მას შემდეგ რაც ნინა წკრიალაშვილმა ტელეწამყვანისა და მსახიობის ამპლუა მოირგო, ტელევიზია მის მთავარ აზარტად და როგორც თავად ამბობს, "ვნებად" იქცა. "თბილისელებთან" ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ ახლა მარტოობით ტკბება, წარსული ურთიერთობების შეცდომების გამეორებას არ აპირებს. ასევე დასძენს, რომ ბოლო წლებია ეგოისტი გახდა და ასე უკეთ გრძნობს თავს. ნინამ ახალი ბიზნესიც წამოიწყო, რომლითაც დიდი ხნის ოცნებების ასრულებას გეგმავს:
"რატომღაც ყველა მამაკაცს ეგონა, რომ არაფერი მჭირდებოდა. ამ მხრივ განებივრებული არასდროს ვყოფილვარ. არასდროს გაუკეთებიათ ჩემთვის საჩუქარი და ძალიან მეცინება, როცა ჩემთვის მორთმეულ საოცარ საჩუქრებზე მესმის მითები. საჩუქრები მახსოვს მამაჩემისგან და ერთი მეგობრისგან, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი და ვარ. ჩემი თაყვანისმცემელი მამაკაცებისგან კი მართლა არაფერი მახსოვს. არ ვიცი, საშინელი ამაყი ვარ თუ დებილი, მაგრამ ეს ასეა. ფაქტია ისიც, რომ მამაკაცებსაც არ ვარჩევდი "სწორად". ყველა მეცოდებოდა და მინდოდა, იქით დავხმარებოდი მათ. კარგი რა, არავინ არაფრის ღირსი არაა. ამას წლებთან ერთად მივხვდი, ამიტომ, ბოლო ორი წელია, ეგოისტი გავხდი, არ იცით, რა კარგად ვარ.
...ყოველთვის ვცდილობ ვიყიდო კარგი ხარისხის ფეხსაცმელი და ჩანთა, რაშიც ფული არასდროს მენანება. სირცხვილია თქმა, მაგრამ 5 ათასი ევროც გადამიხდია ჩანთაში და ჩემი შეკერილი ჩანთითაც მივლია. მაგალითად, ეს ჩანთა, რაც ახლა მაქვს, საშა არუთინოვმა მაჩუქა. მისი ღირებულება 3 ათასი ევროა. ერთი ლედი გაგას აქვს, მეორე - მე. დაბადების დღეებზეც მიმიღია საჩუქრად "შანელის" ჩანთა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე გადარეული ვარ".
თამუნა ნიჟარაძე
ჟურნალი "თბილისელები"