საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებს აღარ სცალიათ შვილების მოსასმენად" - ფსიქოლოგი თინეიჯერებში მომრავლებულ სტრესსა და სუიციდის შემთხვევებზე
 "მშობლებს აღარ სცალიათ შვილების მოსასმენად" - ფსიქოლოგი თინეიჯერებში მომრავლებულ სტრესსა და სუიციდის შემთხვევებზე

რა აწუ­ხებთ მო­ზარ­დებს, რა პრობ­ლე­მებს ხე­და­ვენ ყვე­ლა­ზე ხში­რად ფსი­ქო­ლო­გე­ბი თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკ­ში, რა­ტომ იმ­რავ­ლა სუ­ი­ციდ­მა ამ ასაკ­ში და რა აღელ­ვებთ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის მშობ­ლებს - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე ფსი­ქო­ლო­გი ანა მურ­ვა­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა. ანა თბი­ლი­სის ერთ-ერთი კერ­ძო სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გია და რო­გორც ამ სივ­რცე­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ან­მა, გა­ცი­ლე­ბით უკეთ იცის, რა პრობ­ლე­მე­ბია სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ებ­ში და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათი მოგ­ვა­რე­ბა.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რა პრობ­ლე­მებს ხვდე­ბით ბავ­შვებ­ში?

- ვერ პუ­ლო­ბენ ად­გილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­კუ­თარ თავ­ში იკე­ტე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით, ე.წ. თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკ­ში და სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია ამ მი­ზე­ზით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სუ­ი­ცი­დე­ბიც. ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო გარ­და­ტე­ხის ასა­კი, თუმ­ცა ამ ასა­კის ზღვარ­მა და­ი­წია და სულ უფრო და უფრო მეტ პრობ­ლე­მას ვე­ჩე­ხე­ბით უფრო მცი­რე ასა­კის ბავ­შვებ­შიც. მო­ზარ­დე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ად­გილს ვერ პო­უ­ლო­ბენ, ამას ხელს უწყობს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი არამ­დგრა­დო­ბა, გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, სა­ხელ­მწი­ფოს მიდ­გო­მა, გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა და უფ­რო­სებ­თან კონ­ტაქ­ტის არ­ქო­ნა. უფ­რო­სებ­ში ვგუ­ლის­ხმობ მშობ­ლებ­საც და მას­წავ­ლებ­ლებ­საც, რომ­ლებ­საც ხში­რად ავი­წყდე­ბათ, რომ ბავ­შვს მხო­ლოდ კარ­გი სწავ­ლა, კარ­გი ჭამა-სმა თუ ჩაც­მა არ სჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რია მისი გა­გე­ბა, მოს­მე­ნა.

- ამ­ბო­ბენ, რომ დღეს ბავ­შვებს მე­ტის­მე­ტად იშ­ვი­ა­თად ვე­უბ­ნებთ "არას", ყვე­ლა­ფერს ვუს­რუ­ლებთ და როცა ერთ დღე­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ეჩე­ხე­ბი­ან, უჭირთ მას­თან შებ­რძო­ლე­ბა და უსუ­სუ­რე­ბი ხდე­ბი­ან... ხში­რად ამა­საც ასა­ხე­ლე­ბენ მო­მა­ტე­ბუ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის მი­ზე­ზად...

- ბავ­შვი უნდა მო­ვამ­ზა­დოთ ცხოვ­რე­ბის­თვის, უნდა და­ვეხ­მა­როთ, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მო­ქა­ლა­ქედ. მო­ქა­ლა­ქე სკო­ლამ უნდა გა­ზარ­დოს. ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვის უნა­რი, ეს უნდა ას­წავ­ლოს მშო­ბელ­მა, ოჯახ­მა, გა­რე­მომ და სკო­ლამ. მან უნდა იცო­დეს პა­ტა­რა­ო­ბი­დან, რომ ყვე­ლა­ფე­რი არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი და არ­სე­ბობს რა­ღა­ცე­ბი, რაც არ შე­იძ­ლე­ბა. ჟან ჟაკ რუსო ამ­ბობ­და: "ადა­მი­ა­ნის უბე­დუ­რე­ბის სა­წყი­სი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის არა­თან­ხვედ­რა­შია". თუ ჩვენ შეგ­ვწევს იმის უნა­რი, გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ რისი ძალა, სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს და რისი არა, ბუ­ნებ­რი­ვია, მი­იღ­წე­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბა.

სა­ერ­თოდ, ამ თა­ო­ბის მო­ზარ­დებს აქვთ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი რამ - მო­ტი­ვა­ცია, სურთ, იყ­ვნენ გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, ამ­ჩნე­ვენ, რომ წარ­მა­ტე­ბა გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე არ მი­იღ­წე­ვა. და როცა ეს აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ მშობ­ლებ­მა ეს მო­ტი­ვა­ცია და ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­კე­თე უნდა და­ა­ნა­ხონ ბავ­შვებს და ას­წავ­ლონ ასე­ვე თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. თუმ­ცა ამ თა­ო­ბას აქვს ასე­ვე მან­კი­ე­რი მხა­რეც, რომ მათი სურ­ვი­ლე­ბი და­უძ­ლე­ვე­ლია. ყო­ველ­თვის რა­ღაც უნ­დათ, უნ­დათ ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რი, არის სი­ხარ­ბის, და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის მო­მენ­ტე­ბი.

ეს ბავ­შვე­ბი სტრე­სე­ბის ეპო­ქა­ში არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი და მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან სდევთ ეს სტრე­სე­ბი, ამი­ტომ არი­ან არა მხო­ლოდ ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რე­ბი, ასე­ვე ჰი­პერ­პა­სი­უ­რე­ბიც. რა­ტომ­ღაც სულ ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბა­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რია ჰი­პერ­პა­სი­უ­რი, ე.წ. კუ­თხის ბავ­შვიც. მშობ­ლებ­ზე ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ უნდა წა­მო­წი­ონ ბავ­შვე­ბი წინ, ჩა­ა­ბან რო­გორც მიკ­რო, ასე­ვე მაკ­რო სო­ცი­უმ­ში. თუმ­ცა ეს მზრუნ­ვე­ლო­ბაც არ უნდა იყოს ზღვარ­გა­და­სუ­ლი ჰი­პერმზრუნ­ვე­ლო­ბა. ამა­ნაც შე­იძ­ლე­ბა უკუ­რე­აქ­ცია მოგ­ვცეს. მშო­ბელს უნდა შე­ეძ­ლოს ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მშობლებს აღარ სცალიათ შვილების მოსასმენად" - ფსიქოლოგი თინეიჯერებში მომრავლებულ სტრესსა და სუიციდის შემთხვევებზე

 "მშობლებს აღარ სცალიათ შვილების მოსასმენად" - ფსიქოლოგი თინეიჯერებში მომრავლებულ სტრესსა და სუიციდის შემთხვევებზე

რა აწუხებთ მოზარდებს, რა პრობლემებს ხედავენ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგები თინეიჯერულ ასაკში, რატომ იმრავლა სუიციდმა ამ ასაკში და რა აღელვებთ თინეიჯერების მშობლებს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ფსიქოლოგი ანა მურვანიძე გვესაუბრება. ანა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ფსიქოლოგია და როგორც ამ სივრცეში მომუშავე ადამიანმა, გაცილებით უკეთ იცის, რა პრობლემებია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში და როგორ შეიძლება მათი მოგვარება.

- ყველაზე ხშირად რა პრობლემებს ხვდებით ბავშვებში?

- ვერ პულობენ ადგილს საზოგადოებაში, საკუთარ თავში იკეტებიან. განსაკუთრებით, ე.წ. თინეიჯერულ ასაკში და სამწუხაროდ, ხშირია ამ მიზეზით განპირობებული სუიციდებიც. ყოველთვის ყველაზე პრობლემატური იყო გარდატეხის ასაკი, თუმცა ამ ასაკის ზღვარმა დაიწია და სულ უფრო და უფრო მეტ პრობლემას ვეჩეხებით უფრო მცირე ასაკის ბავშვებშიც. მოზარდები საზოგადოებაში ადგილს ვერ პოულობენ, ამას ხელს უწყობს ფსიქოლოგიური არამდგრადობა, გარემო პირობები, სახელმწიფოს მიდგომა, განათლების პრობლემა და უფროსებთან კონტაქტის არქონა. უფროსებში ვგულისხმობ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც, რომლებსაც ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვს მხოლოდ კარგი სწავლა, კარგი ჭამა-სმა თუ ჩაცმა არ სჭირდება. მთავარია მისი გაგება, მოსმენა.

- ამბობენ, რომ დღეს ბავშვებს მეტისმეტად იშვიათად ვეუბნებთ "არას", ყველაფერს ვუსრულებთ და როცა ერთ დღესაც წინააღმდეგობას ეჩეხებიან, უჭირთ მასთან შებრძოლება და უსუსურები ხდებიან... ხშირად ამასაც ასახელებენ მომატებული თვითმკვლელობების მიზეზად...

- ბავშვი უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, უნდა დავეხმაროთ, რომ ჩამოყალიბდეს მოქალაქედ. მოქალაქე სკოლამ უნდა გაზარდოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობის დაძლევის უნარი, ეს უნდა ასწავლოს მშობელმა, ოჯახმა, გარემომ და სკოლამ. მან უნდა იცოდეს პატარაობიდან, რომ ყველაფერი არ არის ნებადართული და არსებობს რაღაცები, რაც არ შეიძლება. ჟან ჟაკ რუსო ამბობდა: "ადამიანის უბედურების საწყისი საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების არათანხვედრაშია". თუ ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, გავაცნობიეროთ რისი ძალა, საშუალება გვაქვს და რისი არა, ბუნებრივია, მიიღწევა ბედნიერება.

საერთოდ, ამ თაობის მოზარდებს აქვთ ძალიან დადებითი რამ - მოტივაცია, სურთ, იყვნენ განათლებულები, წარმატებულები, ამჩნევენ, რომ წარმატება განათლების გარეშე არ მიიღწევა. და როცა ეს აქვთ გააზრებული, აუცილებლად უნდა გამოიყენონ მშობლებმა ეს მოტივაცია და ყველანაირი სიკეთე უნდა დაანახონ ბავშვებს და ასწავლონ ასევე თავიანთი მოვალეობები. თუმცა ამ თაობას აქვს ასევე მანკიერი მხარეც, რომ მათი სურვილები დაუძლეველია. ყოველთვის რაღაც უნდათ, უნდათ ყველაფერი ბევრი, არის სიხარბის, დაუკმაყოფილებლობის მომენტები.

ეს ბავშვები სტრესების ეპოქაში არიან დაბადებული და მუცლად ყოფნის პერიოდიდან სდევთ ეს სტრესები, ამიტომ არიან არა მხოლოდ ჰიპერაქტიურები, ასევე ჰიპერპასიურებიც. რატომღაც სულ ვამახვილებთ ყურადღებას ჰიპერაქტიურობაზე, მაგრამ ძალიან ბევრია ჰიპერპასიური, ე.წ. კუთხის ბავშვიც. მშობლებზე ბევრია დამოკიდებული, მათ უნდა წამოწიონ ბავშვები წინ, ჩააბან როგორც მიკრო, ასევე მაკრო სოციუმში. თუმცა ეს მზრუნველობაც არ უნდა იყოს ზღვარგადასული ჰიპერმზრუნველობა. ამანაც შეიძლება უკურეაქცია მოგვცეს. მშობელს უნდა შეეძლოს ოქროს შუალედის პოვნა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია