მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგონა, მისი სიკვდილის შემდეგ გული გამისკდებოდა... " - ალექსანდრე ბასილაიას "ზღაპარი სიყვარულისა"
"მეგონა, მისი სიკვდილის შემდეგ გული გამისკდებოდა... " - ალექსანდრე ბასილაიას "ზღაპარი სიყვარულისა"

დაჰ­პირ­და, ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მი­გა­ტო­ვე­ბო, მაგ­რამ მა­ინც გა­ტე­ხა სი­ტყვა. თურ­მე, ოქ­როს ქორ­წი­ლის აღ­ნიშ­ვნას აპი­რებ­დნენ - 50 წე­ლი­წადს იცხოვ­რეს ერ­თად. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან ღრმა დეპ­რე­სია და­ე­წყო. მერე, ნელ-ნელა ცო­ტა­თი გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან... სევ­და ოდ­ნავ მა­ინც რომ შემ­სუ­ბუ­ქე­ბო­და, ბავ­შვო­ბის გახ­სე­ნე­ბა ვთხო­ვე, მაგ­რამ ბავ­შვო­ბაც, თურ­მე, "მას­თან" ერ­თად იწყე­ბო­და. ასე აღ­მოვ­ჩნდი მხო­ლოდ წარ­სუ­ლი­სა და გა­სა­ო­ცა­რი, უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლის პი­რის­პირ, სიყ­ვა­რულს კი ალექ­სან­დრე (ბუ­თხუ­ზი) ბა­სი­ლა­ია და მისი მე­უღ­ლე - ლუ­ი­ზა კო­ბა­ლა­ძე ჰქვია.

"იყო და არა იყო რა, რა იქ­ნე­ბო­და, ნე­ტავ, რაო? შეყ­ვა­რე­ბულ­თა ქუ­ჩა­ზე უცებ რომ გა­მო­ე­და­რაო"...

ლუ­ი­ზა კო­ბა­ლა­ძე:

- ტყი­ბულ­ში ვცხოვ­რობ­დით მეც და ბუ­თხუ­ზიც. ის ჩემი 3 წლით უმ­ცრო­სი დის თა­ნაკ­ლა­სე­ლი იყო - მა­ღა­ლი, წარ­მო­სა­დე­გი, ხუ­ჭუ­ჭთ­მი­ა­ნი ბიჭი. სკო­ლის ან­სამ­ბლში უკ­რავ­და და კონ­ცერ­ტებ­ზე სხვებ­საც უკე­თებ­და აკომ­პა­ნე­მენტს. ყო­ველ­თვის დი­დი­ვით იქ­ცე­ო­და, "ბი­ჭუშ­კა" არას­დროს ყო­ფი­ლა. სიყ­ვა­რუ­ლი 14 წლი­სამ ამიხ­სნა - თა­ვი­სი ამ­ხა­ნა­გი გა­მო­მიგ­ზავ­ნა ამის სათ­ქმე­ლად. პას­პორ­ტი რომ აიღო, კი­დევ გა­მო­მიგ­ზავ­ნა ამ­ხა­ნა­გი, პას­პორ­ტიც გა­მო­ა­ტა­ნა და შე­მო­მით­ვა­ლა: ხელი მო­ვა­წე­როთ, მერე, მშობ­ლებ­მა რომ არ ნა­ხონ, პას­პორ­ტი­დან ფურ­ცელს ამოვ­ხევ, მე კი მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ლუ­ი­ზა ჩე­მი­აო.

თვი­თონ ზედა უბან­ში ცხოვ­რობ­და, მის ზე­მოთ ცხოვ­რობ­და ჩემი მე­გო­ბა­რი ტაია, რო­მე­ლიც დი­ლა­ო­ბით ჩა­მო­მივ­ლი­და ხოლ­მე და სკო­ლა­ში ერ­თად მივ­დი­ო­დით. ბუ­თხუზ­მა ეს იცო­და და რო­გორც კი ჩემი მე­გო­ბა­რი ჩა­მოს­ცდე­ბო­და მის სახ­ლს, ესეც ნელ-ნელა უკან მოჰ­ყვე­ბო­და - ასე გვა­ცი­ლებ­და სკო­ლამ­დე. რამ­დენ­ჯერ მე­გობ­რებ­თან ერ­თად მჯდა­რა, მე ჩა­მივ­ლია და ზე­დაც არ შე­მი­ხე­დავს.

თურ­მე, ცრემ­ლი წა­მო­უ­ვი­დო­და ხოლ­მე ამ დროს და მისი მე­გობ­რე­ბი ბრა­ზობ­დნენ: მა­გას ვუჩ­ვე­ნებთ სე­ირ­სო. იმ­ხა­ნად ბუ­თხუ­ზის საქ­ცი­ელ­ზე მე­ცი­ნე­ბო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნი ქნა, ვერც კი მივ­ხვდი, რო­გორ შე­მო­მე­პა­რა სიყ­ვა­რუ­ლი. მერე და მერე ხში­რად მო­დი­ო­და ჩვენ­თან, შინ. ვის­ხე­დით და ბუ­თხუ­ზი ჩუ­მად მწერ­და სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლებს, მეც წე­რი­ლო­ბით ვპა­სუ­ხობ­დი - მოკ­ლედ, ვმე­სი­ჯობ­დით, მა­მა­ჩე­მი კი ვე­რა­ფერს ხვდე­ბო­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ყო­ფილ პუშ­კი­ნის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვი­რი­ცხე და თბი­ლის­ში ბი­ნაც ვი­ქი­რა­ვე. ბუ­თხუ­ზის ოჯა­ხი მა­ნამ­დე გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში, თვი­თონ ჯერ ტექ­ნი­კუმ­ში მო­ე­წყო, შემ­დეგ - კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"მეგონა, მისი სიკვდილის შემდეგ გული გამისკდებოდა... " - ალექსანდრე ბასილაიას "ზღაპარი სიყვარულისა"

"მეგონა, მისი სიკვდილის შემდეგ გული გამისკდებოდა... " - ალექსანდრე ბასილაიას "ზღაპარი სიყვარულისა"

დაჰპირდა, ცხოვრებაში არასდროს მიგატოვებო, მაგრამ მაინც გატეხა სიტყვა. თურმე, ოქროს ქორწილის აღნიშვნას აპირებდნენ - 50 წელიწადს იცხოვრეს ერთად. მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ღრმა დეპრესია დაეწყო. მერე, ნელ-ნელა ცოტათი გამოვიდა მდგომარეობიდან... სევდა ოდნავ მაინც რომ შემსუბუქებოდა, ბავშვობის გახსენება ვთხოვე, მაგრამ ბავშვობაც, თურმე, "მასთან" ერთად იწყებოდა. ასე აღმოვჩნდი მხოლოდ წარსულისა და გასაოცარი, უსასრულო სიყვარულის პირისპირ, სიყვარულს კი ალექსანდრე (ბუთხუზი) ბასილაია და მისი მეუღლე - ლუიზა კობალაძე ჰქვია.

"იყო და არა იყო რა, რა იქნებოდა, ნეტავ, რაო? შეყვარებულთა ქუჩაზე უცებ რომ გამოედარაო"...

ლუიზა კობალაძე:

- ტყიბულში ვცხოვრობდით მეც და ბუთხუზიც. ის ჩემი 3 წლით უმცროსი დის თანაკლასელი იყო - მაღალი, წარმოსადეგი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი. სკოლის ანსამბლში უკრავდა და კონცერტებზე სხვებსაც უკეთებდა აკომპანემენტს. ყოველთვის დიდივით იქცეოდა, "ბიჭუშკა" არასდროს ყოფილა. სიყვარული 14 წლისამ ამიხსნა - თავისი ამხანაგი გამომიგზავნა ამის სათქმელად. პასპორტი რომ აიღო, კიდევ გამომიგზავნა ამხანაგი, პასპორტიც გამოატანა და შემომითვალა: ხელი მოვაწეროთ, მერე, მშობლებმა რომ არ ნახონ, პასპორტიდან ფურცელს ამოვხევ, მე კი მეცოდინება, რომ ლუიზა ჩემიაო.

თვითონ ზედა უბანში ცხოვრობდა, მის ზემოთ ცხოვრობდა ჩემი მეგობარი ტაია, რომელიც დილაობით ჩამომივლიდა ხოლმე და სკოლაში ერთად მივდიოდით. ბუთხუზმა ეს იცოდა და როგორც კი ჩემი მეგობარი ჩამოსცდებოდა მის სახლს, ესეც ნელ-ნელა უკან მოჰყვებოდა - ასე გვაცილებდა სკოლამდე. რამდენჯერ მეგობრებთან ერთად მჯდარა, მე ჩამივლია და ზედაც არ შემიხედავს.

თურმე, ცრემლი წამოუვიდოდა ხოლმე ამ დროს და მისი მეგობრები ბრაზობდნენ: მაგას ვუჩვენებთ სეირსო. იმხანად ბუთხუზის საქციელზე მეცინებოდა, მაგრამ იმდენი ქნა, ვერც კი მივხვდი, როგორ შემომეპარა სიყვარული. მერე და მერე ხშირად მოდიოდა ჩვენთან, შინ. ვისხედით და ბუთხუზი ჩუმად მწერდა სასიყვარულო წერილებს, მეც წერილობით ვპასუხობდი - მოკლედ, ვმესიჯობდით, მამაჩემი კი ვერაფერს ხვდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ყოფილ პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავირიცხე და თბილისში ბინაც ვიქირავე. ბუთხუზის ოჯახი მანამდე გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში, თვითონ ჯერ ტექნიკუმში მოეწყო, შემდეგ - კონსერვატორიაში... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია