პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს მოსამართლე ტურავა, რომელსაც ბათუმში ბინას 1 ლარად გადასცემენ
რა ქონებას ფლობს მოსამართლე ტურავა, რომელსაც ბათუმში ბინას 1 ლარად გადასცემენ

ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო 20 აპ­რილს გა­ნი­ხი­ლავს სა­კითხს, რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მე­რაბ ტუ­რა­ვას­თვის ბი­ნის 1 ლა­რად გა­და­ცე­მის სა­კითხს ეხე­ბა. რო­გორც თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მთა­ვარ­მა მრჩე­ველ­მა გი­ორ­გი და­ვი­თურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, მო­სა­მარ­თლეს შე­უქ­მნას ცხოვ­რე­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სა­წყვე­ტია, რა ფორ­მით უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­სა­მარ­თლის­თვის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას, თუმ­ცა, ბი­ნე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა "დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა". "მას შემ­დეგ, რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო გად­მო­ვი­და ბა­თუმ­ში, ბა­ტო­ნი მე­რაბ ტუ­რა­ვას შემ­თხვე­ვა არ არის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი, როცა მო­სა­მარ­თლეს გა­და­ე­ცე­მა ბინა", - აღ­ნიშ­ნა და­ვი­თურ­მა.

ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ბი­ნის გა­და­ცე­მის სა­კი­თხის დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნას ითხო­ვენ. რო­გორც ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში პარ­ტი­ის წევ­რმა კობა ჩხე­ი­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მო­სა­მარ­თლის­თვის " ბი­ნის გა­და­ცე­მის ფერ­ხულ­ში" სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი ჩარ­თო. "რო­გორც ჩანს, მე­რაბ ტუ­რა­ვა მოძ­რა­ობ­და ქა­ლაქ­ში და შე­არ­ჩია მის­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­სა­მარ­თი და ბინა. მისი მი­მარ­თვის პირ­ვე­ლი ად­რე­სა­ტი იყო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ, ეს წე­რი­ლი გა­და­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს. ამ უკა­ნას­კნელ­მა კი მო­თხოვ­ნა გა­და­უგ­ზავ­ნა ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს, სა­ი­და­ნაც მი­მარ­თვა გა­კეთ­და ბა­თუ­მის მე­რი­ა­სა და აჭა­რის მთავ­რო­ბის მი­სა­მარ­თით მო­სა­მარ­თლის ბი­ნით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­სა­ხებ. მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა ჩა­ერ­თო იმ ფერ­ხულ­ში, რა­საც ქვია მე­რაბ ტუ­რა­ვას­თვის ერთ ლა­რად ბი­ნის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი", - აღ­ნიშ­ნავს "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ვად ტუ­რა­ვას კო­მენ­ტარს ბა­თუმ­ში გა­და­სა­ცე­მი ბი­ნის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, მისი გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო გა­და­ვი­და ბა­თუმ­ში, სა­ხელ­მწი­ფომ აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა. მე­რაბ ტუ­რა­ვას თქმით, ერთი წე­ლია რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლეა და "მუ­დამ ჩე­მო­დან­ზე ჯდო­მით" სა­მო­სა­მარ­თლეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძნე­ლია.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლობს მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს მი­მარ­თა, ბა­თუმ­ში ბინა 1 ლა­რად გა­დას­ცენ.

51 წლის მო­სა­მარ­თლის ბოლო დეკ­ლა­რა­ცი­ით, რო­მე­ლიც 2015 წლის მა­ის­შია შევ­სე­ბუ­ლი, მე­რაბ ტუ­რა­ვას სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, ფა­ნას­კერ­ტე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 153.33 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა. ამა­ვე ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს 18.00 კვ.მ ავ­ტო­ფა­რე­ხი, რო­მე­ლიც ასე­ვე შე­ტა­ნი­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

ტუ­რა­ვას მე­უღ­ლის, ცირა გრი­გო­ლი­ას სა­კუთ­რე­ბა­შია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 2002 წლის გა­მოშ­ვე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა BMW X5, რო­მე­ლიც 18 000 ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­რაბ ტუ­რა­ვას ანა­ზღა­უ­რე­ბი­დან მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს 2015 წელს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის ხელ­ფა­სი 18 007.32 ლარი ერი­ცხე­ბა, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თლის სკო­ლის პრო­ფე­სო­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა - 45 000.00 ლარი მი­ი­ღო, გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა კი 500 ლა­რია მი­თი­თე­ბუ­ლი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, ტუ­რა­ვას არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წევ­რის ხელ­ფა­სი, რად­გა­ნაც დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს (2015 წლის მა­ის­ში), თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო (2015 წლის 20 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ არ­ჩე­ულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წევ­რად. ამა­ვე წლის 30 მარტს, ფი­ცის და­დე­ბის დღი­დან შე­უდ­გა მო­სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას). ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წევ­რის ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 9 000 ლარს აჭარ­ბებს.

ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით, მე­რაბ ტუ­რა­ვას 2015 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში 3 000 აშშ დო­ლა­რი და 2 000 ევრო აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, მის მე­უღ­ლეს ცირა გრი­გო­ლი­ას - 4 000 ევრო, 22 წლის ქა­ლიშ­ვილს, ანნა ტუ­რა­ვას კი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს - ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 2 000 ევრო აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ქონებას ფლობს მოსამართლე ტურავა, რომელსაც ბათუმში ბინას 1 ლარად გადასცემენ

რა ქონებას ფლობს მოსამართლე ტურავა, რომელსაც ბათუმში ბინას 1 ლარად გადასცემენ

ბათუმის საკრებულო 20 აპრილს განიხილავს საკითხს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის 1 ლარად გადაცემის საკითხს ეხება. როგორც თემის კომენტირებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი დავითურმა ჟურნალისტებს განუმარტა, სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური გარანტიებით.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რა ფორმით უზრუნველყოფს მოსამართლისთვის ღირსეული პირობების შექმნას, თუმცა, ბინების საკუთრებაში გადაცემა "დამკვიდრებული პრაქტიკაა". "მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვიდა ბათუმში, ბატონი მერაბ ტურავას შემთხვევა არ არის პირველი პრეცედენტი, როცა მოსამართლეს გადაეცემა ბინა", - აღნიშნა დავითურმა.

ბათუმის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატები" ბინის გადაცემის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვენ. როგორც ბათუმის საკრებულოში პარტიის წევრმა კობა ჩხეიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოსამართლისთვის " ბინის გადაცემის ფერხულში" სახელმწიფო სტრუქტურები ჩართო. "როგორც ჩანს, მერაბ ტურავა მოძრაობდა ქალაქში და შეარჩია მისთვის სასურველი მისამართი და ბინა. მისი მიმართვის პირველი ადრესატი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც თავის მხრივ, ეს წერილი გადაუგზავნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. ამ უკანასკნელმა კი მოთხოვნა გადაუგზავნა ქონების მართვის სააგენტოს, საიდანაც მიმართვა გაკეთდა ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის მისამართით მოსამართლის ბინით დაკმაყოფილების შესახებ. მთელი სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო იმ ფერხულში, რასაც ქვია მერაბ ტურავასთვის ერთ ლარად ბინის გადაცემის პროცესი", - აღნიშნავს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი.

რაც შეეხება, თავად ტურავას კომენტარს ბათუმში გადასაცემი ბინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მოსამართლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისა. მერაბ ტურავას თქმით, ერთი წელია რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და "მუდამ ჩემოდანზე ჯდომით" სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელება ძნელია.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომელმაც სახელმწიფო უწყებებს მიმართა, ბათუმში ბინა 1 ლარად გადასცენ.

51 წლის მოსამართლის ბოლო დეკლარაციით, რომელიც 2015 წლის მაისშია შევსებული, მერაბ ტურავას სახელზეა გაფორმებული თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე 153.33 კვ.მ ფართობის ბინა. ამავე ადგილას მდებარეობს 18.00 კვ.მ ავტოფარეხი, რომელიც ასევე შეტანილია დეკლარაციაში.

ტურავას მეუღლის, ცირა გრიგოლიას საკუთრებაშია დარეგისტრირებული 2002 წლის გამოშვების ავტომანქანა BMW X5, რომელიც 18 000 ლარად არის შეფასებული.

რაც შეეხება მერაბ ტურავას ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს 2015 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის ხელფასი 18 007.32 ლარი ერიცხება, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის პროფესორის ანაზღაურება - 45 000.00 ლარი მიიღო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლობის ანაზღაურება კი 500 ლარია მითითებული.

დეკლარაციის შევსებისას, ტურავას არ აქვს მითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელფასი, რადგანაც დეკლარაციის შევსების დროს (2015 წლის მაისში), თანამდებობაზე ახალი დანიშნული იყო (2015 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 30 მარტს, ფიცის დადების დღიდან შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას). ცნობისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური ხელფასი 9 000 ლარს აჭარბებს.

ნაღდი ფულის სახით, მერაბ ტურავას 2015 წლის დეკლარაციაში 3 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო აქვს მითითებული, მის მეუღლეს ცირა გრიგოლიას - 4 000 ევრო, 22 წლის ქალიშვილს, ანნა ტურავას კი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს - ნაღდი ფულის სახით 2 000 ევრო აქვს მითითებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ