პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველ წელს იმატებს ბზარი, უფრო მეტი წყალი ჩამოდის, იფშვნება კედლები..." - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა
"ყოველ წელს იმატებს ბზარი, უფრო მეტი წყალი ჩამოდის, იფშვნება კედლები..." - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა

14 აპ­რილს დიდი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის და­ბა­დე­ბი­დან 202 წელი შეს­რულ­და. პუბ­ლი­ცის­ტი და მთარ­გმნე­ლი ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვიშ­ხე­თი­დან იყო, სა­დაც მისი სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მი დღემ­დე არ­სე­ბობს, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ვა­ლა­ლოა. რო­დის და­არ­სდა მუ­ზე­უ­მი და რას აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო მის გა­და­სარ­ჩე­ნად, ამა­ზე კო­მენ­ტა­რი "მუ­ზე­უ­მის გა­დამ­რჩე­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის" წევ­რს გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძეს ვთხო­ვეთ:

- დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უმს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს, გარ­და იმი­სა, რომ ამ სახ­ლში ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და XIX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი ეროვ­ნუ­ლი მოღ­ვა­წე, მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც 2007 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ამ წმინ­და­ნად შე­რა­ცხა. დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის, ნინო ყი­ფი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ამ სახ­ლში ვაჟი, კოტე ყი­ფი­ა­ნი და რძა­ლი ნინო ტა­ტიშ­ვი­ლი-ყი­ფი­ა­ნი ცხოვ­რობ­დნენ. კოტე ყი­ფი­ა­ნი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ იმ დრო­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში. კოტე ყი­ფი­ა­ნი 1921 წელს გარ­დაც­ვლი­ლა. ამ სახ­ლში კი დარ­ჩა მისი მე­უღ­ლე ნინო ყი­ფი­ა­ნი. ამ პე­რი­ო­დი­დან აქ ჯერ სკო­ლა, შემ­დეგ ბა­ღია. სა­ბო­ლო­ოდ კი ნინო ყი­ფი­ან­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს სახ­ლი მა­შინ­დელ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებს გა­დას­ცა და მწე­რალ­თა, მხატ­ვარ­თა და ხე­ლო­ვან­თა სახ­ლად იწო­დე­ბო­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იყო შემ­თხვე­ვი­თი, რად­გან მისი უკა­ნას­კნე­ლი ბი­ნად­რის ნინო ყი­ფი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი ამ სახ­ლს ან მთლი­ა­ნად და­ან­გრევ­და, ან პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რა­ი­მე უწყე­ბას გა­და­ე­ცე­მო­და, შე­სა­ბა­მი­სად, დიდი ეროვ­ნუ­ლი მოღ­ვა­წის სა­ხე­ლი წა­იშ­ლე­ბო­და.

1927 წელს ნინო ყი­ფი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სახ­ლი კი მწერ­ლებს დარ­ჩათ და 1980-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე მწე­რალ­თა კავ­ში­რის სა­კუთ­რე­ბა იყო. ამ სახ­ლში ზა­ფხუ­ლო­ბით ცხოვ­რობ­დნენ გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე და სხვა დიდი მოღ­ვა­წე­ნი, ყვე­ლას ჩა­მოთ­ვლა ვერც კი მო­ხერ­ხდე­ბა. ქვიშ­ხე­თის პე­ი­ზა­ჟებ­მა მათ შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც ჰპო­ვა ასახ­ვა. 1990-იან წლებ­ში კი აქ ად­გი­ლობ­რივ­თა დიდი მო­წა­დი­ნე­ბით, უკვე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ შე­ნო­ბა­ში მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა. რომ არა ისე­თი პი­როვ­ნე­ბა, რო­გო­რიც მუ­ზე­უ­მის ამ­ჟა­მინ­დე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გივი გე­ლაშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც უდი­დე­სი ენ­თუ­ზი­აზ­მით მო­ა­ხერ­ხა სახ­ლის მუ­ზე­უ­მად გარ­დაქ­მნა, ღმერ­თმა იცის, 90-იანი წლე­ბის ქარ­ცე­ცხლში რა მო­უ­ვი­დო­და. ცხა­დია, უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის შთა­მო­მავ­ლებ­მაც, რომ მუ­ზე­უ­მი თუნ­დაც დღე­ვან­დე­ლი სა­ხით არ­სე­ბუ­ლი­ყო.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტი ინა­ხე­ბა მუ­ზე­უმ­ში ამ­ჟა­მად ან ინა­ხე­ბო­და?

- რო­გორც ამ­ბო­ბენ ამ სახ­ლში და­ცუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყი­ფი­ა­ნი­სე­უ­ლი ნივ­თე­ბი ჯერ კი­დევ მწე­რალ­თა კავ­ში­რის მფლო­ბე­ლო­ბის დროს გამ­ქრა­ლა. მას შემ­დეგ რაც აქ მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა, ანუ 90-იანი წლე­ბი­დან მუ­ზე­უ­მის ფონ­დე­ბის შევ­სე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის შთა­მო­მავ­ლებ­მაც, მა­გა­ლი­თად ქალ­ბა­ტონ თა­მარ მი­ქა­ძის ოჯახ­მა. შემ­დგომ ეტა­პობ­რი­ვად ქვიშ­ხე­თის მცხოვ­რებ­თა ოჯა­ხებ­ში გაბ­ნე­უ­ლი დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი­სე­უ­ლი ნივ­თე­ბის თავ­მოყ­რა ხდე­ბო­და. მუ­ზე­უ­მი ამ­ჟა­მად ექ­სპო­ნა­ტე­ბის სიმ­რავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა სა­ჭი­როა გაბ­ნე­უ­ლი ნივ­თე­ბის კვლავ მო­ძი­ე­ბა, მა­გა­ლი­თად დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის რო­ი­ა­ლი, რო­მე­ლიც გორ­ში ტა­ტიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში ინა­ხე­ბა და ა.შ. ყვე­ლა­ფერს მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

- რო­დი­დან და­ი­წყო მუ­ზე­უ­მის გა­ნად­გუ­რე­ბა?

- რო­გორც ვიცი მუ­ზე­უ­მის რეს­ტავ­რა­ცია არც არას­დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, თუ არ ჩავ­თვლით ენ­თუ­ზი­აზ­მით მცი­რე შე­რე­მონ­ტე­ბას. სი­მარ­თლე რომ ით­ქვას, მუ­ზე­უ­მი მწე­რალ­თა კავ­ში­რის სა­კუთ­რე­ბა­ში ყოფ­ნი­დან­ვე ძლი­ერ და­ზი­ან­და, გა­კეთ­და მი­შე­ნე­ბე­ბი, და­ი­ტიხ­რა ოთა­ხე­ბი, რათა უფრო მეტი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. აი­ვან­ზე გაჩ­ნდა შუ­შა­ბან­დე­ბი და ა.შ. 90-იანი წლე­ბი­დან უკვე საკ­მა­ოდ იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას შემ­დეგ კი­დევ უფრო სა­ვა­ლა­ლო სი­ტუ­ა­ცი­აა და ყო­ველ წელს იმა­ტებს ბზა­რი, ყო­ველ წელს უფრო მეტი წყა­ლი ჩა­მო­დის, იფ­შვნე­ბა კედ­ლე­ბი, ცვი­ვა შუ­შა­ბან­დის მი­ნე­ბი და ა.შ.

- სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან თუ იყო შე­კე­თე­ბის მცდე­ლო­ბა და ბო­ლოს რო­დის?

- მუ­ზე­უ­მის შე­კე­თე­ბა ჩემი ინ­ფორ­მა­ცით სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არ მომ­ხდა­რა. კერ­ძო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით არის შე­კე­თე­ბუ­ლი, მხო­ლოდ კოს­მე­ტი­კუ­რად რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი, რო­მელ­შიც შთა­მო­მავ­ლებ­მა და მუ­ზე­უ­მე­ლებ­მა თუ შე­ი­ტა­ნეს წვლი­ლი და იქაა გა­მო­ფე­ნი­ლი მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ნა­ტე­ბი. სხვა რამ შე­კე­თე­ბის მცდე­ლო­ბაც კი არ ყო­ფი­ლა სა­ხელ­მწი­ფოს­გან. მით უმე­ტეს, თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- მახ­სოვს რომ 2015 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე უკვე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რა­ტომ არ გა­კეთ­და?

- 2014 წელს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სა­ი­უ­ბი­ლეო წელი იყო. და­ბა­დე­ბი­დან 200 წელი შეს­რულ­და. ად­გი­ლობ­რივ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა ამა­ვე წელს წა­მო­ვი­წყეთ სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია, ჩვე­ნი თხოვ­ნით გა­კეთ­და რე­პორ­ტა­ჟე­ბი, და­ი­წე­რა სტა­ტი­ე­ბი, გავ­რცელ­და მუ­ზე­უ­მის ფო­ტო­ე­ბი. ამ ყო­ვე­ლი­ვეს ერ­თგვა­რი გა­მო­ძა­ხი­ლი იყო ის, რომ 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე და­ი­დო ფოტო, სა­დაც ეწე­რა: "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით სო­ფელ ქვიშ­ხეთ­ში დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი იწყე­ბა".

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო ეს ფაქ­ტი, რო­მელ­საც ადას­ტუ­რებ­და ხა­შუ­რის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბაც, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა 2015 წელს მხო­ლოდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი შედ­გა. ამ პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნა 26 აპ­რილს, ყი­ფი­ა­ნო­ბა­ზე, სო­ფელ ქვიშ­ხეთ­ში შედ­გა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი კახა ტრა­პა­ი­ძეა, პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი კი ნო­დარ ამა­შუ­კე­ლი. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 900 000 ლარს აღ­წევს. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის­გან და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის­გან ით­ქვა, თით­ქოს ეს თან­ხა უკვე გა­მო­ყო­ფი­ლი იყო და წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში რეს­ტავ­რა­ცია და­ი­წყე­ბო­და, თუმ­ცა ეს არ აღ­მოჩ­ნდა სი­მარ­თლე.

- ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი თუ ეხ­მა­რე­ბი­ან მუ­ზე­უმს?

- ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და­ა­წე­სეს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, გა­ი­ცე­მა დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი მედ­ლე­ბი. თუმ­ცა დას­კვნა მკი­თხველ­მა გა­მო­ი­ტა­ნოს, რო­დე­საც მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს მუ­ზე­უმს, თუნ­დაც პრე­მი­ის 5000 ლა­რით ხომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მა­ინც გა­კეთ­დეს, გა­და­ი­რი­ცხოს მუ­ზე­უ­მის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ფონდში და ასე რო­გორ­ღაც შეგ­როვ­დეს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო თან­ხე­ბი. აქვე უნდა ით­ქვას, რო­დე­საც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო 29 მი­ლი­ონ ლარს გა­მო­ყოფს მთე­ლი რიგი სა­კონ­ცერ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის, რა გახ­და 900 000 ლარი ან თუნ­დაც მისი ნა­ხე­ვა­რი. ად­გი­ლობ­რივ­თა სხვა დახ­მა­რე­ბა არა­ფერ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფა­სი თუ არ ვცდე­ბი 200 ლა­რამ­დეა. ზამ­თარ­ში შე­შის ღუ­მე­ლით თბე­ბი­ან.

მუ­ზე­უ­მის სა­ერ­თო სუ­რა­თი ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მნის, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა. მუ­ზე­უ­მე­ბი, მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბი, ეს დამ­ცი­რე­ბაა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის სახე არი­ან და მათი ასე­თი და­უ­ფა­სებ­ლო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რო­გორც იშ­ლე­ბა დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მი, ასე­ვე იშ­ლე­ბა დღეს ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რამ­დენ რეს­ტო­რან­ში იხარ­ჯე­ბა დღეს რამ­დე­ნი თან­ხა, რამ­დე­ნი ამ­ბობს სამ­შობ­ლოს სა­დღეგ­რძე­ლოს, და­ით­ვა­ლეთ გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და გან­სა­ზღვრეთ, მათი 10%-ც კი რამ­დენ საქ­მეს გა­ა­კე­თებ­და, რო­გორ ააყ­ვა­ვებ­და ქარ­თულ კულ­ტუ­რას. მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც დი­მიტ­რი ყი­ფი­ან­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­მელ­მაც გა­კა­ფა რუ­სი­ფი­კა­ტო­რულ გა­რე­მოც­ვა­ში ის გზა, რო­მე­ლიც შემ­დგომ თერგდა­ლე­უ­ლებ­მა გან­ვლეს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზვა­რა­კად შე­ე­წი­რა ერის ღირ­სე­ბას, რო­მელ­მაც ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ითა­ვა ერის წი­ნამ­ძღო­ლო­ბა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და მისი თა­ო­ბა ხუ­როთ­მო­ძღვარს უწო­დებ­და მას. აქ ორი აზრი არაა იმა­ზე, რომ ეს მუ­ზე­უ­მი ასე უპატ­რო­ნოდ არ უნდა ნად­გურ­დე­ბო­დეს... სირ­ცხვი­ლია, ერს ყავ­დეს წმინ­და დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი და მისი სახლ-მუ­ზე­უ­მი ასე ინ­გრე­ო­დეს, ეს ეროვ­ნუ­ლი სირ­ცხვი­ლია".

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

"ყოველ წელს იმატებს ბზარი, უფრო მეტი წყალი ჩამოდის, იფშვნება კედლები..." - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა

"ყოველ წელს იმატებს ბზარი, უფრო მეტი წყალი ჩამოდის, იფშვნება კედლები..." - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა

14 აპრილს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 202 წელი შესრულდა. პუბლიცისტი და მთარგმნელი ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთიდან იყო, სადაც მისი სახელობის მუზეუმი დღემდე არსებობს, თუმცა მისი მდგომარეობა სავალალოა. როდის დაარსდა მუზეუმი და რას აკეთებს სახელმწიფო მის გადასარჩენად, ამაზე კომენტარი "მუზეუმის გადამრჩენი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის" წევრს გიორგი ჩუბინიძეს ვთხოვეთ:

- დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, გარდა იმისა, რომ ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული მოღვაწე, მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც 2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დიმიტრი ყიფიანისა და მისი მეუღლის, ნინო ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ვაჟი, კოტე ყიფიანი და რძალი ნინო ტატიშვილი-ყიფიანი ცხოვრობდნენ. კოტე ყიფიანი ცნობილი მსახიობი გახლდათ იმ დროის საქართველოში. კოტე ყიფიანი 1921 წელს გარდაცვლილა. ამ სახლში კი დარჩა მისი მეუღლე ნინო ყიფიანი. ამ პერიოდიდან აქ ჯერ სკოლა, შემდეგ ბაღია. საბოლოოდ კი ნინო ყიფიანმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს სახლი მაშინდელ კულტურის მოღვაწეებს გადასცა და მწერალთა, მხატვართა და ხელოვანთა სახლად იწოდებოდა. ეს გადაწყვეტილება არ იყო შემთხვევითი, რადგან მისი უკანასკნელი ბინადრის ნინო ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური რეჟიმი ამ სახლს ან მთლიანად დაანგრევდა, ან პარტიული ორგანიზაციის რაიმე უწყებას გადაეცემოდა, შესაბამისად, დიდი ეროვნული მოღვაწის სახელი წაიშლებოდა.

1927 წელს ნინო ყიფიანი გარდაიცვალა. სახლი კი მწერლებს დარჩათ და 1980-იანი წლების ბოლომდე მწერალთა კავშირის საკუთრება იყო. ამ სახლში ზაფხულობით ცხოვრობდნენ გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე და სხვა დიდი მოღვაწენი, ყველას ჩამოთვლა ვერც კი მოხერხდება. ქვიშხეთის პეიზაჟებმა მათ შემოქმედებაშიც ჰპოვა ასახვა. 1990-იან წლებში კი აქ ადგილობრივთა დიდი მოწადინებით, უკვე სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობაში მუზეუმი გაიხსნა. რომ არა ისეთი პიროვნება, როგორიც მუზეუმის ამჟამინდელი თანამშრომელი გივი გელაშვილია, რომელმაც უდიდესი ენთუზიაზმით მოახერხა სახლის მუზეუმად გარდაქმნა, ღმერთმა იცის, 90-იანი წლების ქარცეცხლში რა მოუვიდოდა. ცხადია, უდიდესი წვლილი შეიტანეს დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებმაც, რომ მუზეუმი თუნდაც დღევანდელი სახით არსებულიყო.

- რა მნიშვნელოვანი ექსპონატი ინახება მუზეუმში ამჟამად ან ინახებოდა?

- როგორც ამბობენ ამ სახლში დაცული მნიშვნელოვანი ყიფიანისეული ნივთები ჯერ კიდევ მწერალთა კავშირის მფლობელობის დროს გამქრალა. მას შემდეგ რაც აქ მუზეუმი გაიხსნა, ანუ 90-იანი წლებიდან მუზეუმის ფონდების შევსებაში წვლილი შეიტანეს დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებმაც, მაგალითად ქალბატონ თამარ მიქაძის ოჯახმა. შემდგომ ეტაპობრივად ქვიშხეთის მცხოვრებთა ოჯახებში გაბნეული დიმიტრი ყიფიანისეული ნივთების თავმოყრა ხდებოდა. მუზეუმი ამჟამად ექსპონატების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა საჭიროა გაბნეული ნივთების კვლავ მოძიება, მაგალითად დიმიტრი ყიფიანის როიალი, რომელიც გორში ტატიშვილების ოჯახში ინახება და ა.შ. ყველაფერს მუშაობა სჭირდება.

- როდიდან დაიწყო მუზეუმის განადგურება?

- როგორც ვიცი მუზეუმის რესტავრაცია არც არასდროს ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით ენთუზიაზმით მცირე შერემონტებას. სიმართლე რომ ითქვას, მუზეუმი მწერალთა კავშირის საკუთრებაში ყოფნიდანვე ძლიერ დაზიანდა, გაკეთდა მიშენებები, დაიტიხრა ოთახები, რათა უფრო მეტი საცხოვრებელი ყოფილიყო. აივანზე გაჩნდა შუშაბანდები და ა.შ. 90-იანი წლებიდან უკვე საკმაოდ იყო დაზიანებული, თუმცა მას შემდეგ კიდევ უფრო სავალალო სიტუაციაა და ყოველ წელს იმატებს ბზარი, ყოველ წელს უფრო მეტი წყალი ჩამოდის, იფშვნება კედლები, ცვივა შუშაბანდის მინები და ა.შ.

- სახელმწიფოს მხრიდან თუ იყო შეკეთების მცდელობა და ბოლოს როდის?

- მუზეუმის შეკეთება ჩემი ინფორმაცით სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა. კერძო შემოწირულობებით არის შეკეთებული, მხოლოდ კოსმეტიკურად რამდენიმე ოთახი, რომელშიც შთამომავლებმა და მუზეუმელებმა თუ შეიტანეს წვლილი და იქაა გამოფენილი მუზეუმის ექსპონატები. სხვა რამ შეკეთების მცდელობაც კი არ ყოფილა სახელმწიფოსგან. მით უმეტეს, თავისუფალ საქართველოში.

- მახსოვს რომ 2015 წლის შემოდგომაზე უკვე უნდა დასრულებულიყო სრული რეაბილიტაცია, რატომ არ გაკეთდა?

- 2014 წელს დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო წელი იყო. დაბადებიდან 200 წელი შესრულდა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ამავე წელს წამოვიწყეთ სოციალური კამპანია, ჩვენი თხოვნით გაკეთდა რეპორტაჟები, დაიწერა სტატიები, გავრცელდა მუზეუმის ფოტოები. ამ ყოველივეს ერთგვარი გამოძახილი იყო ის, რომ 2014 წლის სექტემბერში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქ-გვერდზე დაიდო ფოტო, სადაც ეწერა: "პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი იწყება".

საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო ეს ფაქტი, რომელსაც ადასტურებდა ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობაც, თუმცა როგორც აღმოჩნდა 2015 წელს მხოლოდ რეაბილიტაციის პროექტი შედგა. ამ პროექტის წარდგენა 26 აპრილს, ყიფიანობაზე, სოფელ ქვიშხეთში შედგა. შესანიშნავი პროექტის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა, პროექტის მთავარი არქიტექტორი კი ნოდარ ამაშუკელი. პროექტის განხორციელების ღირებულება კი 900 000 ლარს აღწევს. ამ ღონისძიებაზე გარკვეული პირებისგან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან ითქვა, თითქოს ეს თანხა უკვე გამოყოფილი იყო და წლის მეორე ნახევარში რესტავრაცია დაიწყებოდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა სიმართლე.

- ადგილობრივები თუ ეხმარებიან მუზეუმს?

- ადგილობრივებმა დააწესეს დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, ქართული მეცნიერების წინაშე დამსახურებისთვის, გაიცემა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ყოველწლიური მედლები. თუმცა დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს, როდესაც მსგავსი მდგომარეობა აქვს მუზეუმს, თუნდაც პრემიის 5000 ლარით ხომ შეიძლება რაღაც მაინც გაკეთდეს, გადაირიცხოს მუზეუმის სარეაბილიტაციო ფონდში და ასე როგორღაც შეგროვდეს სარეაბილიტაციო თანხები. აქვე უნდა ითქვას, როდესაც კულტურის სამინისტრო 29 მილიონ ლარს გამოყოფს მთელი რიგი საკონცერტო ღონისძიებებისთვის, რა გახდა 900 000 ლარი ან თუნდაც მისი ნახევარი. ადგილობრივთა სხვა დახმარება არაფერში გამოიხატება. მუზეუმის თანამშრომლების ხელფასი თუ არ ვცდები 200 ლარამდეა. ზამთარში შეშის ღუმელით თბებიან.

მუზეუმის საერთო სურათი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კულტურა. მუზეუმები, მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასები, ეს დამცირებაა ამ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის სახე არიან და მათი ასეთი დაუფასებლობა წარმოუდგენელია. როგორც იშლება დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი, ასევე იშლება დღეს ჩვენი ქართული კულტურისადმი დამოკიდებულება. რამდენ რესტორანში იხარჯება დღეს რამდენი თანხა, რამდენი ამბობს სამშობლოს სადღეგრძელოს, დაითვალეთ გაცემული პრემიების სრული რაოდენობა და განსაზღვრეთ, მათი 10%-ც კი რამდენ საქმეს გააკეთებდა, როგორ ააყვავებდა ქართულ კულტურას. მითუმეტეს, როდესაც დიმიტრი ყიფიანზე ვსაუბრობთ, რომელმაც გაკაფა რუსიფიკატორულ გარემოცვაში ის გზა, რომელიც შემდგომ თერგდალეულებმა განვლეს. ადამიანი, რომელიც ზვარაკად შეეწირა ერის ღირსებას, რომელმაც ეროვნულ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც ითავა ერის წინამძღოლობა და ილია ჭავჭავაძე და მისი თაობა ხუროთმოძღვარს უწოდებდა მას. აქ ორი აზრი არაა იმაზე, რომ ეს მუზეუმი ასე უპატრონოდ არ უნდა ნადგურდებოდეს... სირცხვილია, ერს ყავდეს წმინდა დიმიტრი ყიფიანი და მისი სახლ-მუზეუმი ასე ინგრეოდეს, ეს ეროვნული სირცხვილია".

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია