე­ბუ­ლი, 3 ათას მეტ­რი სიღ­რმის ორ-ორი ჭა­ბურ­ღი­ლი. ჭა­ბურ­ღი­ლი­დან წყა­ლი შევა მომ­ხმა­რე­ბელ­თან, შემ­დეგ კი ეს გა­ცი­ე­ბუ­ლი წყა­ლი, რო­მელ­საც წა­ვარ­თვით სით­ბო, უკან, მე­ო­რე ჭა­ბურ­ღილ­ში ჩა­იღ­ვრე­ბა. ეს იმის­თვის, რომ წყა­ლი არ და­ი­ხარ­ჯოს, არ შემ­ცირ­დეს მისი რა­ო­დე­ნო­ბა. გა­მო­დის, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს სა­ბა­დო და­კე­ტი­ლი გვაქვს. ასე­თი გე­ო­თერ­მუ­ლი სად­გუ­რის თერ­მუ­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბა უწყვე­ტი და ულე­ვი იქ­ნე­ბა.

- რამ­დე­ნი ჭა­ბურ­ღი­ლის შექ­მნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი თბი­ლის­ში და რა სიღ­რმე­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა ბუ­ნებ­რი­ვი რე­ზერ­ვუ­ა­რი?

- გე­ო­თერ­მუ­ლი წყლე­ბი 2-3 ათა­სი მეტ­რის სიღ­რმე­ზე ცხელ­დე­ბა. თერ­მო­წყალ­შემ­ცვე­ლი ჰო­რი­ზონ­ტის გან­ლა­გე­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი რუკა შედ­გე­ნი­ლია. ის გვიჩ­ვე­ნებს ქა­ლა­ქის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში ამ რე­ზერ­ვუ­ა­რის სიღ­რმეს. მი­წის­ქვე­შა წყალ­შემ­ცვე­ლი ჰო­რი­ზონ­ტე­ბი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბით იკ­ვე­ბე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიწისქვეშა წყლებს შეუძლია მთელი თბილისი გაათბოს?!

მიწისქვეშა წყლებს შეუძლია მთელი თბილისი გაათბოს?!

ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირე და მისგან მიღებული სავალალო შედეგები გარემოს დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო ხშირად გვაფიქრებს. მეცნიერების აზრით, თუკი ამჟამინდელი თაობა არ შეამცირებს ატმოსფერული ნახშირორჟანგის გამოყოფას, მათ ისეთი ექსტრემალური კატაკლიზმების ატანა მოუწევთ, როგორიცაა მიწისძვრები, წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ეკოსისტემას რომ დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, უცხო აღარავისთვის არის, მაგრამ როგორ, ამაზე კაცობრიობა ჯერ კიდევ ფიქრობს. ფაქტია, რომ არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეს სწორი გამოყენება სჭირდება.

გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ნოდარ ცერცვაძე უკვე წლებია გეოთერმული ენერგიისგან მიღებული ცხელი წყლით მოსახლეობის მომარაგების პროექტზე მუშაობს და მის დაფინანსებას მთავრობისა თუ კერძო ინვესტორებისგან ჯერჯერობით უშედეგოდ ელის. ამბობს, რომ სწორი დაგეგმარების პირობებში, მიწისქვეშ არსებული ულევი რესურსი (გეოთერმული წყლები) მთელი თბილისის გათბობისთვის შეიძლება გამოვიყენოთ, რითაც მოსახლეობას ხარჯი მნიშვნელოვნად შეუმცირდება.

- პირველ რიგში აგვიხსენით, რას გულისხმობს პროექტი და რამდენად რეალურია მთელი თბილისის გეოთერმული წყლების საშუალებით გათბობა?

ნოდარ ცერცვაძე: "დღევანდელი მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, ძალიან პოპულარული გახდა და განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ე. წ. ენერგიის განახლებადი წყაროები: ქარი, მზე, ზღვის ტალღები, მდინარეები და ჩვენთვის ამჟამად ყველაზე საინტერესო, გეოთერმული ენერგია. გეოთერმული სითბო ულევი და ამავდროულად ყველაზე იაფი განახლებადი ენერგიის წყაროა. რაც მთავარია, ამით საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, ძალიან მდიდარია. შავი ზღვიდან მოყოლებული 44 ცხელი წყლის აბანო გვაქვს, საიდანაც 30 გრადუსიდან 112 გრადუსამდე ცხელი წყალი ამოდის. მიწის სიღრმული სითბო, რომელიც მიწისქვეშა წყლებს ზედაპირზე ამოაქვს, ჩვენ შეგვიძლია გონივრულად გამოვიყენოთ. პროექტის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში უნდა გაკეთდეს ერთმანეთისგან მცირედით დაშორებული, 3 ათას მეტრი სიღრმის ორ-ორი ჭაბურღილი. ჭაბურღილიდან წყალი შევა მომხმარებელთან, შემდეგ კი ეს გაციებული წყალი, რომელსაც წავართვით სითბო, უკან, მეორე ჭაბურღილში ჩაიღვრება. ეს იმისთვის, რომ წყალი არ დაიხარჯოს, არ შემცირდეს მისი რაოდენობა. გამოდის, რომ ფაქტობრივად, ეს საბადო დაკეტილი გვაქვს. ასეთი გეოთერმული სადგურის თერმული წყლით მომარაგება უწყვეტი და ულევი იქნება.

- რამდენი ჭაბურღილის შექმნაა შესაძლებელი თბილისში და რა სიღრმეზეა განლაგებული მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარი?

- გეოთერმული წყლები 2-3 ათასი მეტრის სიღრმეზე ცხელდება. თერმოწყალშემცველი ჰორიზონტის განლაგების სტრუქტურული რუკა შედგენილია. ის გვიჩვენებს ქალაქის ნებისმიერ წერტილში ამ რეზერვუარის სიღრმეს. მიწისქვეშა წყალშემცველი ჰორიზონტები ატმოსფერული ნალექებით იკვებება.

გაგრძელება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ

პანდემიის პერიოდში "შუმის" ღვინომ სამი ოქროს მედალი მოიპოვა