პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვამზადოთ განსაკუთრებული სააღდგომო პასკა - აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები გამოცდილი კონდიტერისგან
როგორ მოვამზადოთ განსაკუთრებული სააღდგომო პასკა - აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები გამოცდილი კონდიტერისგან

აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ოჯა­ხებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო მზა­დე­ბა, სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში კი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფუს­ფუ­სი იწყე­ბა. დი­ა­სახ­ლი­სე­ბის ნა­წილს, დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი­სა და მო­უც­ლე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ურ­ჩევ­ნია სა­აღ­დგო­მო სუფ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი - პას­კა თა­ვად მო­ამ­ზა­დოს და კვერ­ცხე­ბიც თა­ვად შე­ღე­ბოს.

იმი­სათ­ვის, რომ დი­ა­სახ­ლი­სებს სურ­ვი­ლი და მონ­დო­მე­ბა წყალ­ში არ ჩა­ე­ყა­როთ და პას­კა ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­უ­ვი­დეთ, გა­დავ­წყვი­ტეთ, რჩე­ვე­ბი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის "ჩი გუს­ტა!"-ს კონ­დი­ტე­რის­თვის გვე­კი­თხა. მი­რან­და ხა­ჩი­ძე პი­რად რე­ცეპტს გა­გიმ­ხელთ, გირ­ჩევთ, რა შეც­დო­მე­ბი არ უნდა და­უშ­ვათ პას­კის მზა­დე­ბი­სას, გა­გან­დობთ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ ცო­მის მო­ზელ­ვი­სას და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ცხო­ბის პრო­ცეს­ში.

- პირ­ველ რიგ­ში, რა უნდა იცო­დეს, რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მზა­რე­ულ­მა, პას­კის ცხო­ბის და­წყე­ბი­სას?

- გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მზა­რე­ულს უნ­დო­დეს, რომ პას­კა გემ­რი­ე­ლი გა­მო­უ­ვი­დეს. გუ­ლით უნდა გა­ა­კე­თოს, თუ გუ­ლით გა­ა­კე­თებს, გემ­რი­ე­ლი გა­მო­უ­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­იც­ვას ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია თან­მიმ­დევ­რო­ბა, ნე­ბის­ყო­ფა. უნდა და­ე­ლო­დოთ გა­ფუ­ე­ბას, ჯო­ბია, სა­ფუ­ა­რი ბევ­რი არ უქ­ნათ, რად­გან გე­მო­ზე მა­ინც მოქ­მე­დებს. რო­დე­საც ცომი ამო­ვა, უმ­ჯო­ბე­სია სამ­ჯერ ჩა­ზი­ლოთ. აფუ­ე­ბამ­დე ცომი კარ­გად უნდა მო­ი­ზი­ლოს. ზელ­ვის პრო­ცე­სი მთა­ვა­რია.

- ზოგ პრო­დუქტს რბი­ლი, ზოგს კი, მა­გა­რი ცომი სჭირ­დე­ბა. რო­გო­რი უნდა იყოს პას­კის ცომი?

- პას­კის ცომი სა­შუ­ა­ლო უნდა იყოს, არ უნდა იყოს რბი­ლი. ზელ­ვას რომ იწყებ ყვე­ლა­ფე­რი ხელ­ზე გეკ­რო­ბა, პრო­ცეს­ში ნელ-ნელა გშორ­დე­ბა ხე­ლე­ბი­დან. ცომი უნდა ზი­ლოთ იმ­დე­ნი ხანი, რამ­დე­ნი ხა­ნიც ნე­ბის­ყო­ფა გე­ყო­ფათ, უკე­თე­სი გა­მო­ვა. კარ­გი იქ­ნე­ბა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ში და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ცომი.

-რა და­ნა­მა­ტე­ბი უხ­დე­ბა პას­კას? ზოგი ქიშ­მი­შით, ზოგი კი, ცუ­კა­ტე­ბით აკე­თებს.

- სა­ჭი­როა სამი ინ­გრე­დი­ენ­ტი - და­რი­ჩი­ნი, ილი და მი­ხა­კი. სხვა და­ნარ­ჩე­ნი, იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სა­კი­თხია. პი­რა­დად მე, ქიშ­მი­ში არ მიყ­ვარს და არ ვუ­მა­ტებ, სა­მა­გი­ე­როდ, ვუ­კე­თებ ბევრ ცუ­კატს. შა­ქარს ვაკ­ლებ, რად­გან ვცდი­ლობ ზე­ვი­დან მი­ნან­ქა­რი გა­ვუ­კე­თო, ან შაქ­რის ფხვნი­ლი მო­ვა­ყა­რო.

- რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ მზა­რე­უ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად პას­კის ცხო­ბი­სას?

- ცომი ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში აფუვ­დე­ბა, მაგ­რამ რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბი, ზოგ­ჯერ მზა­რუ­ლებს ნე­ბის­ყო­ფა არ ყოფ­ნით. რაც უფრო დიდ ხანს მო­ზი­ლავთ, უფრო კარ­გი გა­მო­დის. ამა­შია საქ­მე. გიყ­ვარს, ეფე­რე­ბი, ელო­ლი­ა­ვე­ბი. გა­ფუ­ე­ბა­საც და ზელ­ვა­საც უნდა და­ე­ლო­დო. თუ სის­ქე და­აკ­ლდე­ბა, წყალს ვუ­მა­ტებთ.

- ცხო­ბას რამ­დე­ნი დრო სჭირ­დე­ბა?

- გა­აჩ­ნია, რა ზო­მის ფორ­მა­ში ჩა­დებთ ცომს. რაც უფრო პა­ტა­რაა ფორ­მა, მით მალე ცხვე­ბა. პა­ტა­რა ფორ­მებს და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ეყო­ფა ცხო­ბის­თვის. სა­უ­კე­თე­სოა ქვის ღუ­მელ­ში გა­მო­ცხო­ბა, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­ზის ღუ­მელ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექტრო ღუ­მე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც. ცომი ფორ­მა­ში ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბი უნდა ჩა­ას­ხათ. ესეც ხში­რად ეშ­ლე­ბათ. ფორ­მა­ში გა­ფუ­ე­ბის შემ­დეგ, ცომი კი­დევ უნდა გა­ა­ჩე­როთ. ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ისევ ვე­ლო­დე­ბით გა­ფუ­ე­ბას. ცომი ფორ­მის ნა­ხე­ვარს რომ აც­დე­ბა, წი­ნას­წარ გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში შედ­გამთ. ფორ­მა ღუ­მელ­ში უნდა შე­ივ­სოს.

- მო­დით, ჩვენს მკი­თხველს ინ­გრე­ტი­ენ­ტე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა შევ­თა­ვა­ზოთ, მა­გა­ლი­თად, 4-5 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის გა­მო­ვა­ცხოთ პას­კა.

- სა­შუ­ა­ლო ზო­მის 6-7 ცალი პას­კის მო­სამ­ზა­დებ­ლად დაგ­ვჭირ­დე­ბა 10 კვერ­ცხი, ერთი კილო - კი­ლო­ნა­ხე­ვა­რი შა­ქა­რი. გოგ­ლი­მოგლს ცალ­კე ვთქვი­ფავთ. ცალ­კე ვა­ყე­ნებთ სა­ფუ­არს რძე­ში. 25 გრამ სა­ფუ­არს ლიტრ თბილ რძე­ში გავ­ხსნით. ვუ­მა­ტებთ ნა­ხე­ვარ-ნა­ხე­ვარ ჩაის კოვზ ილის, და­რი­ჩინ­სა და მი­ხაკს. გვჭირ­დე­ბა 300 გრა­მამ­დე გამლღვა­ლი, არა­ა­დუ­ღე­ბუ­ლი კა­რა­ქი. სამ კი­ლომ­დე ფქვილ­ში ვას­ხამთ გოგ­ლი­მოგლს, ვუ­რევთ ცხიმს - დამ­დნარ კა­რაქს, ვა­მა­ტებთ რძეს და სა­ფუ­არს და ვი­წყებთ ზელ­ვას. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცალ-ცაკ­ლე უნდა იყოს გამ­ზა­დე­ბუ­ლი. ვზელთ ხე­ლით. სი­ლი­კო­ნის ხელ­თათ­მა­ნებს თუ გა­ი­კე­თებთ, ცომი ხელ­ზე არ მი­გეკ­რო­ბათ. ვზელთ 15-20 წუთი, რო­დე­საც გახ­დე­ბა ერთი მასა, ხელ­ზე არ მოგ­ვეკ­რო­ბა, ვუ­მა­ტებთ ცუ­კა­ტებს და ვაგ­რძე­ლებთ ზელ­ვას ცუ­კა­ტებ­თან ერ­თად.

ცომი არ უნდა იყოს არც მა­გა­რი, არც ძა­ლი­ან თხე­ლი. ისე­თი კონ­სის­ტენ­ცია უნდა ჰქონ­დეს, რომ ზელ­ვა გსი­ა­მოვ­ნებ­დეთ. ცომს გა­სა­ფუ­ებ­ლად თბილ ად­გი­ლას ვტო­ვებთ. ზე­ვი­დან მხო­ლოდ ნა­ჭერს ვა­ფა­რებთ. არ ვფუ­თავთ. ვა­ჩე­რებთ და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთი. შემ­დეგ ისევ უნდა ჩავ­ზი­ლოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, სამ­ჯერ ჩა­ზილ­ვა. შემ­დეგ უნდა ჩავ­დოთ ფორ­მებ­ში და იქაც ვე­ლო­დე­ბით გა­ფუ­ე­ბას. მე სა­ღა­მოს ვზელ, ღამე ორ­ჯერ ვდგე­ბი, ჩა­ვაბ­რუ­ნებ, დი­ლით ვა­ცხობ.

- ძვე­ლად ფორ­მე­ბის­თვის კონ­სერ­ვის ქი­ლებს იყე­ნებ­დნენ. რა მა­სა­ლის ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა არის უმ­ჯო­ბე­სი პას­კის ცხო­ბი­სას?

- ყვე­ლა­ზე კარ­გია ქა­ღალ­დის ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მის მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა. კონ­სერ­ვის ქი­ლე­ბი ბე­ბი­ე­ბის რე­ცეპ­ტის შე­მად­გე­ნე­ლია. მათ ბევ­რი და­მუ­შა­ვე­ბა ჭირ­დე­ბა. ქა­ღალდს არაფ­რის წას­მა არ უნდა. ცო­მის გად­მო­ღე­ბი­სას ფქვი­ლი­ა­ნი ხე­ლე­ბი არ გჭირ­დე­ბათ. შე­საძ­ლოა, ხელ­ზე ზეთი შე­ი­ზი­ლოთ. თავი მომრგვა­ლე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს. ნა­ო­ჭი­ა­ნი მხა­რე ფორ­მის ქვე­მოთ მო­აქ­ცი­ეთ, ზე­ვით თავი მო­უმრგვა­ლეთ. ფორ­მებს წი­ნას­წარ გა­ცხე­ლე­ბულ ღუ­მელ­ში ვდგამთ. ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი. თა­ვი­დან უნდა და­ვა­ყე­ნოთ 150 გრა­დუს­ზე, შემ­დეგ აუ­წევთ 180 გრა­დუს­ზე. დიდ ზო­მებს ცხო­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 45 წუთი დას­ჭირ­დე­ბა.

- რითი შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მოთ გა­მომ­ცხვა­რი პას­კა?

- გა­მო­ცხო­ბის შემ­დეგ, მომრგვა­ლე­ბულ თავ­ზე პას­კას შე­საძ­ლოა თეთ­რი ან შავი მი­ნან­ქა­რი გა­ვუ­კე­თოთ. თეთ­რი მი­ნან­ქა­რი ასე მზად­დე­ბა: სამ კვერ­ცხის ცი­ლას ხე­ლის სათ­ქვე­ფით ავთქვი­ფავთ. რო­დე­საც აქაფ­დე­ბა, და­ვუ­მა­ტებთ შაქ­რის ფხვნილს, ამით გან­ვსა­ზღვრავთ სის­ქეს. არ უნდა იყოს არც ძა­ლი­ან თხე­ლი, არც ძა­ლი­ან სქე­ლი. და­ვას­ხამთ გა­მომ­ცხვარ პას­კას. უნდა და­ვე­ლო­დოთ გაშ­რო­ბას. ეს არის თეთ­რი მი­ნან­ქა­რი. შავი მი­ნან­ქა­რი კი ასე მზად­დე­ბა - გა­ვალ­ღოთ მთლი­ა­ნი შავი შო­კო­ლა­დი, და­ვუ­მა­ტოთ ერთი სუფ­რის კოვ­ზი ნა­ღე­ბი, ერთი სუფ­რის კოვ­ზი რძე, არ უნდა ავა­დუ­ღოთ, მო­ვას­ხათ მი­ნან­ქა­რი თავ­ზე.

მაშ ასე, ახლა თქვენ უკვე იცით, რო­გორ მზად­დე­ბა უგემ­რი­ე­ლე­სი პას­კა ოჯა­ხურ პი­რო­ბებ­ში. თუ მა­ინც მზა პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტთ, "ჩი გუს­ტა"!-ს სი­ახ­ლე სწო­რედ თქვენ­თვი­საა. იტა­ლუ­რი ბრენ­დი სა­აღ­დგო­მოდ პა­ნე­ტო­ნეს წარ­მო­ე­ბას იწყებს! 18 აპ­რი­ლი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძის 7-ში და ვაჟა-ფშა­ვე­ლას 47-ში მდე­ბა­რე "ჩი გუს­ტა!"-ს ობი­ექ­ტებ­ში პას­კე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა კლა­სი­კუ­რი, ქიშ­მი­ში­ა­ნი პა­ნე­ტო­ნე. შე­თა­ვა­ზე­ბა­ში იქ­ნე­ბა სამი ზო­მის პას­კა - კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი, 800 და 500 გრა­მი­ა­ნი. მათი ფასი შე­სა­ბა­მი­სად - 15, 12 და 8 ლარი იქ­ნე­ბა.

მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ შეკ­ვე­თა ად­გილ­ზე გა­ა­კე­თონ. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მათ პა­ნე­ტო­ნეს ქიშ­მი­შის გა­რე­შე, ან ცუ­კა­ტე­ბით და­უმ­ზა­დე­ბენ. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ "ჩი გუს­ტა!"-ს ნო­მერ­ზე 577 01 29 48. შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბაც. პა­ნე­ტო­ნეს ად­გილ­ზე მი­ტა­ნა "ფუდ­პან­დას" სა­შუ­ა­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი, AMBEBI.GE

როგორ მოვამზადოთ განსაკუთრებული სააღდგომო პასკა - აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები გამოცდილი კონდიტერისგან

როგორ მოვამზადოთ განსაკუთრებული სააღდგომო პასკა - აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები გამოცდილი კონდიტერისგან

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ოჯახებში სადღესასწაულო მზადება, სამზარეულოებში კი, ტრადიციული ფუსფუსი იწყება. დიასახლისების ნაწილს, დატვირთული დღის რეჟიმისა და მოუცლელობის მიუხედავად, ურჩევნია სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი - პასკა თავად მოამზადოს და კვერცხებიც თავად შეღებოს.

იმისათვის, რომ დიასახლისებს სურვილი და მონდომება წყალში არ ჩაეყაროთ და პასკა ძალიან გემრიელი გამოუვიდეთ, გადავწყვიტეთ, რჩევები იტალიური ბრენდის "ჩი გუსტა!"-ს კონდიტერისთვის გვეკითხა. მირანდა ხაჩიძე პირად რეცეპტს გაგიმხელთ, გირჩევთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ პასკის მზადებისას, გაგანდობთ როგორ უნდა მოიქცეთ ცომის მოზელვისას და რა უნდა გაითვალისწინოთ ცხობის პროცესში.

- პირველ რიგში, რა უნდა იცოდეს, რა უნდა გაითვალისწინოს მზარეულმა, პასკის ცხობის დაწყებისას?

- გასათვალისწინებელია მზარეულს უნდოდეს, რომ პასკა გემრიელი გამოუვიდეს. გულით უნდა გააკეთოს, თუ გულით გააკეთებს, გემრიელი გამოუვა. მნიშვნელოვანია დაიცვას ინგრედიენტები, გასათვალისწინებელია თანმიმდევრობა, ნებისყოფა. უნდა დაელოდოთ გაფუებას, ჯობია, საფუარი ბევრი არ უქნათ, რადგან გემოზე მაინც მოქმედებს. როდესაც ცომი ამოვა, უმჯობესია სამჯერ ჩაზილოთ. აფუებამდე ცომი კარგად უნდა მოიზილოს. ზელვის პროცესი მთავარია.

- ზოგ პროდუქტს რბილი, ზოგს კი, მაგარი ცომი სჭირდება. როგორი უნდა იყოს პასკის ცომი?

- პასკის ცომი საშუალო უნდა იყოს, არ უნდა იყოს რბილი. ზელვას რომ იწყებ ყველაფერი ხელზე გეკრობა, პროცესში ნელ-ნელა გშორდება ხელებიდან. ცომი უნდა ზილოთ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც ნებისყოფა გეყოფათ, უკეთესი გამოვა. კარგი იქნება ნახევარი საათის განმავლობაში ხელში დამუშავებული ცომი.

-რა დანამატები უხდება პასკას? ზოგი ქიშმიშით, ზოგი კი, ცუკატებით აკეთებს.

- საჭიროა სამი ინგრედიენტი - დარიჩინი, ილი და მიხაკი. სხვა დანარჩენი, იმპროვიზაციის საკითხია. პირადად მე, ქიშმიში არ მიყვარს და არ ვუმატებ, სამაგიეროდ, ვუკეთებ ბევრ ცუკატს. შაქარს ვაკლებ, რადგან ვცდილობ ზევიდან მინანქარი გავუკეთო, ან შაქრის ფხვნილი მოვაყარო.

- რა შეცდომებს უშვებენ მზარეულები ყველაზე ხშირად პასკის ცხობისას?

- ცომი ყველა ვარიანტში აფუვდება, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ზოგჯერ მზარულებს ნებისყოფა არ ყოფნით. რაც უფრო დიდ ხანს მოზილავთ, უფრო კარგი გამოდის. ამაშია საქმე. გიყვარს, ეფერები, ელოლიავები. გაფუებასაც და ზელვასაც უნდა დაელოდო. თუ სისქე დააკლდება, წყალს ვუმატებთ.

- ცხობას რამდენი დრო სჭირდება?

- გააჩნია, რა ზომის ფორმაში ჩადებთ ცომს. რაც უფრო პატარაა ფორმა, მით მალე ცხვება. პატარა ფორმებს დაახლოებით, ნახევარი საათი ეყოფა ცხობისთვის. საუკეთესოა ქვის ღუმელში გამოცხობა, სახლის პირობებში გაზის ღუმელში, შესაძლებელია ელექტრო ღუმელის გამოყენებაც. ცომი ფორმაში ნახევარზე ნაკლები უნდა ჩაასხათ. ესეც ხშირად ეშლებათ. ფორმაში გაფუების შემდეგ, ცომი კიდევ უნდა გააჩეროთ. ოთახის ტემპერატურაზე ისევ ველოდებით გაფუებას. ცომი ფორმის ნახევარს რომ აცდება, წინასწარ გახურებულ ღუმელში შედგამთ. ფორმა ღუმელში უნდა შეივსოს.

- მოდით, ჩვენს მკითხველს ინგრეტიენტების ზუსტი რაოდენობა შევთავაზოთ, მაგალითად, 4-5 სულიანი ოჯახისთვის გამოვაცხოთ პასკა.

- საშუალო ზომის 6-7 ცალი პასკის მოსამზადებლად დაგვჭირდება 10 კვერცხი, ერთი კილო - კილონახევარი შაქარი. გოგლიმოგლს ცალკე ვთქვიფავთ. ცალკე ვაყენებთ საფუარს რძეში. 25 გრამ საფუარს ლიტრ თბილ რძეში გავხსნით. ვუმატებთ ნახევარ-ნახევარ ჩაის კოვზ ილის, დარიჩინსა და მიხაკს. გვჭირდება 300 გრამამდე გამლღვალი, არაადუღებული კარაქი. სამ კილომდე ფქვილში ვასხამთ გოგლიმოგლს, ვურევთ ცხიმს - დამდნარ კარაქს, ვამატებთ რძეს და საფუარს და ვიწყებთ ზელვას. ეს ყველაფერი ცალ-ცაკლე უნდა იყოს გამზადებული. ვზელთ ხელით. სილიკონის ხელთათმანებს თუ გაიკეთებთ, ცომი ხელზე არ მიგეკრობათ. ვზელთ 15-20 წუთი, როდესაც გახდება ერთი მასა, ხელზე არ მოგვეკრობა, ვუმატებთ ცუკატებს და ვაგრძელებთ ზელვას ცუკატებთან ერთად.

ცომი არ უნდა იყოს არც მაგარი, არც ძალიან თხელი. ისეთი კონსისტენცია უნდა ჰქონდეს, რომ ზელვა გსიამოვნებდეთ. ცომს გასაფუებლად თბილ ადგილას ვტოვებთ. ზევიდან მხოლოდ ნაჭერს ვაფარებთ. არ ვფუთავთ. ვაჩერებთ დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ ისევ უნდა ჩავზილოთ. კარგი იქნება, სამჯერ ჩაზილვა. შემდეგ უნდა ჩავდოთ ფორმებში და იქაც ველოდებით გაფუებას. მე საღამოს ვზელ, ღამე ორჯერ ვდგები, ჩავაბრუნებ, დილით ვაცხობ.

- ძველად ფორმებისთვის კონსერვის ქილებს იყენებდნენ. რა მასალის ფორმის გამოყენება არის უმჯობესი პასკის ცხობისას?

- ყველაზე კარგია ქაღალდის ფორმები, რომელიც საკონდიტრო ნაწარმის მაღაზიებში იყიდება. კონსერვის ქილები ბებიების რეცეპტის შემადგენელია. მათ ბევრი დამუშავება ჭირდება. ქაღალდს არაფრის წასმა არ უნდა. ცომის გადმოღებისას ფქვილიანი ხელები არ გჭირდებათ. შესაძლოა, ხელზე ზეთი შეიზილოთ. თავი მომრგვალებული უნდა ჰქონდეს. ნაოჭიანი მხარე ფორმის ქვემოთ მოაქციეთ, ზევით თავი მოუმრგვალეთ. ფორმებს წინასწარ გაცხელებულ ღუმელში ვდგამთ. ტემპერატურა უნდა იყოს საშუალოზე დაბალი. თავიდან უნდა დავაყენოთ 150 გრადუსზე, შემდეგ აუწევთ 180 გრადუსზე. დიდ ზომებს ცხობისთვის დაახლოებით 45 წუთი დასჭირდება.

- რითი შეიძლება გავაფორმოთ გამომცხვარი პასკა?

- გამოცხობის შემდეგ, მომრგვალებულ თავზე პასკას შესაძლოა თეთრი ან შავი მინანქარი გავუკეთოთ. თეთრი მინანქარი ასე მზადდება: სამ კვერცხის ცილას ხელის სათქვეფით ავთქვიფავთ. როდესაც აქაფდება, დავუმატებთ შაქრის ფხვნილს, ამით განვსაზღვრავთ სისქეს. არ უნდა იყოს არც ძალიან თხელი, არც ძალიან სქელი. დავასხამთ გამომცხვარ პასკას. უნდა დაველოდოთ გაშრობას. ეს არის თეთრი მინანქარი. შავი მინანქარი კი ასე მზადდება - გავალღოთ მთლიანი შავი შოკოლადი, დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ნაღები, ერთი სუფრის კოვზი რძე, არ უნდა ავადუღოთ, მოვასხათ მინანქარი თავზე.

მაშ ასე, ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ მზადდება უგემრიელესი პასკა ოჯახურ პირობებში. თუ მაინც მზა პროდუქტის შეძენას გადაწყვეტთ, "ჩი გუსტა"!-ს სიახლე სწორედ თქვენთვისაა. იტალური ბრენდი სააღდგომოდ პანეტონეს წარმოებას იწყებს! 18 აპრილიდან ჭავჭავაძის 7-ში და ვაჟა-ფშაველას 47-ში მდებარე "ჩი გუსტა!"-ს ობიექტებში პასკები გაიყიდება. ეს იქნება კლასიკური, ქიშმიშიანი პანეტონე. შეთავაზებაში იქნება სამი ზომის პასკა - კილოგრამიანი, 800 და 500 გრამიანი. მათი ფასი შესაბამისად - 15, 12 და 8 ლარი იქნება.

მომხმარებლებს შეუძლიათ შეკვეთა ადგილზე გააკეთონ. სურვილის შემთხვევაში, მათ პანეტონეს ქიშმიშის გარეშე, ან ცუკატებით დაუმზადებენ. დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ "ჩი გუსტა!"-ს ნომერზე 577 01 29 48. შესაძლებელია ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობაც. პანეტონეს ადგილზე მიტანა "ფუდპანდას" საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

მეგან მარკლი და ჰარი გაჭირვებულებს საკვებს ურიგებენ - წყვილის პირველი ფოტოები აშშ-დან

პირველად, Fuckup Nights ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?