პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საყვარელიძის აღიარება - როგორ აჯილდოვებდა სააკაშვილის ხელისუფლება "საქმის მკეთებელ" პროკურორებს?!
საყვარელიძის აღიარება - როგორ აჯილდოვებდა სააკაშვილის ხელისუფლება "საქმის მკეთებელ" პროკურორებს?!

უკ­რა­ი­ნის გენპ­რო­კუ­რო­რის ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძემ უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნი­ხი­ლა, თუ რა პრობ­ლე­მე­ბია უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას მან პა­რა­ლე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ავ­ლო:

"და­ვუ­პი­რის­პირ­დი შო­კინ­საც და ყვე­ლას, ვინც ძველ სის­ტე­მას ემ­ხრო­ბა. ძველ სის­ტე­მა­ში ისი­ნი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დნენ. მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა, პირ­ველ რიგ­ში კო­რუფ­ცი­ას უნდა ებ­რძო­დეს. კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა კი სი­ღა­რი­ბეს­თან ბრძო­ლას ნიშ­ნავს.

ახლა თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა. დავ­ტო­ვე კა­ბი­ნე­ტი, მსგავ­სი თა­ნამ­დე­ბო­ბა ბევ­რი მქონ­და. არის მო­მენ­ტი, როცა შე­გიძ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და იუ­რი­დი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა და როცა ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამო­წუ­რუ­ლია, უნდა გა­დახ­ვი­დე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, პრო­კუ­რა­ტუ­რუ­დან ჩემი გა­მოგ­დე­ბის­თვის, ახლა კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ღირ­სე­ბის საქ­მეა".

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა საყ­ვა­რე­ლი­ძე პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას, მან გა­ნა­ცხა­და, რომ იქ ხე­დავს სა­კუ­თავ თავს, სა­დაც სი­მარ­თლეა:

"ჩემს თავს სა­მარ­თლი­ან ხალ­ხთან ვხე­დავ. სა­დაც აქამ­დე ვმუ­შა­ობ­დი, იქ სი­მარ­თლე არ არის, თუმ­ცა იმ სის­ტე­მა­შიც ბევ­რი სა­მარ­თლი­ა­ნი ხალ­ხი დავ­ტო­ვე, მათ იმე­დის მი­ცე­მა სჭირ­დე­ბათ".

უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას, ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ავ­ლო უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მებ­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ რამ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და პრო­კუ­რო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, საყ­ვა­რე­ლი­ძემ უპა­სუ­ხა:

"2008 წელს პრო­კუ­რო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1200-1300 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და. საქ­მის კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბას თან ახ­ლდა პრე­მია და ბო­ნუ­სი. თუ რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე გა­იხ­სნე­ბო­და და სა­ხელ­მწი­ფოს და­ნა­კარგს და­უბ­რუ­ნებ­და, მა­შინ პრე­მი­ის სა­ხით 10-20 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ე­ცე­მო­და, ეს უფი­ცი­ა­ლუ­რად ხდე­ბო­და, სა­ხელ­მწი­ფოს­გან"... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

საყვარელიძის აღიარება - როგორ აჯილდოვებდა სააკაშვილის ხელისუფლება "საქმის მკეთებელ" პროკურორებს?!

საყვარელიძის აღიარება - როგორ აჯილდოვებდა სააკაშვილის ხელისუფლება "საქმის მკეთებელ" პროკურორებს?!

უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას განიხილა, თუ რა პრობლემებია უკრაინის პროკურატურაში, ჟურნალისტთან საუბრისას მან პარალელები საქართველოს პროკურატურასთან გაავლო:

"დავუპირისპირდი შოკინსაც და ყველას, ვინც ძველ სისტემას ემხრობა. ძველ სისტემაში ისინი თავს კომფორტულად გრძნობდნენ. მაგრამ პროკურატურა, პირველ რიგში კორუფციას უნდა ებრძოდეს. კორუფციასთან ბრძოლა კი სიღარიბესთან ბრძოლას ნიშნავს.

ახლა თავისუფლად შემიძლია ჩემი მოქალაქეობრივი აზრის დაფიქსირება. დავტოვე კაბინეტი, მსგავსი თანამდებობა ბევრი მქონდა. არის მომენტი, როცა შეგიძლია ადმინისტრაციული და იურიდიული რესურსის გამოყენება და როცა ყველა შესაძლებლობა ამოწურულია, უნდა გადახვიდე სამოქალაქო აქტივობაზე, პოლიტიკაზე. ყველაფერი გააკეთეს, პროკურატურუდან ჩემი გამოგდებისთვის, ახლა კი ეს ყველაფერი ღირსების საქმეა".

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საყვარელიძე პოლიტიკაში მოსვლას, მან განაცხადა, რომ იქ ხედავს საკუთავ თავს, სადაც სიმართლეა:

"ჩემს თავს სამართლიან ხალხთან ვხედავ. სადაც აქამდე ვმუშაობდი, იქ სიმართლე არ არის, თუმცა იმ სისტემაშიც ბევრი სამართლიანი ხალხი დავტოვე, მათ იმედის მიცემა სჭირდებათ".

უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას, ქართველმა პოლიტიკოსმა პარალელები გაავლო უკრაინისა და საქართველოს რეფორმებზე და განაცხადა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოში არაკორუმპირებულობა პოპულარული იყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებდა პროკურორი საქართველოში, საყვარელიძემ უპასუხა:

"2008 წელს პროკურორი საქართველოში 1200-1300 დოლარს გამოიმუშავებდა. საქმის კონკრეტული შედეგით დასრულებას თან ახლდა პრემია და ბონუსი. თუ რეზონანსული საქმე გაიხსნებოდა და სახელმწიფოს დანაკარგს დაუბრუნებდა, მაშინ პრემიის სახით 10-20 ათასი დოლარი გადაეცემოდა, ეს უფიციალურად ხდებოდა, სახელმწიფოსგან"... განაგრძეთ კითხვა

"რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე" - რას აცხადებს კელი დეგნანი ლავროვის განცხადებაზე

"ივანიშვილის პირადი ბედი ჩემთვის რიგი მიზეზების გამო არ არის სულერთი" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე