ხმელთაშუა ზღვაში კიდევ 400-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა მაშინ, როდესაც ისინი ევროპის სანაპიროებამდე მიღწევას ცდილობდნენ. ამის შესახებ "ბიბისი" ეგვიპტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულები სომალიდან იყვნენ. ისინი ზღვის გადაკვეთას ოთხი დაზიანებული ნავით ცდილობდნენ. ბოლო რამდენიმე წელია, ეგვიპტე ევროპაში ჩასვლის მსურველი აფრიკელი მიგრანტებისთვის ტრანზიტულ ქვეყანას წარმოადგენს. ათასობით ადამიანი ქალაქ ალექსანდრიის გავლით ცდილობს ზღვაში გასვლას და ევროპის ქვეყნებში ჩასვლას.
2016 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში 100 000-ზე მეტმა მიგრანტმა შეძლო ჩასვლა.