პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მტკვრის დონის მატებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს
თბილისში მტკვრის დონის მატებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თე­მურ მურ­ღუ­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მტკვრის დო­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ემო­ცი­ე­ბი­სა და გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თე­მურ მურ­ღუ­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან და­ახ­ლო­ე­ბით, 15 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე "ქაია ბეის ჰესი" წყა­ლუხ­ვო­ბის დროს იმა­ზე მეტ წყალს ატა­რებს, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ხდე­ბა.

"უბ­რა­ლოდ წყალ­სი­უხ­ვეა მტკვარ­ში და ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი "ქაია ბეის ჰე­სის" დამ­ბა წყალს ინ­ტენ­სი­უ­რად უშ­ვებს, მაგ­რამ არაკ­რი­ტი­კუ­ლად. ეს არ არის დამ­ბის გარ­ღვე­ვა. ეს არის ორი წლის წინ აშე­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე ჰესი. ამ ეტაპ­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ მას რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას. რო­გორც ვიცი, ახალ­ცი­ხე­ში არის მცდე­ლო­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ში­ნონ და პა­ნი­კა შექ­მნან, მას სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს. რა თქმა უნდა, წყალ­მა მო­ი­მა­ტა, მაგ­რამ რომც არ ყო­ფი­ლი­ყო ჰესი, ამ პე­რი­ოდ­ში მტკვარს შე­მოს­ვლა­ზე წყა­ლუხ­ვო­ბა მა­ინც შე­ე­ტყო­ბო­და. ჩვენ ვართ კონ­ტრო­ლის 100%-იან რე­ჟიმ­ში. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი აკ­ვირ­დე­ბა მტკვარს რო­გორც ად­გილ­ზე, ასე­ვე მთლი­ა­ნად თბი­ლი­სამ­დე ყვე­ლა მო­ნაკ­ვეთ­ზე, რად­გან ფა­რავ­ნი­და­ნაც ცოტა უფრო გაზ­რდი­ლია შე­მო­დი­ნე­ბა, მაგ­რამ ამ წუ­თას სა­გან­გა­შო ზღვრამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით, 2-ჯერ ნაკ­ლე­ბია წყლის დონე გვაქვს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ არა­ნა­ი­რი ემო­ცი­ე­ბი­სა და გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და მურ­ღუ­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი ჰესი, რო­დე­საც არის წყალ­სი­უხ­ვე, იმა­ზე მეტ წყალს ატა­რებს, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ, ანუ ფა­რე­ბი აქვს უფრო მე­ტად გახ­სნი­ლი, რაც ჩვენ­თან წყლის ტი­პურ­ზე ოდ­ნავ მეტ შე­მო­დი­ნე­ბას იწ­ვევს. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, რად­გან გა­ზა­ფხუ­ლია, ეს არის სე­ზო­ნუ­რი.

რო­გორც მურ­ღუ­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, მან მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თბი­ლის­ში არის წყლის დონე აწე­უ­ლი, თუმ­ცა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბას პრო­ცეს­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლი აქვს.

"მინ­და შე­ვახ­სე­ნო თბი­ლი­სე­ლებს, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში მტკვრის დო­ნეს ორ­თა­ჭალ­ჰე­სი გან­სა­ზღვრავს და ის მტკვა­რი, რო­მელ­საც ჩვენ ყო­ველ­დღე ვხე­დავთ, ორ­თა­ჭა­ლა­ჰე­სის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ზო­გა­დად, მტკვრის დონე თბი­ლის­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია. ახლა თუ ცო­ტა­თი მო­მა­ტე­ბუ­ლია, ეს არის ისევ და ისევ ორ­თა­ჭა­ლა­ჰე­სის რე­ჟი­მის თემა და არ არის და­მა­ტე­ბი­თი წყალ­შე­მო­დი­ნე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლისს პრობ­ლე­მას შე­უქ­მნის. ამი­ტომ ყვე­ლას ვთხოვ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ემო­ცი­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, რომ ნუ გა­ვა­კე­თებთ ამას. ეს არ არის თემა, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს უარ­ყო­ფი­თი გან­ცდე­ბი შე­ვუქ­მნათ. ამ წუ­თას ჩვენ გვაქვს სრუ­ლი კონ­ტრო­ლი პრო­ცეს­ზე. არა­ფე­რი ისე­თი არ ხდე­ბა და არც "ქაია ბეის ჰესი" არ აპი­რებს დან­გრე­ვას", - გა­ნა­ცხა­და მურ­ღუ­ლი­ამ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ხვალ აპი­რებს, რომ სამ­ცხე­ში პი­რა­დად ჩა­ვი­დეს და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდეს.

"ად­გი­ლობ­რივ მო­სა­ხე­ლო­ბა­ში ქმნი­ან ნე­გა­ტი­ურ ფონს და ვა­პი­რებ, რომ ავუხ­სნა, რომ ეს ფონი დღე­ის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოა", - გა­ნა­ცხა­და მურ­ღუ­ლი­ამ.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

თბილისში მტკვრის დონის მატებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

თბილისში მტკვრის დონის მატებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებით, მტკვრის დონესთან დაკავშირებით არანაირი ემოციებისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თემურ მურღულიამ განუცხადა, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვართან დაახლოებით, 15 კილომეტრში მდებარე "ქაია ბეის ჰესი" წყალუხვობის დროს იმაზე მეტ წყალს ატარებს, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება.

"უბრალოდ წყალსიუხვეა მტკვარში და ახლად აშენებული "ქაია ბეის ჰესის" დამბა წყალს ინტენსიურად უშვებს, მაგრამ არაკრიტიკულად. ეს არ არის დამბის გარღვევა. ეს არის ორი წლის წინ აშენებული, ძალიან თანამედროვე ჰესი. ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, რომ მას რაიმე პრობლემა შეექმნას. როგორც ვიცი, ახალციხეში არის მცდელობა, რომ საზოგადოება დააშინონ და პანიკა შექმნან, მას საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, წყალმა მოიმატა, მაგრამ რომც არ ყოფილიყო ჰესი, ამ პერიოდში მტკვარს შემოსვლაზე წყალუხვობა მაინც შეეტყობოდა. ჩვენ ვართ კონტროლის 100%-იან რეჟიმში. ჩვენი სამსახური აკვირდება მტკვარს როგორც ადგილზე, ასევე მთლიანად თბილისამდე ყველა მონაკვეთზე, რადგან ფარავნიდანაც ცოტა უფრო გაზრდილია შემოდინება, მაგრამ ამ წუთას საგანგაშო ზღვრამდე დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლებია წყლის დონე გვაქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ემოციებისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ჰესი, როდესაც არის წყალსიუხვე, იმაზე მეტ წყალს ატარებს, ვიდრე ჩვეულებრივ, ანუ ფარები აქვს უფრო მეტად გახსნილი, რაც ჩვენთან წყლის ტიპურზე ოდნავ მეტ შემოდინებას იწვევს. მინისტრის მოადგილის თქმით, რადგან გაზაფხულია, ეს არის სეზონური.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, მან მოისმინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში არის წყლის დონე აწეული, თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებას პროცესზე სრული კონტროლი აქვს.

"მინდა შევახსენო თბილისელებს, რომ დედაქალაქში მტკვრის დონეს ორთაჭალჰესი განსაზღვრავს და ის მტკვარი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, ორთაჭალაჰესის დამსახურებაა. ზოგადად, მტკვრის დონე თბილისში ძალიან დაბალია. ახლა თუ ცოტათი მომატებულია, ეს არის ისევ და ისევ ორთაჭალაჰესის რეჟიმის თემა და არ არის დამატებითი წყალშემოდინება, რომელიც თბილისს პრობლემას შეუქმნის. ამიტომ ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების ემოციებით მანიპულირებას ცდილობენ, რომ ნუ გავაკეთებთ ამას. ეს არ არის თემა, რომელზეც შეიძლება ჩვენს თანამოქალაქეებს უარყოფითი განცდები შევუქმნათ. ამ წუთას ჩვენ გვაქვს სრული კონტროლი პროცესზე. არაფერი ისეთი არ ხდება და არც "ქაია ბეის ჰესი" არ აპირებს დანგრევას", - განაცხადა მურღულიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ის ხვალ აპირებს, რომ სამცხეში პირადად ჩავიდეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს.

"ადგილობრივ მოსახელობაში ქმნიან ნეგატიურ ფონს და ვაპირებ, რომ ავუხსნა, რომ ეს ფონი დღეისთვის აბსოლუტურად უსაფუძვლოა", - განაცხადა მურღულიამ.

ინტერპრესნიუსი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია