პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვირიკაშვილი-იუნკერის შეხვედრა სტრასბურგში: "ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას"
 კვირიკაშვილი-იუნკერის შეხვედრა სტრასბურგში: "ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას"

ევ­რო­კო­მი­სია სრუ­ლად უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უპი­რო­ბო ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჟან-კლოდ იუნ­კერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სტრას­ბურ­გში სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. შეხ­ვედ­რა­ზე ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახა­ლი პი­რო­ბე­ბი არ ექ­ნე­ბა, რამ­დე­ნა­დაც მთავ­რო­ბამ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რით, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა სრუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ჟან-კლოდ იუნ­კერს ვი­ზის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა­ში მისი პი­რა­დი თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

პრე­მი­ერ­მა და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა იმე­დი გა­მოთ­ქვეს, რომ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი უხ­ლო­ეს თვე­ებ­ში წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტით უვი­ზოდ გამ­გზავ­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

"ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ოთხპუნ­ქტი­ა­ნი რე­ფორ­მე­ბის გეგ­მით, რო­მე­ლიც სა­გა­და­სა­ხა­დო, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მას მო­ი­ცავს. მხა­რე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ცხინ­ვა­ლის ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მის შე­საძ­ლო ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის ირ­გვლივ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ის თხოვ­ნით მი­მარ­თა.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა", - აცხა­დე­ბენ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი 21 აპ­რილს ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვა. სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლამ­დე გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენტ პედ­რო აგ­რა­მუნ­ტსაც შეხ­ვდე­ბა. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ და­გეგ­მი­ლია მხა­რე­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია. სტრას­ბურ­გში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, პრე­მი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის 25 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ მი­ღე­ბას და­ეს­წრე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში და­ვით ბაქ­რა­ძე და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან, სტრას­ბურგს 21 აპ­რილს და­ტო­ვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კვირიკაშვილი-იუნკერის შეხვედრა სტრასბურგში: "ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას"

 კვირიკაშვილი-იუნკერის შეხვედრა სტრასბურგში: "ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას"

ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება. შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ახალი პირობები არ ექნება, რამდენადაც მთავრობამ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სრულად განახორციელა. გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვეს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უხლოეს თვეებში წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

"ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმით, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ და აღნიშნული საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თხოვნით მიმართა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტსაც შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმყოფებიან, სტრასბურგს 21 აპრილს დატოვებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."