10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოიპოვე ფასდაკლება თამაშით და შეხვდი საყვარელ ლიტერატურულ გმირებს - რა ელოდება მკითხველს წიგნის საერთაშორისო დღეს
მოიპოვე ფასდაკლება თამაშით და შეხვდი საყვარელ ლიტერატურულ გმირებს - რა ელოდება მკითხველს წიგნის საერთაშორისო დღეს

წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის 23 აპ­რი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა. ყვე­ლა, ვი­საც წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უყ­ვარს, ვის­თვი­საც მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ალ­ბათ, უჩ­ვე­უ­ლო მღელ­ვა­რე­ბით ელის 23 აპ­რილს. ეს არის დღე, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში წიგ­ნე­ბი­სა და მათი ავ­ტო­რე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­ნიშ­ვნას საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. სა­ქარ­თვე­ლო კი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­სას­წა­ულს 2003 წელს შე­უ­ერ­თდა და მისი სა­ხე­ლი უკვე იმ 80 ქვე­ყა­ნას შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც წიგ­ნის მი­მართ სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას წიგ­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­წყო­ბი­ლი სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ.

წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­ნიშ­ვნა სა­ფუძ­ველს 1923 წლის 23 აპ­რი­ლი­დან იღებს და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კა­ტა­ლო­ნი­ურ ტრა­დი­ცი­ას­თან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ერის მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნის, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის დღეს ბარ­სე­ლო­ნე­ლე­ბი და ქა­ლა­ქის ირ­გვლივ მცხოვ­რებ­ნი ვარ­დებს სჩუქ­ნიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ფაქ­ტი წიგ­ნით მო­ვაჭ­რე­თა გილ­დი­ას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და 1923 წლის 23 აპ­რილს გილ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხალ­ხს ვარ­დებ­თან ერ­თად, წიგ­ნე­ბიც აჩუ­ქეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1995 წელს, კა­ტა­ლო­ნი­ამ თა­ვი­სი დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ იუ­ნეს­კოს შე­ა­ტყო­ბი­ნა. ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მომ­ცე­მელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­აც შე­უ­ერ­თდა და გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 23 აპ­რი­ლი წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღედ გა­მო­ცხად­და. მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი წიგ­ნის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კი­თხვის შეყ­ვა­რე­ბა გახ­და.

რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო 2003 წლი­დან აწყობს წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ დღე­სას­წა­უ­ლებს. წელ­საც მრა­ვა­ლი აქ­ტი­ვო­ბაა და­გეგ­მი­ლი ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნად, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და ორი­გი­ნა­ლო­ბით ს/ქ East Point-ში "ბიბ­ლუ­სის" მიერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა.

"ბიბ­ლუ­სის" ინი­ცი­ა­ტი­ვით, ძვე­ლი კა­ტა­ლო­ნი­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 23 აპ­რილს წიგ­ნე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. "ბიბ­ლუ­სი" სტუმ­რებს წიგ­ნე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე ეპა­ტი­ჟე­ბა, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. ღო­ნის­ძი­ე­ბა წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს არას­ტან­დარ­ტულ ფას­დაკ­ლე­ბებს, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პერ­სო­ნა­ჟებ­თან შეხ­ვედ­რას, ყვა­ვი­ლებს, წიგ­ნის თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რებს და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჯემ-სე­ი­შენს სთა­ვა­ზობს.

ს/ქ "East Point"-ის სივ­რცე­ში ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, დარ­ცის თა­მა­შით თა­ვად მო­ი­პო­ვოს სა­სურ­ვე­ლი ფას­დაკ­ლე­ბა წიგ­ნებ­ზე. ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ნი­უ­ან­სი ის არის, რომ დარ­ცის გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­ი­ცა­ვენ. ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი გმი­რე­ბი: დონ კი­ხო­ტი, სან­ჩო პან­სა, რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა იქ­ნე­ბი­ან. 23 აპ­რი­ლი ეს არის დღე, რო­დე­საც მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ორი უდი­დე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სი და უი­ლი­ამ შექ­სპი­რი გარ­და­იც­ვა­ლა. სწო­რედ ამ მწერ­ლე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ახ­სე­ნე­ბენ თავს ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი სტუმ­რებს.

"ბიბ­ლუ­სი" და East Point-ი პა­ტა­რა მკი­თხვე­ლის­თვი­საც იზ­რუ­ნებს. "ბიბ­ლუ­სის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ წიგ­ნი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ პა­ტა­რებს სა­სი­ა­მოვ­ნო გარ­თო­ბა ელით. მათ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას სა­ო­ჯა­ხო გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი Focus Mokus შე­უქ­მნის, რათა 2016 წლის 23 აპ­რი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად იქ­ცეს.

ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი ელის ჟურ­ნალ "ში­ნის" მკი­თხველს. მხო­ლოდ ერთი დღე, 23 აპ­რილს, ჟურ­ნა­ლე­ბის მთე­ლი წლის კომ­პლექ­ტი - 4 სე­ზო­ნის 4 სა­უ­კე­თე­სო ნო­მე­რი, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 10 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა. არ გა­მოგრჩეთ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ერთი ჟურ­ნა­ლის სტან­დარ­ტუ­ლი ფასი 8 ლა­რია, ამ დღეს კი 10 ლა­რად მი­ი­ღებთ ერ­თდრო­უ­ლად 4 ჟურ­ნალს, "ში­ნის" ახალ, სა­გა­ზა­ფხუ­ლო ნო­მერ­თან ერ­თად.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მოიპოვე ფასდაკლება თამაშით და შეხვდი საყვარელ ლიტერატურულ გმირებს - რა ელოდება მკითხველს წიგნის საერთაშორისო დღეს

მოიპოვე ფასდაკლება თამაშით და შეხვდი საყვარელ ლიტერატურულ გმირებს - რა ელოდება მკითხველს წიგნის საერთაშორისო დღეს

წიგნის მოყვარული ადამიანებისთვის 23 აპრილი განსაკუთრებული დღეა. ყველა, ვისაც წიგნთან ურთიერთობა უყვარს, ვისთვისაც მხატვრული ლიტერატურის კითხვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ, უჩვეულო მღელვარებით ელის 23 აპრილს. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და მათი ავტორების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. საქართველო კი ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს 2003 წელს შეუერთდა და მისი სახელი უკვე იმ 80 ქვეყანას შორისაა, რომლებიც წიგნის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას წიგნის დღესთან დაკავშირებით მოწყობილი სხვადასხვა აქტივობებით გამოხატავენ.

წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საფუძველს 1923 წლის 23 აპრილიდან იღებს და დაკავშირებულია კატალონიურ ტრადიციასთან, რომლის მიხედვითაც ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ვარდებს სჩუქნიდნენ ერთმანეთს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ფაქტი წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ძალიან მოეწონა და 1923 წლის 23 აპრილს გილდიის წარმომადგენლებმა ხალხს ვარდებთან ერთად, წიგნებიც აჩუქეს. მოგვიანებით, 1995 წელს, კატალონიამ თავისი დღესასწაულის შესახებ იუნესკოს შეატყობინა. ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მისი მთავარი მიზანი კი წიგნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და ახალგაზრდებისთვის კითხვის შეყვარება გახდა.

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველო 2003 წლიდან აწყობს წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ დღესასწაულებს. წელსაც მრავალი აქტივობაა დაგეგმილი ამ დღის აღსანიშნად, თუმცა, განსაკუთრებული მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით ს/ქ East Point-ში "ბიბლუსის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება გამოირჩევა.

"ბიბლუსის" ინიციატივით, ძველი კატალონიური ტრადიციების გათვალისწინებით, 23 აპრილს წიგნებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართება. "ბიბლუსი" სტუმრებს წიგნებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვაზე ეპატიჟება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს არასტანდარტულ ფასდაკლებებს, მხატვრული ლიტერატურის პერსონაჟებთან შეხვედრას, ყვავილებს, წიგნის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქსესუარებს და ლიტერატურულ ჯემ-სეიშენს სთავაზობს.

ს/ქ "East Point"-ის სივრცეში ფესტივალზე მისულ მკითხველს შესაძლებლობა მიეცემა, დარცის თამაშით თავად მოიპოვოს სასურველი ფასდაკლება წიგნებზე. ამ ყველაფერში კი კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი ის არის, რომ დარცის გაცოცხლებული პერსონაჟები დაიცავენ. ეს პერსონაჟები ყველასათვის საყვარელი გმირები: დონ კიხოტი, სანჩო პანსა, რომეო და ჯულიეტა იქნებიან. 23 აპრილი ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო ლიტერატურის ორი უდიდესი წარმომადგენელი - მიგელ დე სერვანტესი და უილიამ შექსპირი გარდაიცვალა. სწორედ ამ მწერლების პატივსაცემად შეახსენებენ თავს ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები სტუმრებს.

"ბიბლუსი" და East Point-ი პატარა მკითხველისთვისაც იზრუნებს. "ბიბლუსის" მიერ ორგანიზებულ წიგნისა და ყვავილების ფესტივალზე მისულ პატარებს სასიამოვნო გართობა ელით. მათ პოზიტიურ განწყობას საოჯახო გასართობი ცენტრი Focus Mokus შეუქმნის, რათა 2016 წლის 23 აპრილი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის სასიამოვნო მოგონებად იქცეს.

ასევე სპეციალური საჩუქარი ელის ჟურნალ "შინის" მკითხველს. მხოლოდ ერთი დღე, 23 აპრილს, ჟურნალების მთელი წლის კომპლექტი - 4 სეზონის 4 საუკეთესო ნომერი, სპეციალურ ფასად, 10 ლარად გაიყიდება. არ გამოგრჩეთ ეს შემოთავაზება, ერთი ჟურნალის სტანდარტული ფასი 8 ლარია, ამ დღეს კი 10 ლარად მიიღებთ ერთდროულად 4 ჟურნალს, "შინის" ახალ, საგაზაფხულო ნომერთან ერთად.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს