სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს" - ლადო პაპავა
"ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს" - ლადო პაპავა

"ყვე­ლა­ფე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი მავ­ნებ­ლუ­რი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის შე­დე­გია, - ასე აფა­სებს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში თსუ-ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოქ­მე­დი რექ­ტო­რი ლადო პა­პა­ვა. მისი გან­მარ­ტე­ბით, "ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რო­დე­საც ვერ გა­ი­გებ­დი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იყო თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", უნი­ვერ­სი­ტეტ­ზეც ერთი-ერ­თში აი­სა­ხა".

"დიახ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თუ­ლი იყო იმ ძა­ლე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც დღემ­დე სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში მყუდ­როდ არი­ან მო­კა­ლა­თე­ბულ­ნი, თუმ­ცა ეს ის ინ­ფორ­მა­ცი­აა, რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­საც ამ ეტაპ­ზე მო­ვე­რი­დე­ბი. მოვა დრო და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებ. 2013 წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. მარ­თა­ლია, ამ პე­რი­ოდ­ში პრე­ზი­დენ­ტი კვლავ სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რე­ბი მას აღარ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ეი­ფო­რი­ა­ში იყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო და ქვე­და რგო­ლე­ბი კი ახალ პატ­რონს ეძებ­დნენ და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სუ­ლი­ყო კაცი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლად იმოქ­მე­დებ­და და ზე­წო­ლას არა­სო­დეს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. მსგავ­სი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ სამ­ჯერ ჩა­ტარ­და, პირ­ვე­ლად, რო­დე­საც პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს რექ­ტო­რად, მე­ო­რედ - ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, მე­სა­მე კი, რი­გით 28-ე რექ­ტო­რი, მე აღ­მოვ­ჩნდი. და­ნარ­ჩე­ნი რექ­ტო­რე­ბი სამ­თავ­რო­ბო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ინიშ­ნე­ბოდ­ნენ, ან ჯერ ინიშ­ნე­ბოდ­ნენ და მხო­ლოდ მერე აირ­ჩე­ოდ­ნენ", - აცხა­დებს პა­პა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე მწვა­ვე ზე­წო­ლა პირ­ვე­ლად მა­შინ იგ­რძნო, რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­თან გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბო­და, რო­მელ­საც პა­პა­ვას აზ­რით, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ლო­ბი­რებ­დნენ.

"თუმ­ცა ამა­ზე მეტს დღეს ვერ ვი­ტყვი. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის აშე­ნე­ბა­ზე ოდეს­მე ლი­ცენ­ზი­ას თუ გას­ცემ­და. ვერც იმას და­ვი­ჯე­რებ­დი, რომ კონ­კრე­ტულ ბიზ­ნესს ამ მას­შტა­ბის მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბო­და. მა­შინ გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტებ­მაც გა­აპ­რო­ტეს­ტეს და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­და. მო­რი­გი ზე­წო­ლა კან­ცლე­რის არ­ჩევ­ნე­ბის წინ და­ი­წყო, ბევ­რს ვერ ვი­სა­უბ­რებ, თუმ­ცა ძა­ლო­ვან­მა და სხვა სტრუქ­ტუ­რებ­მა თსუ-ში რექ­ტო­რის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბინ­ძუ­რი თა­მა­ში წა­მო­ი­წყეს", - აღ­ნიშ­ნავს ლადო პა­პა­ვა.

წა­ი­კი­თხეთ ვრლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 18 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი ამ ბმულ­ზე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს" - ლადო პაპავა

"ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს" - ლადო პაპავა

"ყველაფერი სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოჰაბიტაციის შედეგია, - ასე აფასებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თსუ-ში განვითარებულ პროცესებს უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი ლადო პაპავა. მისი განმარტებით, "ქვეყანაში განვითარებული პროცესები, როდესაც ვერ გაიგებდი, ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" იყო თუ "ნაციონალური მოძრაობა", უნივერსიტეტზეც ერთი-ერთში აისახა".

"დიახ, ეს ყველაფერი მართული იყო იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღემდე სამთავრობო სტრუქტურებში მყუდროდ არიან მოკალათებულნი, თუმცა ეს ის ინფორმაციაა, რის გასაჯაროებასაც ამ ეტაპზე მოვერიდები. მოვა დრო და ამ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებ. 2013 წელს უნივერსიტეტში ისტორიული არჩევნები ჩატარდა. მართალია, ამ პერიოდში პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილი გახლდათ, მაგრამ სხვადასხვა სტრუქტურები მას აღარ ემორჩილებოდნენ. ამასთან, "ქართული ოცნება" ეიფორიაში იყო, ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლები კი ახალ პატრონს ეძებდნენ და მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა, რომ უნივერსიტეტში მოსულიყო კაცი, რომელიც დამოუკიდებელად იმოქმედებდა და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებარებოდა. მსგავსი ისტორიული არჩევნები უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, მხოლოდ სამჯერ ჩატარდა, პირველად, როდესაც პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს რექტორად, მეორედ - ივანე ჯავახიშვილი, მესამე კი, რიგით 28-ე რექტორი, მე აღმოვჩნდი. დანარჩენი რექტორები სამთავრობო ინტერესებიდან გამომდინარე ინიშნებოდნენ, ან ჯერ ინიშნებოდნენ და მხოლოდ მერე აირჩეოდნენ", - აცხადებს პაპავა.

მისივე თქმით, ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც შეიტყო, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა, რომელსაც პაპავას აზრით, ჩინოვნიკები ლობირებდნენ.

"თუმცა ამაზე მეტს დღეს ვერ ვიტყვი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, "ქართული ოცნების" მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა. ვერც იმას დავიჯერებდი, რომ კონკრეტულ ბიზნესს ამ მასშტაბის მხარდაჭერა ექნებოდა. მაშინ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა სტუდენტებმაც გააპროტესტეს და საბედნიეროდ, ეს პროცესი შეჩერდა. მორიგი ზეწოლა კანცლერის არჩევნების წინ დაიწყო, ბევრს ვერ ვისაუბრებ, თუმცა ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში რექტორისგან დამოუკიდებელი ბინძური თამაში წამოიწყეს", - აღნიშნავს ლადო პაპავა.

წაიკითხეთ ვრლად "კვირის პალიტრის" 18 აპრილის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი ამ ბმულზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია