Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა კუჭავას ოჯახი არჩილ თალაკვაძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 300 ათას დოლარს ითხოვს
ბიძინა კუჭავას ოჯახი არჩილ თალაკვაძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 300 ათას დოლარს ითხოვს

"სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის­გან მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის 300 ათა­სი დო­ლა­რით ითხოვს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით კუ­ჭა­ვას ოჯახ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­ლე­გი­ა­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კუ­ჭა­ვას ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნაა, რომ თა­ლაკ­ვა­ძემ უარ­ყოს კუ­ჭა­ვა­სად­მი გა­კე­თე­ბუ­ლი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ასე­ვე მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი ოჯახს 300 ათა­სი დო­ლა­რით აუ­ნა­ზღა­უ­როს.

ნა­თია კორ­კო­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც პრო­კუ­რო­რი პა­ა­ტა ქი­რია გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მი­მართ არა­ერ­თი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და ოჯა­ხი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის უარ­ყო­ფას მო­ი­თხოვს.

ნა­თია კორ­კო­ტა­ძის თქმით, არ იცის, რო­დის გა­ნი­ხი­ლავს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო მის სარ­ჩელს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას თვით­მკვლე­ლო­ბის და პა­ა­ტა ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, რომ უკვე მე­ო­თხე თვე და­ი­წყო, რაც ორი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ მის­თვის უც­ნო­ბია.

პრო­კუ­რორ პა­ა­ტა ქი­რი­ას ცხე­და­რი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 იან­ვარს, ქავ­თა­რა­ძე­ზე, ერთ-ერთ ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ მე­ო­რე დღეს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან და­ვით პო­პო­ვის მან­ქა­ნა­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად თავი მო­იკ­ლა. თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, პრო­კუ­რო­რის მკვლე­ლო­ბა სწო­რედ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

ბიძინა კუჭავას ოჯახი არჩილ თალაკვაძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 300 ათას დოლარს ითხოვს

ბიძინა კუჭავას ოჯახი არჩილ თალაკვაძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 300 ათას დოლარს ითხოვს

”საქართველოს ხმის” დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 300 ათასი დოლარით ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით კუჭავას ოჯახმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელი შეიტანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, სასარჩელო მოთხოვნაა, რომ თალაკვაძემ უარყოს კუჭავასადმი გაკეთებული პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებები, ასევე მორალური ზიანი ოჯახს 300 ათასი დოლარით აუნაზღაუროს.

ნათია კორკოტაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პროკურორი პაატა ქირია გარდაცვლილი იპოვეს, მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ 10 დღის განმავლობაში ბიძინა კუჭავას მიმართ არაერთი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება გააკეთა და ოჯახი სწორედ აღნიშნულის უარყოფას მოითხოვს.

ნათია კორკოტაძის თქმით, არ იცის, როდის განიხილავს საქალაქო სასამართლო მის სარჩელს.

რაც შეეხება ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის და პაატა ქირიას მკვლელობის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობას, ადვოკატმა განმარტა, რომ უკვე მეოთხე თვე დაიწყო, რაც ორი გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სიახლეების შესახებ მისთვის უცნობია.

პროკურორ პაატა ქირიას ცხედარი მიმდინარე წლის 16 იანვარს, ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავამ მეორე დღეს იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად თავი მოიკლა. თუმცა გარდაცვლილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. გამოძიების ინფორმაციით კი, პროკურორის მკვლელობა სწორედ ბიძინა კუჭავას უკავშირდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"