წითელ ხიდზე უპრეცედენტო ოდენობის ოქროს ზოდები ამოიღეს - ვის შემოჰქონდა მალულად მილიონის ღირებულების ძვირფასი ლითონი

წითელ ხიდზე უპრეცედენტო ოდენობის ოქროს ზოდები ამოიღეს - ვის შემოჰქონდა მალულად მილიონის ღირებულების ძვირფასი ლითონი

საგამოძიებო სამსახურმა 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და 131 950 აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინა. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, უპრეცედენტო რაოდენობის, 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ბაირამ განჯალიევმა და ელმან ჰუსეინოვმა, საბაჟო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბაირამ განჯალიევის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს უპრეცედენტო რაოდენობის, 1 100 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები და თანხა, 131 950 აშშ დოლარი. ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა და ოქროს ზოდები და თანხა ნივმტკიცების სახით ამოიღო", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

იხილეთ ვიდეო

"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე

რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - პროკურატურა შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

"საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას" - სახელმწიფო ინსპექტორი ბაჩალიაშვილებზე გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის